უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


 მილანის მეტროპოლიტენი

მილანის მეტროპოლიტენი იტალიაში ყველაზე დიდია. მის მშენებლობას ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში აპირებდნენ, შემდეგ კი - მეოცე საუკუნის ოციან წლებში, მაგრამ სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ის მხოლოდ 1964 წელს გაიხსნა. მეტროპოლიტენი 101 კილომეტრი ლიანდაგისგან, 113 სადგურისა და ოთხი ხაზისგან შედგება: M1 - წითელი, M2 - მწვანე, M3 - ყვითელი, M5 - იისფერი. ამჟამად მიმდინარეობს უკვე არსებული ხაზების გაფართოება და ახალი ცისფერი M4 ხაზის მშენებლობა, რომელიც ქალაქს ლინატეს აეროპორტთან დააკავშირებს. მილანის მეტროპოლიტენს მართავს სატრანსპორტო კომპანია ATM. ის ქალაქის სხვა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობასაც წარმართავს.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





როგორც უკვე ავღნიშნეთ, მილანის მეტროში ოთხი ხაზია. ესენია:


წითელი ხაზი M1: Sesto 1º Maggio - Rho-Fiera/Bisceglie; პოპულარული გაჩერებებია: Duomo (საკათედრო ტაძარი დუომო, ვიტორიო ემანუელ II-ის გალერეა, ლა სკალას თეატრი, პოლდი-პეცოლის მუზეუმი), Cadorna (სფორცას ციხეკოშკი, პარკი სემპიონე), Cordusio (ლა სკალას თეატრი, პოლდი-პეცოლის მუზეუმი), Cairoli (ბრერას პინაკოთეკა), Conciliszione (ეკლესია სანტა მარია დელლე გრაციე), San Babila (პოლდი-პეცოლის მუზეუმი);

მწვანე ხაზი M2: Assago Milanofiori Forum/Abbiategrasso - Cologno Nord/Gessate; პოპულარული გაჩერებაა: Cadorna (სფორცას ციხეკოშკი, პარკი სემპიონე),Lanza (სფორცას ციხეკოშკი, პარკი სემპიონე, ბრერას პინაკოთეკა), S.Ambrogio/S.Agostino (ლეონარდო და ვინჩის მუზეუმი), Garibaldi FS (რკინიგზის სადგური გარიბალდი), Centrale FS (ცენტრალური რკინიგზის სადგური);

ყვითელი ხაზი M3: San Donato - Comasina; პოპულარული გაჩერებებია: Duomo (საკათედრო ტაძარი დუომო, ვიტორიო ემანუელ II-ის გალერეა, ლა სკალას თეატრი, პოლდი-პეცოლის მუზეუმი), Montenapoleone (ლა სკალას თეატრი, ბრერას პინაკოთეკა, პოლდი-პეცოლის მუზეუმი), Centrale FS (ცენტრალური რკინიგზის სადგური);

იისფერი ხაზი M5: San Siro Stadio - Bignami.



მილანის მეტროპოლიტენი მუშაობს 06:00-დან 00:30-მდე, 25 დეკემბერსა და 1-ელ მაისს კი - 07:00-დან 19:30-მდე. მატარებლები 5-10 წუთის ინტერვალით დადიან. გაითვალისწინეთ, რომ მილანის მეტროში ხშირადაა ხალხმრავლობა, ამიტომ ყურადღებით იყავით, რომ ვინმემ რამე არ მოგპაროთ.


შეგახსენებთ, რომ მეტროში შესვლამდე ბილეთი აუცილებლად უნდა დააკომპოსტიროთ. ვინაიდან მილანის მეტროპოლიტენი საზოგადოებრივი ტრანსპორტის სახეობაა, მგზავრობისას ჩვეულებრივი ბილეთები და ბარათები გამოიყენება. მათ შესახებ სრული ინფორმაციის გასაცნობად იხილეთ მილანის საზოგადოებრივი ტრანსპორტი. შეძენილი ბილეთი მგზავრობის ბოლომდე შეინახეთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, კონტროლიორი დაგაჯარიმებთ.


ბილეთების ყიდვა შეგიძლიათ გაზეთებისა და თამბაქოს ჯიხურებში, სადგურის შესასვლელებთან განთავსებულ სალაროებში, თვითმომსახურების სპეციალურ აპარატებში.


გაითვალისწინეთ: მეტროპოლიტენის სადგურებში თითოეულ მიმართულებას ცალკე შესასვლელი აქვს. მაგალითად, თუ ტურისტი ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მიდის და სადგურის იმ ნაწილში აღმოჩნდა, საიდანაც მატარებლები ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ მიემართება, ტურისტს მოუწევს გამოვიდეს და ახალი ბილეთი დააკომპოსტიროს. ორმაგი ფასის თავიდან ასაცილებლად ყურადღებით დააკვირდით რუკას.



მეტროთი მგზავრობისას ყურადღება მიაქციეთ საინფორმაციო ტაბლოებსა და მაჩვენებლებს, რათა შემთხვევით სხვა მიმართულებით არ წახვიდეთ.


მილანის მეტროპოლიტენის ოფიციალური საიტია: www.atm.it/.












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!