უფასო ონლაინ-მეგზური რომში


 რომი ორ დღეში

რომში, "მარადიულ" ქალაქში, იმდენი ღირსშესანიშნაობაა, რომ ერთ დღეში არათუ მის სრულყოფილად დათვალიერებას, არამედ, უბრალოდ, ნახვასაც კი ვერ მოასწრებთ. მაგრამ თუ ამისთვის ორი დღე გაქვთ, გაცილებით მეტი შესაძლებლობა გაქვთ. მთავარია, რა მიზანი გაქვთ - გსურთ, შეძლებისდაგვარად, მეტი ღირსშესანიშნაობა დაათვალიეროთ თუ მხოლოდ უმთავრესი, დანარჩენი დრო კი შოპინგს, გართობასა და დასვენებას დაუთმოთ. პირველ ყოვლისა, ყურადღებით გაეცანით სტატიას რომი 1 დღეში. იქ მრავალი ღირსშესანიშნაობაა ჩამოთვლილი. გთავაზობთ რამდენიმე ვარიანტს. მაგალითად, პირველ დღეს გაიარეთ ის გზა, რომელიც ზემოთ მოყვანილ სტატიაში ვატიკანამდე მიდის და მეტი დრო დაუთმეთ ვატიკანის დათვალიერებას, მეორე დღეს კი დარჩენილი ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეთ და საყიდლებზე გაემართეთ, რაშიც დაგეხმარებათ სტატია შოპინგი რომში; ან ერთი დღე ვატიკანს, კოლოსეუმსა და რომის ფორუმს დაუთმეთ, მეორე დღე კი - სხვა ღირსშესანიშნაობებს. არჩევანი თქვენი გემოვნებისა და ფიზიკური და ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით გააკეთეთ. შეგახსენებთ, რომ გაცილებით მეტს მოასწრებთ, თუ რომის საექსკურსიო ტრანსპორტს გამოიყენებთ. ამისათვის იხილეთ სტატია რომის საექსკურსიო ტრანსპორტი.



განათავსე შენი რეკლამა აქ!






სასიამოვნო დროსტარებას გისურვებთ!












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!