უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


 მილანის საექსკურსიო ტრანსპორტი

ქალაქის გაცნობის ეს ექსპრეს-მეთოდი იდეალურად შეეფერება ტურისტებს, რომლებიც მცირე ხნით არიან ჩამოსულნი ან მოგზაურობის სხვაგან გაგრძელებას აპირებენ. ასევე ღირსეულად დააფასებენ მილანში ექსკურსიას ორსართულიანი თავახდილი ავტობუსებით ოჯახები მცირეწლოვანი შვილებით. ისინი არა მხოლოდ მაღლიდან დაინახავენ ქალაქის ქუჩებს, არამედ დიდ სიამოვნებასაც მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ hop on/hop off სისტემა იმითაა მოსახერხებელი, რომ ღირსშესანიშნაობის უფრო დეტალური შესწავლის მიზნით, შეგიძლიათ გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ, შემდეგ კი ამავე მარშრუტის მომდევნო ავტობუსში ჩაჯდეთ. მილანში ორი კომპანია ახორციელებს ავტობუსით საექსკურსიო მომსახურებას. მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას მათი დანიშნულების, მარშრუტებისა და მგზავრობის ღირებულების შესახებ.


  ავტობუსი CitySightseeing Milano:

ეს სახურავახდილი ავტობუსები ორი საექსკურსიო მარშრუტით მოძრაობს მთელი წლის განმავლობაში, 25 დეკემბრის გარდა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ტურისტებს შეუძლიათ ნებისმიერ გაჩერებაზე ჩავიდნენ ან ამოვიდნენ, ანუ ეს ჩვეულებრივი HOP ON HOP OFF ავტობუსია (მას უკვე შევხვდით ევროპის სხვა ქალაქებში). ავტობუსში არის აუდიოგიდი ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, რუსულ და სხვა (სულ 10) ენებზე. არის, აგრეთვე, უფასო Wi-fi.


არსებობს წითელი, ლურჯი, მწვანე და ყვითელი მარშრუტი. ტურის დაწყება ნებისმიერი გაჩერებიდან შეგიძლიათ. ოთხივე მარშრუტის პირველი გაჩერების მისამართია: Foro Buonaparte, 10


წითელი (ისტორიული) A მარშრუტის გაჩერებებია (მგზავრობის ხანგრძლივობა - 75 წთ.):


1. Castello (სფორცას ციხეკოშკი, დანტეს ქუჩა).

2. Cadorna (რკინიგზის სადგური "კადორნა").

3. Cenacolo (ეკლესია სანტა მარის დელლე გრაციე).

4. Corso Magenta (წმინდა ამბროსის ეკლესია, ქანდაკება L.O.V.E.).

5. Duomo (დუომოს მოედანი და საკათედრო ტაძარი, სამეფო სასახლე, მუზეუმი "ნოვოჩენტო", ვიტორიო ემანუელ II-ის გალერეა).

6. Manzoni/Scala (ლა სკალას თეატრი, პოლდი-პეცოლის მუზეუმი, მონტენაპოლეონეს ქუჩა).

7. Manin.

8. Moscova (კორსო გარიბალდი, ჩაინათაუნი).


ლურჯი (თანამედროვე) B მარშრუტის გაჩერებებია მგზავრობის ხანგრძლივობა - 90 წთ.):


1. Castello (წითელი რატუშა, შადრევანი "ნეპტუნი").

2. Acquario (მშვიდობის თაღი, ბრანკას კოშკი).

3. Garibaldi (კორსო გარიბალდი, ჩაინათაუნი)

4. Corso Como (კორსო კომო, პორტა ნუოვოს ცათამბჯენების რაიონი).

5. Repubblica (ინდრო მონტანელის სახალხო პარკი).

6. Palazzo Lombardia (ლომბარდიის მოედანი და სასახლე).

7. Stazione Centrale (რკინიგზის ცენტრალური სადგური, პირელის ცათამბჯენი).

8. Buenos Aires.

9. Porta Venezia (პლანეტარიუმი).

10. San Babila სან-ბაბილას ეკლესია).

11. Duomo.

12. Manzoni/Scala.

13. Brera (სან-მარკოს ეკლესია, ბრერას პინაკოთეკა).


მწვანე (სპორტული) C მარშრუტის გაჩერებებია (მგზავრობის ხანგრძლივობა - 90 წთ.):


1. Castello.

2. Acquario (აკვარიუმი).

3. Garibaldi (ჩაინათაუნი, კორსო გარიბალდი, მშვიდობის თაღი, სემპიონეს პარკი და ტრიენალე).

4. City Life.

5. Casa Milan.

6. Mico-Fieramilanocity..

7. Lotto-Montebianco.

8. Lido (სპორტული ცენტრი).

9. Ippodromo (იპოდრომი, "ლეონარდოს ცხენი").

10. Stadi San Siro.

11. Lotto-Monterosa.

12. Buanarroti.

13. Pagano.

14. Conciliazione (ეკლესია სანტა მარია დელლე გრაციე).

15. Parco Sempione (სემპიონეს პარკი, ტრიენალე, ბრანკას კოშკი, მშვიდობის თაღი).


ყვითელი (ისტორიული) D დამატებითი მარშრუტის გაჩერებებია (მგზავრობის ხანგრძლივობა - 60 წთ.):


1. Castello.

2. Cadorna.

3. P.Le Acquilea.

4. Navigli.

5. Via Olona.


ბილეთების ღირებულება:


- 24-საათიანი ავტობუსის ტური, მოზრდილისთვის - 25 ევრო, 5-15 წლის ბავშვისთვის - 10 ევრო;

- 48-საათიანი ავტობუსის ტური, მოზრდილისთვის - 30 ევრო, 5-15 წლის ბავშვისთვის - 10 ევრო;

- 72-საათიანი ავტობუსის ტური, მოზრდილისთვის - 35 ევრო, 5-15 წლის ბავშვისთვის - 10 ევრო.

- 5 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.


დეტალურ ინფორმაციას გაეცანით CitySightseeing-ის ოფიციალურ საიტზე: city-sightseeing.it/en/hop-on-hop-off-milan/.


  ავტობუსი Opentour Milan:


ავტობუსის გაჩერებები და მისამართებია:


1 - DUOMO - Piazza Duomo.

2 - SCALA - Via Manzoni, 3.

3 - DUGNANI - Via Manin, 2.

4 - REPUBBLICA - Piazza della Repubblica.

5 - STAZIONE CENTRALE - Piazza Duca d'Aosta.

6 - REGIONE - Via Melchiorre Gioia, 31.

7 - GAE AULENTI - Via Sturzo.

8 - MONUMENTALE - Via Ceresio, 7.

9 - LEGA LOMBARDA - Via della Moscova, 68.

10 - ACQUARIO - Viale Gadio.

11 - CASTELLO - Piazza Castello, 26.

12 - CAIROLI - Foro Bonaperte, 70.

13 - CADORNA - Via Boccaccio Ang. Via Leopardi.

14 - CENACOLO - Via Caradosso, 1.

15 - PALEOCAPA - Via Paleocapa, 4.

16 - TRIENNALE - Viale Moliere.

17 - ARCO DELLA PACE - Corso Sempione, 4.

18 - CITY LIFE - Piazza 6 Febbraio, 26.

19 - BUONARROTI - Viale Monterosa, 3.

20 - PAGANO - Via del Burchiello.

21 - CONCILIAZIONE - Piazza Conciliazione Ang. Via E. Toti.

22 - CENACOLO - Via Caradosso, 1.

23 - SANT'AMBORGIO - Via Carducci, 16.

24 - MUSEO SCIENZA - Via Olona, 11.

25 - NAVIGLI - Piazza XXIV Maggio, 6.

26 - PARCO BASILICHE - Via Molino delle Armi, 33.

27 - UNIVERSITA' STUDI - Via Sforza, 38.

28 - SAN BABILA - Via Larga, 2.


ტურისტებს შეუძლიათ ნებისმიერ გაჩერებაზე ჩავიდნენ ან ამოვიდნენ. ავტობუსში არის აუდიოგიდი 11 ენაზე. არის, აგრეთვე, ფასიანი ბარი სასმელებისთვის და უფასო Wi-fi. ექსკურსიის ხანგრძლივობაა 1 სთ და 30 წთ.


თქვენ მოინახულებთ ისეთ ღირსშესანიშნაობებს, როგორიცაა დუომოს საკათედრო ტაძარი, ლა სკალას თეატრი, სფორცას ციხეკოშკი, ეკლესია სანტა მარია დელლე გრაციე და ლეონარდო და ვინჩის "საიდუმლო სერობა" და სხვ.


ბილეთების ღირებულება:


- 1-დღიანი ავტობუსის ტური, მოზრდილისთვის - 24 ევრო, 5-15 წლის ბავშვისთვის - 10 ევრო;

- 2-დღიანი ავტობუსის ტური, მოზრდილისთვის - 28 ევრო, 5-15 წლის ბავშვისთვის - 10 ევრო;

- 5 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.


დეტალურ ინფორმაციას გაეცანით Opentour Milan-ის ოფიციალურ საიტზე: milanopentour.com/en/.


გთავაზობთ მილანის ღირსშესანიშნაობების რუკას:











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!