უფასო ონლაინ-მეგზური რომში


 შოპინგი რომში

რომი წარმოუდგენელია კოლოსეუმის, წმინდა პეტრეს ბაზილიკის, პანთეონისა და ვატიკანის მუზეუმების გარეშე. მაგრამ ასევე ვერ წარმოგვიდგენია ის ცნობილი იტალიელი დიზაინერების დომინიკო დოლჩესა და სტეფანო გაბანას, ჯორჯო არმანის, ჯანი ვერსაჩესა და ფრანკო მოსკინოს გარეშე. თუ რომში მოხვდებით, ეწვიეთ უმთავრეს ღირსშესანიშნაობებს და აუცილებლად განაახლეთ გარდერობი. ეს სტატია იმის გარკვევაში დაგეხმარებათ, თუ სად შეძლებთ ამის გაკეთებას თქვენი ფინანსური შესაძლებლობების გათვალისწინებით. მოგაწვდით ინფორმაციას სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების შესახებ, სადაც ყველა გემოვნებისა და შეძლების ადამიანი მოახერხებს თავისი სურვილების დაკმაყოფილებას.


ჩამოგითვლით რომის საუკეთესო რაიონებს შოპინგისთვის.


Via del Corso:



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ქალაქის ეს მთავარი კილომეტრ-ნახევრიანი სავაჭრო ქუჩა მდებარეობს Piazza del Popolo-სა და Piazza Venezia-ს შორის. მასზე განთავსებულია მოლი Galleria Alberto Sordi და ბუტიკები Zara, Zuiki, Yamamay, Topshop, Intimissimi, H&M, GAP, Nike, Adidas და სხვ.


Via Nazionale:



მდებარეობს ტერმინის სადგურსა და Piazza Venezia-ს შორის. მასზე განთავსებულია მაღაზიები Sandro Ferrone, Elena Miro, Francesco Biasia, Max Mara, Benneton, Sisley და სხვ.


Via Cola di Rienzo:



ეს ქუჩა ვატიკანის სიახლოვესაა. აქ იხილავთ მაღაზიებს ახალგაზრდული ტანსაცმლით (Fred Perry, Henri Lloyd, Lambretta, Lacoste, Reebok), საუკეთესო ტყავის ფეხსამლითა და ჩანთებით (Alexander McQueen, Yanko, Alberto Guardiani, Barbanera, Westfalika), საიუველირო ნაკეთობების სალონებს.


Via Condotti:



მდებარეობს ვია დელ კორსოს ქუჩასა და ესპანეთის მოედანს შორის. აქ განთავსებულია ისეთი ბრენდული მაღაზიები, როგორიცაა Bulgari, Valentino, Armani, Louis Vuitton, Gucci, Prada, Chanel, Dolce & Gabbana და სხვ.


სავაჭრო ქუჩებია, აგრეთვე, Via Borgognona, via Sistina, via Frattina ესპანეთის მოედნის სიახლოვეს:



რომის სავაჭრო ცენტრების მუშაობის საათებია 09:00-19:30 (ზაფხულში 20:00), კვირა დასვენების დღეა.


სავაჭრო ცენტრი Galleria Alberto Sordi:



1500 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულია მსოფლიოში ცნობილი ბრენდების მაღაზიები: Calvin Klein, Massimo Dutti, Trussardi Jeans, Zara, Prado, Louis Vutton, აგრეთვე იტალიური მაღაზიები: Braccialini, Iannetti, Coccinelle, Nannini და სხვ.


მისამართია: Piazza Colonna. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს A ნარინჯისფერი ხაზით, გაჩერება Spagna ან Barberini.


სავაჭრო ცენტრი La Rinascente:



ეს არის მთელ იტალიაში გავრცელებული სავაჭრო პასაჟების ქსელი, გათვლილი შეძლებულ ადამიანებზე. პირველ დონეზე განთავსებულია პარფიუმერიული პროდუქცია და კოსმეტიკა, მეორეზე - ცნობილი მოდის სახლების მაღაზიები, როგორიცაა Versace, Chanel, Armani, Dior, Hugo Boss და ა.შ. მესამეზე - უფრო დემოკრატიული სალონები ტანსაცმლით, საცვლებით, აქსესუარებით, ჩანთებითა და კოსმეტიკით.


მისამართია: Piazza Fiume. მისასვლელად ყველაზე მოსახერხებელია ავტობუსი №120, 490, 495, 38, 80, 90, გაჩერება Fiume. შეგიძლიათ მეტროს ლურჯი B ხაზით ისარგებლოთ, გაჩერება Policlinico. გამოსასვლელიდან გაუყევით Viale Regina Margherita-ს Via Giovanni Battista Morgagni-კენ, ამ ქუჩაზე მარცხნივ შეუხვიეთ, შემდეგ პირდაპირ იარეთ, მარჯვნივ შეუხვიეთ და კვლავ პირდაპირ Viale del Policlinico-კენ.


სავაჭრო ცენტრი UPIM:



ეს არის სავაჭრო ცენტრების დიდი იტალიური ქსელი, სადაც ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის დიდი არჩევანია სავსებით მისაღებ ფასად. არც სხვადასხვა აქსესუარების, საბავშვო ტანსაცმლის, კოსმეტიკის, პარფიუმერიის, სახლისთვის საჭირო ნივთების ნაკლებობაა.


შემოგთავაზებთ UPIM-ის იმ უნივერმაგების მისამართებს, რომლებიც რომის ცენტრში მდებარეობს:


- Via Gioberti, 64. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს ნარინჯისფერი A ხაზით, გაჩერება Vittorio Emanuele; ავტობუსით №50, 105, 514, N1, N12, N18, გაჩერება Napoleone III;

- Via Enea, 10. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს ნარინჯისფერი A ხაზით, გაჩერება Furio Camillo; ავტობუსით №650, 671, N1, გაჩერება Appia/Enea;

- Viale Guglielmo Marconi, 259. მისასვლელად ისარგებლეთ ავტობუსით № 170, 766, 791, 792, С6, N16, გაჩერება Marconi/gherardi;

- Circonvallazione Gianicolense, 78. მისასვლელად ისარგებლეთ ტრამვაით №8, გაჩერება Gianicolense/Ponte Bianco; ავტობუსით №228, 710, 719, 773, 774, 786, გაჩერება Gianicolense/S. v. De Paoli;

- Via della Marrana, 27. მისასვლელად ისარგებლეთ ავტობუსით №16, გაჩერება Nocera Umbra/Narni;

- Via Domenico Falcioni, 12. მისასვლელად ისარგებლეთ ავტობუსით №201, N25, გაჩერება Cassia-Casali Del Pino.


სავაჭრო ცენტრი Coin Excelsior:



რომში ამ სახელწოდებით ოთხი უნივერმაღია. მათგან ყველაზე დიდი (8-სართულიანი) არის მოედანზე Piazza Le Appio. აქ არის მამაკაცის, ქალისა და ბავშვის ყველა ცნობილი ბრენდის ტანსაცმელი, აქსსუარები, კოსმეტიკა, პარფიუმერია და ა.შ.


სავაჭრო ცენტრის მისამართია: Piazzale Appio 7. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს მწვანე C ხაზით, გაჩერება San Giovanni; ავტობუსით №16, 51, 81, 85, 87, 218, 360, 590, 665, გაჩერება Magna Grecia/San Giovanni ან San Giovanni, იქიდან კი ფეხით 5 წუთით სიარული მოგიწევთ.


ჩამოგითვლით კიდევ რამდენიმე სავაჭრო ცენტრს: Oviesse, Euroma2, Designer Outlet Village Castel Romano, Valmontone Outlet.


წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!!!












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!