რომის საექსკურსიო ტრანსპორტში შედის რამდენიმე სახის ავტობუსი და საწყალოსნო ტრანსპორტი. ისინი ძალზე მოსახერხებელია ტურისტებისთვის. ტურისტული ავტობუსები მუშაობენ Hop-On Hop-Off სისტემით: ტურისტს შეუძლია ნებისმიერ გაჩერებაზე ჩამოვიდეს და ბილეთის მოქმედების პერიოდში სხვა მსგავს ავტობუსში ავიდეს და ექსკურსია განაგრძოს. მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას მათი დანიშნულების, მარშრუტებისა და მგზავრობის ღირებულების შესახებ. საექსკურსიო ავტობუსებია City Sightseeing Roma, Big Bus Roma, Green Line Tours და სხვ. ექსკურსია გემითაცაა შესაძლებელი.
შეგიძლიათ კომფორტულად დაჯდეთ კომპანიის ორსართულიან ავტობუსში, იხილოთ მარადიული ქალაქის ყველა უმთავრესი ღირსშესანიშნაობა და მოისმინოთ საინტერესო ინფორმაცია მათზე რვაენოვანი აუდიოგიდების საშუალებით.
ექსკურსიის ხანგრძლივობა 1 საათი და 30 წუთია. ავტობუსი ყოველ 10-20 წუთში ერთხელ გადის.
ბილეთების ღირებულება:
- 1-დღიანი - მოზრდილი (+16)/ბავშვი (5-15)/ოჯახური (2 მოზრდილი და 2 ბავშვი) - 26/13/65 ევრო;
- 24-საათიანი - მოზრდილი (+16)/ბავშვი (5-15)/ოჯახური (2 მოზრდილი და 2 ბავშვი) - 33/16/82 ევრო;
- 48-საათიანი - მოზრდილი/ბავშვი/ოჯახური - 39/19/97 ევრო;
- 72-საათიანი - მოზრდილი/ბავშვი/ოჯახური - 46/23/115 ევრო;
- 5 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ავტობუსში ან City-Sightseeing Rome-ის ოფიციალურ საიტზე. იქვე გაეცნობით დეტალურ უახლეს ინფორმაციას (ფასდაკლებების ჩათვლით).
ავტობუსი მოძრაობს 2 მარშრუტით:
Red route (წითელი მარშრუტი) - Termini - Santa Maria Maggiore - Colosseum - Circo Massimo - Piazza Venezia - Vaticano - Ludovisi/Spanish Steps - Piazza Barberini/Spanish Steps.
მგზავრობის ხანგრძლივობა - 106 წუთი, სიხშირე - ყოველ 14 წუთში.
ბილეთების ღირებულება:
- 24-საათიანი, Discover ticket - მოზრდილი/ბავშვი (5-15)/ოჯახური (2+2) - 34/17/85 ევრო;
- 48-საათიანი, Essential ticket - მოზრდილი/ბავშვი/ოჯახური - 42/21/105 ევრო;
- 72-საათიანი, (1-საათიანი ღამის ტურის დამატებით) Explore ticket - მოზრდილი/ბავშვი/ოჯახური - 48/24/108 ევრო.
არსებობს, აგრეთვე, Purple route (მეწამული (კატაკომბების) მარშრუტი) - Termini Railway Station - Colosseum - Caffarella Park - Catacombs & Church of San Sebastiano - Fosse Ardeatine - Baths of Caracalla - Circo Massimo.
მგზავრობის ხანგრძლივობა - 90 წუთი, სიხშირე - ყოველ 80 წუთში.
ბილეთების ღირებულება: მოზრდილი/ბავშვი (7-16) - 50/36 ევრო.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ავტობუსში ან Big Bus Rome-ის ოფიციალურ საიტზე ონლაინ რეჟიმში. იქვე გაეცნობით დეტალურ და უახლეს ინფორმაციას, ფასდაკლებების ჩათვლით.
ამ ავტობუსს აქვს 3 მარშრუტი: მწვანე (Discover Rome), ნარინჯისფერი (Around Pyramid) და ცისფერი (Explore Museums).
ექსკურსიის ხანგრძლივობა საათ-ნახევარია. ავტობუსი ყოველ 15-20 წუთში ერთხელ გადის.
ბილეთების ღირებულება:
- 1-დღიანი (დილიდან საღამომდე): მოზრდილი/ბავშვი - 24/15 ევრო;
- 24-საათიანი: მოზრდილი/ბავშვი - 29/16 ევრო;
- 48-საათიანი: მოზრდილი/ბავშვი - 34/20 ევრო;
- 72-საათიანი: მოზრდილი/ბავშვი - 39/26 ევრო;
- 6 წლამდე ბავშვებისთვის ექსკურსია უფასოა, თუ ის ადგილს არ დაიკავებს.
ბილეთების შეძენა და უახლესი დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ Green Line Tours-ის ოფიციალურ საიტზე.
ეს არის სპეციალური რესტავრირებული ტრამვაი. გათვლილია 28-38 ადამიანზე.
მარშრუტი იწყება ფლამინიოს მოედნიდან (Piazza Flaminio), გაივლის კოლოსეუმს და მთავრდება ტერმინის სადგურთან. საღამოს მარშრუტი ვახშმითა და ცოცხალი მუსიკით 3,5 საათი გრძელდება. ბილეთის ფასი 75 ევროდან იწყება.
ეს ტრამვაი XXსაუკუნის 20-იანი წლების რარიტეტია. მას რესტავრაცია ჩაუტარეს და რომის ისტორიულ ცენტრში გაუშვეს მარშრუტზე. ის ყოველდღიურად 21:00-ზე გადის Piazza di Porta Maggiore-დან და გზაში 3 საათია. ამ დროს ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ ღამის ქალაქის ხეედებით, საოცრად განათებული კოლოსეუმითა და საიმპერატორო ფორუმებით, დააგემოვნონ ლაციოს რეგიონის საუკეთესო ღვინო. იმისდა მიხედვით, თუ როგორი მუსიკა ჟღერს - საოპერო და ჯაზური - პროგრამას ეწოდება TRAMbelcanto ან TRAMjazz. პროგრამის ფასში შედის აგრეთვე ვახშამი. მგზავრობის ღირებულება 70 ევროა.
რომში ექსკურსიებს მდინარე ტიბრზე ახორციელებს კომპანია RomeBoat EXPERIENCE. გემები აპრილიდან ოქტომბრის ჩათვლით მოძრაობენ.
ტურისტებს ემსახურება აუდიოგიდი შვიდ ენაზე. თამაშდება რამდენიმე პოპულარული პროგრამა, რომლებიც ბონუსის სახით ითვალისწინებენ ღვინის დეგუსტაციას, სადილს ან ვახშამს, მუსიკალურ თანხლებას. ექსკურსიის დროს ტურისტები მდინარე ტიბრის ორივე ნაპირზე განთავსებულ ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ.
ბილეთების ღირებულებაა:
- მოზრდილებისთვის - 18 ევრო;
- 11-14 წლის ბავშვებისთვის - 12 ევრო;
- 11 წლამდე ბავშვებისთვის ექსკურსია უფასოა.
ბილეთების შეძენა და დეტალური ინფორმაციის გაცნობა შეგიძლიათ კომპანიის ოფიციალურ საიტზე.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია