უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


 შოპინგი მილანში

მილანი ევროპის საყოველთაოდ აღიარებული ტურისტული დედაქალაქია, ხელოვნების, მოდის, სტილის, დიზაინის, ფუფუნებისა და, ცხადია, შოპინგის ცენტრი. მილანის ქუჩებში უამრავ ბრენდს გადააწყდებით, რომლებიც ნებისმიერი გემოვნებისა და ფინანსური შესაძლებლობების ადამიანს დააკმაყოფილებს. მილანის მაღაზიები, ჩვეულებრივ, 08:30-დან 19:30-მდე მუშაობენ, შესვენება, ტრადიციული იტალიური სიესტა, 13:00-დან 15:00-მდეა. ამას განუხრელად იცავენ, ისევე, როგორც კვირადღეს - დასვენებას. ტურისტებს, ძირითადად, ფასდაკლებები აინტერესებთ. ეს წელიწადში ორჯერ ხდება. ზამთრის ფასდაკლება ახალი წლის დღესასწაულების შემდეგ იწყება და თებერვლის ბოლომდე გრძელდება, ზაფხულისა კი - ივლისის შუაგულიდან აგვისტოს ბოლომდე.


ჩამოგითვლით მილანის საუკეთესო რაიონებს შოპინგისთვის.


განათავსე შენი რეკლამა აქ!





Quadrilatero D'Oro (ოქროს ოთხკუთხედი):


თავდაპირველად ეს მართლა კვადრატი იყო, რომელიც ოთხ ქუჩას მოიცავდა Via Monte Napoleone, Via Monzani, Via della Spiga, Via Sant’Andrea. ბოლო წლებში მათ დაემატა Via Borgospessoб Santo Spirito და Gesù. ამ ოთხკუთხედში იხილავთ ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Ferragamo, Gucci, Versace, Prada, Fendi, Armani, Dior, Burberry, La Perla, Dolce&Gabbana, Ferré, Laura Biagiotti, Miu Miu და სხვ. მთავარი ქუჩა მაინც Via Monte Napoleone-ა:



მიიჩნევა, რომ ეს ყველაზე პრესტიჟული და ძვირი სავაჭრო ქუჩაა არა მხოლოდ იტალიაში, არამედ მთელ მსოფლიოშიც.


ძალზე პოპულარულია, აგრეთვე, Via della Spiga:



აქაც ელიტური ბუტიკები და მაღაზიებია. ამ ქუჩაზე მანქანები არ მოძრაობენ, ამიტომ თავისუფლად შეგიძლიათ ისეირნოთ და მაღაზიებში შეიხედოთ.


ოქროს ოთხკუთხედის უმთავრესი სავაჭრო ცენტრი არის Galleria Vittorio Emanuele II:



აქ იხილავთ ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორიცაა Prada, Versace, Louis Vuitton, Rizzoli, Gucci და სხვ.


Corso Buenos Aires:



თუკი Via Monte Napoleone-ზე მხოლოდ უმაღლესი კლასის მოდური მაღაზიებია, ამ დემოკრატიულ ქუჩაზე არის მაღაზიები, რომლებშიც კარგი ხარისხის ნივთების შეძენა შეგიძლიათ, ოღონდ გაცილებით დაბალ ფასად. აქ გელით H&M, Zara, Nike, Mango, Asos, Vero Moda, Glamorous, Monki, Boggi, Liu Jo, Guess, Stefanel, Love Moschino, Furla, Fossil, Hilfiger Denim, Stradivarious, Adidas და სხვ.


მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს წითელი M1 ხაზით, გაჩერება Loreto/Lima/ Porta Venezia.


Via Torino:



ამ ქუჩის სიგრძე მხოლოდ 700 მეტრია და მასზე გასეირნება მხოლოდ ათ წუთს თუ წაგართმევთ, მაგრამ ზოგი იქ მთელი დღე რჩება - აქ ხომ უამრავი მაღაზიაა: Zara, Carpisa, Oysho, Victoria’s Secret, Calzedonia, OVS, Geox, Mango, Nike, MAC, Bath&Body Works, Foot Locker, MM Calzature, AW LAB, Pimkie, Pull&Bear, Accessorize, Kiko, Pandora, Brillanty, Terranova, Tezenis, Tally Weijl, Stradivarius, Alcott, Levi’s, H&M, LUSH, NYX Professional Makeup. წმინდა გიორგის მოედანზე გირჩევთ, შეიაროთ შოკოლადის მაღაზიაში Cioccolatitaliani.


ეს ქუჩა დუომოს მოედნიდან იწყება.


სავაჭრო ცენტრებიდან გამოვყოფთ შემდეგს:


Upim:



მილანში ექვსი ასეთი უნივერმაღია. ტურისტებს შორის ყველაზე პოპულარულია ის, რომელიც მდებარეობს Corso Buenos Aires-ზე. აქ განთავსებულია ისეთი მაღაზიები, როგორიცაა Levi’s, Calvin Klein Jeans, Mexx, Zara, Mango, Marks&Spenser, Bershka, Pull&Bear, NewYorker და სხვ. ფასები ძალზე ნორმალურია.


მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს წითელი M1 ხაზით, გაჩერება Lima.


10 Corso Como:



ამ შენობაში გაერთიანებულია იტალიის ნაციონალური სამზარეულო, მსოფლიო მოდა, თანამედროვე ხელოვნება და წიგნების სიყვარული. აქ 180 მაღაზიაა: Dior, Tommy & Hilfiger, Massino Dutti, Burbbery, Fendi, Mexx, Carol Christian Poell, Kostas Murkudis, Helnum Lang, Birkenstock და მრავალი სხვა. აქვეა განთავსებული სამხატვრო გალერეა Carla Sozanni.


მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს მწვანე M2 ან იასამნისფერი M5ან ხაზით, გაჩერება Garibaldi FS.


La Rinascente:



ეს 10-სართულიანი შენობა მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი სავაჭრო ცენტრია. აქ ყველაფერია: ქალის მამაკაცის და ბავშვის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი, ელექტრონიკა, საიუველირო და ტყავის ნაკეთობები, პარფიუმერია, თეთრეული, ავეჯი, წიგნები და სხვ.


მისამართია: Piazza del Duomo 3 - საკათედრო ტაძარ დუომოსთან. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს M1 წითელი ან M3 ყვითელი ხაზით, გაჩერება Duomo.


ანტიკვარიატის საყიდლად ეწვიეთ ბაზრობას Navigli:



ეს მთელ ევროპაში პოპულარული ბაზრობაა. მუშაობს ყოველი თვის ბოლო კვირადღეს.


მისამართია: Alzaia Naviglio Grande, 4. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს M2 მწვანე ხაზით, გაჩერება P.TA Genova FS, ან ავტობუსით № N25, N26 და ტრამვაით №9, 10, გაჩერება Via Vigevano v. le Gorizia, ან ავტობუსით № 74, 325, NM2 და ტრამვაით №1, 2, 9, 14, გაჩერება Stazione di Milano Porta Genova.


თუ ტკბილეულის მოყვარული ხართ, აუცილებლად ეწვიეთ Outlet Dolciario-ს, სადაც უზარმაზარი არჩევანი და დაბალი ფასები გელით:



მისამართია: via Torino, 61/Corso Buenos Aires, 54.


წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!!!












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!