უფასო ონლაინ-მეგზური რომში


 რომის აეროპორტი

რომს ორი აეროპორტი ემსახურება - ფიუმიჩინო (Fiumicino), რომელიც ცნობილი მხატვრისა და მეცნიერის, ლეონარდო და ვინჩის სახელობისაა და იტალიაში უდიდესია, და ჩამპინო (Ciampino), რომელიც იტალიელი მფრინავის, იტალია-თურქეთის ომის ვეტერანის, ჯოვანი ბატისტა პასტინეს სახელს ატარებს (ეს ჯარისკაცი გმირულად დაიღუპა პირველი მსოფლიო ომის დროს), და უძველესია. გაეცანით დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ მოვხვდეთ ამ ორი აეროპორტიდან რომში და პირიქით, რომიდან ამ აეროპორტებში. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ.


  ფიუმიჩინოს აეროპორტი


განათავსე შენი რეკლამა აქ!





ლეონარდო და ვინჩის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი ფიუმიჩინო იტალიის დედაქალაქიდან 30 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს პატარა ქალაქ ფიუმიჩინოსთან. ის 1961 წელს ამოქმედდა. აეროპორტი წელიწადში 38 მილიონ მგზავრს ემსახურება და ქვეყნის მთავარი ავიაკვანძია. ფიუმიჩინოს აეროპორტს 4 ტერმინალი აქვს. მათგან ყველაზე დიდია T3 ტერმინალი.


ფიუმიჩინოს აეროპორტის ოფიციალური საიტია Adr.it.


ფიუმიჩინოს აეროპორტიდან რომში მოხვედრა შესაძლებელია ავტობუსით, მატარებლითა და ტაქსით.


Cotral-ის ავტობუსი - გაჩერება მეორე ტერმინალის მოპირდაპირე მხარესაა. ყურადღება მიაქციეთ მიმთითებელს, წარწერით Regional Bus Station. ავტობუსი ჯერ ტერმინის სადგურში გაჩერდება, შემდეგ კი - ტიბურტინის სადგურში. რომიდან ავტობუსი ტიბურტინის სადგურიდან გამოდის. ჯერ ტერმინის სადგურში გაჩერდება, იქიდან კი აეროპორტისკენ გაემართება. მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათია. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ გაზეთების ჯიხურში, თამბაქოს მაღაზიაში ან მძღოლთან.



ბილეთის ღირებულება 5 ევროა (მძღოლთან - 7 ევრო, მხოლოდ ნაღდი ფულით).


ავტობუსის განრიგსა და სხვა დამატებით ინფორმაციას გაეცანით Cotral-ის ოფიციალურ საიტზე.


ავტობუსი Sit Bus Shuttle - გაჩერება მესამე ტერმინალთან. ავტობუსის გაჩერებებია Via Aurelia (Circonvallazione Aurelia, 19), ვატიკანი (Crescenzio, 28) და ტერმინის სადგური. მგზავრობის ხანგრძლივობა 40 წუთია. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ ინტერნეტით ან მძღოლთან.



ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 7 ევროა, აქეთ-იქით - 13,50 ევრო.


ავტობუსის განრიგსა და სხვა დამატებით ინფორმაციას გაეცანით Sit Bus Shattle-ის ოფიციალურ საიტზე.


ავტობუსი Terravision - გაჩერება მესამე ტერმინალთან. ავტობუსი გზაში არ ჩერდება. დანიშნულების პუნქტი - ტერმინის სადგური. მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათია. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ აეროპორტში, ინტერნეტით ან მძღოლთან.



ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 6 ევროა, აქეთ-იქით - 11 ევრო.


ავტობუსის განრიგსა და სხვა დამატებით ინფორმაციას გაეცანით Terravision-ის ოფიციალურ საიტზე.


ავტობუსი T.A.M. - გაჩერება მესამე ტერმინალთან. ავტობუსი გზაში ჩერდება სადგურ Ostiense-ში, რომლის მისამართია Piazzale dei Partigiani 1. დანიშნულების პუნქტი - ტერმინის სადგური. მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათია. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ აეროპორტში, ინტერნეტით ან მძღოლთან.



ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 6 ევროა, აქეთ-იქით - 11 ევრო.


ავტობუსის განრიგსა და სხვა დამატებით ინფორმაციას გაეცანით T.A.M.-ის ოფიციალურ საიტზე.


ავტობუსი Romeairportbus — Schiaffini - ავტობუსი გზაში არ ჩერდება. დანიშნულების პუნქტი - ტერმინის სადგური. მგზავრობის ხანგრძლივობა 40 წუთია. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ აეროპორტში, ინტერნეტით ან მძღოლთან.



ბილეთის ღირებულება: აეროპორტიდან რომამდე - 5,90 ევრო, რომიდან აეროპორტამდე - 6,90 ევრო, აქეთ-იქით - 9,90 ევრო.


ავტობუსის განრიგსა და სხვა დამატებით ინფორმაციას გაეცანით Romeairportbus — Schiaffini-ის ოფიციალურ საიტზე.


მატარებელი Leonardo Express - გზაში არ ჩერდება. დანიშნულების პუნქტი - ტერმინის სადგური. მგზავრობის ხანგრძლივობა 32 წუთი. მატარებელი გადის ყოველ 15 წუთში ერთხელ პიკის საათებში და ყოველ 30 წუთში ერთხელ დანარჩენ დროს. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ აეროპორტში, ინტერნეტით ან მძღოლთან.



ბილეთის ღირებულება მოზრდილებისთვის 17,90 ევროა, 4-11 წლის ერთი ბავშვი უფროსის თანხლებით და 5 წლამდე ყველა ბავშვი უფასოდ მგზავრობს. ბარგის ზომები შეუზღუდავია. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ აეროპორტის რკინიგზის სადგურში, თამბაქოსა და გაზეთების ჯიხურებში, სპეციალურ ავტომატებში და ინტერნეტით. ბილეთის მოქმედების ვადა 90 წუთია.


მატარებლის განრიგსა და სხვა დამატებით ინფორმაციას გაეცანით Leonardo-express-ის ოფიციალურ საიტზე.


ელექტრომატარებელი Regionale (FL1) - ჩერდება ტრასტევერის, ოსტიენსის, ტუსკოლანასა და ტიბურტინის (ტერმინის სადგურიდან 5 კილომეტრში) სადგურებში. დანიშნულების პუნქტი - ორტე, რომელიც ვიტერბოს პროვინციაში მდებარეობს. მგზავრობის ხანგრძლივობა 50 წუთი. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ აეროპორტში, ინტერნეტით ან მძღოლთან.



ბილეთის ღირებულება ტიბურტინის სადგურამდე მოზრდილებისთვის 8 ევროა, ორტემდე - 11 ევრო. 4-12 წლის ერთი ბავშვი უფროსის თანხლებით და 4 წლამდე ყველა ბავშვი უფასოდ მგზავრობს. ბარგის ზომები შეუზღუდავია. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ თამბაქოსა და გაზეთების ჯიხურებში, რკინიგზის სალაროებში, სპეციალურ ავტომატებში და ინტერნეტით.


გაითვალისწინეთ, რომ საჭიროა მატარებლის ბილეთის კომპოსტირება.


მატარებლის განრიგსა და სხვა დამატებით ინფორმაციას გაეცანით Trenitalia-ს ოფიციალურ საიტზე.


ტაქსი - ტარიფი ფიქსირებულია. ტიბურტინის სადგურამდე მგზავრობა 55 ევრო დაგიჯდებათ.


  ჩამპინოს აეროპორტი


ჯოვანი ბატისტა პასტინეს სახელობის აეროპორტი ჩამპინო რომის ცენტრიდან 12,5 კილომეტრითაა დაშორებული. ის 1916 წლიდან ფუნქციონირებს და წელიწადში 6 მილიონამდე მგზავრს ემსახურება. ჩამპინოში, ძირითადად, ისეთი ბიუჯეტური ევროპული ავიაკომპანიების ბაზაა, როგორიცაა Ryanair და WissAir.


ჩამპინოს აეროპორტი რომს სარკინიგზო გზით უშუალოდ არ უკავშირდება. უახლოესი რკინიგზის სადგური მისგან 4,5 კილომეტრითაა დაშორებული, საიდანაც რომამდე ელექტრომატარებლები (FL4, FL6) დადიან.


აეროპორტიდან რომამდე ჩასვლის ყველაზე მარტივი და იაფი გზა ავტობუსია.


ავტობუსი Sit Bus Shuttle - დანიშნულების პუნქტია ტერმინის სადგური. მგზავრობის ხანგრძლივობა 35 წუთია. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ ინტერნეტით ან მძღოლთან.


ბილეთის ღირებულება ერთ მხარეს 6 ევროა, იქით-აქეთ - 11 ევრო.


ავტობუსის განრიგსა და სხვა დამატებით ინფორმაციას გაეცანით Sit Bus Shattle-ის ოფიციალურ საიტზე.


ავტობუსი Terravision. ავტობუსი გზაში მხოლოდ ჩამპინოს ცენტრში ჩერდება. დანიშნულების პუნქტი - ტერმინის სადგური. მგზავრობის ხანგრძლივობა 40 წუთია. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ აეროპორტში, ინტერნეტით ან მძღოლთან.


ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 6 ევროა, აქეთ-იქით - 11 ევრო.


ავტობუსის განრიგსა და სხვა დამატებით ინფორმაციას გაეცანით Terravision-ის ოფიციალურ საიტზე.


ავტობუსი Romeairportbus — Schiaffini - ავტობუსი გზაში არ ჩერდება. დანიშნულების პუნქტი - ტერმინის სადგური. მგზავრობის ხანგრძლივობა 40 წუთია. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ აეროპორტში, ინტერნეტით ან მძღოლთან.



ბილეთის ღირებულება ერთი მიმართულებით 6,90 ევროა, აქეთ-იქით - 9,90 ევრო.


ავტობუსის განრიგსა და სხვა დამატებით ინფორმაციას გაეცანით Romeairportbus — Schiaffini-ის ოფიციალურ საიტზე.


2019 წლის 1-ლი მარტიდან ახალი შესაძლებლობა გაჩნდა: ჩამპინოს აეროპორტიდან ჩამპინოს რკინიგზის სადგურამდე ავტობუსით, იქიდან კი მატარებლით რომის ტერმინის სადგურამდე მისვლას შეძლებთ ერთიანი ბილეთით - 2,70 ევროდ. 4 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.


ავტობუსი FlixBus - მიდის გაჩერებამდე SIT bus station, რომელიც რკინიგზის სადგურ ტერმინისთან ახლოს მდებარეობს. მგზავრობის ხანგრძლივობა 35-45 წუთია. ბილეთის ღირებულება 6 ევროა. მისი შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტით ან მძღოლთან. დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ FlixBus-ის ოფიციალურ საიტს



აეროპორტიდან შეგიძლიათ Atral-ის ან Cotral-ის ავტობუსით მიხვიდეთ რომის მეტროს სადგურ Anagnina-მდე, რაშიც საახლოებით 20 წუთი და 1,20 ევრო დაგეხარჯებათ, იქიდან კი A ხაზით ისარგებლოთ. დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ Atral-ის ოფიციალურ საიტს ან Cotral-ის ოფიციალურ საიტს.


კომპანია ATAC S.p.A-ს ავტობუსი №520 და №570. №520 მიდის მეტროს A ხაზის სადგურ Cinecitta-მდე, №720 კი - მეტროს B ხაზის სადგურ Laurentina-მდე. ბილეთის ყიდვა შეგიძლიათ ავტომატში ან აეროპორტში, საინფორმაციო ცენტრში. ბილეთის ღირებულება 1,50 ევროა და მოქმედებს 100 წუთის განმავლობაში.


ჩამპინოს აეროპორტიდან რომის ტიბურტინის სადგურამდე ტაქსით მგზავრობა 35-40 ევრო დაგიჯდებათ.













© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!