უფასო ონლაინ-მეგზური მილანში


 მილანი სამ დღეში

თუ მილანის დასათვალიერებლად სამი დღე გაქვთ, ნამდვილად გაგიმართლათ. მართალია, ქალაქში საკმაოდ ბევრი ღირსშესანიშნაობაა - ტაძრები, მუზეუმები, ქანდაკებები და სხვ. - სწორად დაგეგმვის შემთხვევაში თითქმის ყველაფრის მონახულებას მოასწრებთ. ამისათვის ყურადღებით გაეცანით სტატიებს მილანი 1 დღეში და მილანი 2 დღეში, აგრეთვე უმთავრეს ღირსშესანიშნაობებს, შეარჩიეთ ისინი, რისი ნახვაც გირჩევნიათ და ამის მიხედვით იმოქმედეთ. არ დაგავიწყდეთ, რომ მილანი მსოფლიო მოდის დედაქალაქიცაა და საყიდლებზე წასვლა არ გაწყენდათ.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





შემოგთავაზებთ მილანის ღირსშესანიშნაობების ორ რუკას:




თუ ცოტაოდენი რომანტიკისთვის ფული არ გენანებათ, შეგიძლიათ ვერონაში გაემგზავროთ და ის ადგილები მოინახულოთ, სადაც რომეოსა და ჯულიეტას ტრაგიკული სიყვარულის ამბავი ვითარდებოდა. ამის გაკეთება შეგიძლიათ როგორც მატარებლით, ისე ავტობუსით, ოღონდ თუ იმავე დღეს აპირებთ მილანში დაბრუნებას, ბილეთები წინასწარ შეიძინეთ. მატარებლით გასამგზავრებლად უნდა ეწვიოთ მილანის ცენტრალურ რკინიგზის სადგურს (Milano Centrale):



სადგურამდე მისვლა შეგიძლიათ მეტროს M2 მწვანე ან M3 ყვითელი ხაზით, გაჩერება Centrale FS.


ვერონამდე დადის ორგვარი ტიპის მატარებელი: რეგიონალური და სწრაფი. გირჩევთ ბილეთები წინასწარ შეიძინოთ - ასე უფრო იაფი დაგიჯდებათ. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ საიტზე www.omio.com. გაითვალისწინეთ, რომ ვერონაში ჩახვალთ რკინიგზის სადგურში, სახელწოდებით Porta Nuova, საიდანაც ქალაქის ცენტრამდე ფეხით 15-20 წუთში მიხვალთ. ბილეთი დაახლოებით 17 ევრო დაგიჯდებათ, ვერონაში კი საათ-ნახევარში ჩახვალთ (იქამდე 160 კილომეტრია).



ვერონაში ჩასვლა ავტობუსითაც შეგიძლიათ: ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ საიტზე www.flixbus.co.uk. გაითვალისწინეთ, რომ ავტობუსები, ძირითადად, სადგურ Lampugnano-დან გადიან (იქამდე მიხვალთ მეტროს M1 წითელი ხაზით, გაჩერება Lampugnano), ვერონაში კი ამჯერადაც Porta Nuova-ში ჩახვალთ. მგზავრობა 2-4 საათი გაგრძელდება. ავტობუსის ბილეთი, როგორც წესი, მატარებლის ბილეთზე იაფი ღირს (დაახლოებით 10 ევრო).


თუ ვერონის მონახულება ჭკუაში დაგიჯდათ, გირჩევთ, ეს მეორე დღეს გააკეთოთ, პირველ და მესამე დღეს კი მილანის ღირსშესანიშნაობები დაათვალიეროთ და იშოპინგოთ.















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!