თუ რომში ყოფნისას გსურთ, რომ ჭამა-სმაზე, შეძლებისდაგვარად, ცოტა დახარჯოთ და არც სიამოვნება მოიკლოთ, ყურადღებით გაეცანით ამ სტატიას. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ. ისევე, როგორც ევროპის სხვა დედაქალაქებში, რომშიც შედარებით იაფად გამოხვალთ, თუ პროდუქტს იაფფასიან სუპერმარკეტებში შეიძენთ და საჭმელს სახლში მოიმზადებთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ქუჩაშივე დანაყრდეთ. იტალიის დედაქალაქი ამის შესაძლებლობას უხვად იძლევა. მოგაწვდით ინფორმაციას, თუ სად ისაუზმებთ, ისადილებთ და ივახშმებთ იაფად რომში.
გაითვალისწინეთ, რომ ცენტრში ფასები უფრო მაღალია. უპირატესობა მიანიჭეთ იმ კაფე-რესტორნებს, სადაც ადგილობრივები დადიან - ღირსშესანიშნაობებიდან და ხალხმრავალი ადგილებიდან მოშორებით. შედით დაწესებულებებში ადგილობრივი სახელწოდებებით: ტავერნებში, პიცერიებში, ტრატორიებში (ოჯახური სამზარეულო), ოსტერიებში, პასტიჩერიებში (კაფე-საკონდიტრო).
რომში ჭამა საკმაოდ ძვირი ღირს. თუ ეკონომიის გაწევა გსურთ, გირჩევთ, მზა საჭმელი ისეთ სუპერმარკეტში იყიდოთ, როგორიცაა Lidl, Despar, Conad, Margherita, Sma, Auchan, Carrefour. ისინი მრავლადაა რომში. ყველა სუპერმარკეტში საუცხოო ხარისხის პროდუქციას შემოგთავაზებენ.
სუპერმარკეტებში ხშირად იმართება ფასდაკლების აქციები. მაღაზიებში ეძებეთ სტელაჟები, აბრით QUI. იქ აწყობენ ხორცს, თევზს, ცომეულს, წვენებს და ა.შ., რომელთაც რეალიზაციის ვადა ეწურებათ. ამიტომ მათზე 50%-იანი და მეტი ფასდაკლებაა. თუ ლუდს შეფუთვით შეიძენთ, 25%-მდე შეღავათს მიიღებთ. ყავა და სხვა სასმელი ბარის დახლთან მიირთვით (al banko) - ასე უფრო იაფი დაგიჯდებათ. ამავე მიზნით, შეგიძლიათ ისადილოთ სავაჭრო ცენტრის კაფეში.
ახლა მოგაწვდით ზოგიერთი პროდუქტის მიახლოებით ფასებს რომის სუპერმარკეტებში:
- საქონლის ხორცი (1კგ.) - 13,60 ევრო;
- ბრინჯი (1კგ.) - 2 ევრო;
- კარტოფილი (1კგ.) - 1,10 ევრო;
- ყველი (1კგ., ადგილობრივი) - 10,7ევრო;
- პომიდორი (1კგ.) - 2 ევრო;
- რძე (1ლ.) - 1,20 ევრო;
- კვერცხი (12 ცალი) - 2,8 ევრო;
- ქათმის ფილე (1კგ.) - 11 ევრო;
- პური (500გრ.) - 1,10 ევრო;
- სალათი (1ცალი.) - 1 ევრო;
- ბანანი (1კგ.) - 1,60 ევრო;
- ვაშლი (1კგ.) - 1,80 ევრო;
- ფორთოხალი (1კგ.) - 1,70 ევრო;
- წყალი (1,5ლ.) - 0,50 ევრო;
- ლუდი (ადგილობრივი, 0,5ლ.) - 1,20 ევრო;
- ლუდი (იმპორტული, 0,33ლ.) - 1,40 ევრო;
- ღვინო (1 ბოთლი, საშუალოდ) - 5 ევრო;
- სიგარეტი (1 კოლ.) - 5,20 ევრო.
მაშ, ასე: თუ ეკონომიურად გინდათ გამოხვიდეთ, საჭმელი სუპერმარკეტებში შეიძინეთ.
გაითვალისწინეთ, რომ თუ 15:00-მდე ვერ მოასწარით კაფე-რესტორნებში შესვლა, ისინი დაიკეტება და 2-3 საათი ლოდინი მოგიწევთ მათ გახსნამდე, ან სწრაფი კვების ობიექტებსა და სუპერმარკეტებს უნდა მიაკითხოთ.
ბევრ დაწესებულებას აქვს "დღის მენიუ" - "menu al giorno" - ის მხოლოდ სამუშაო დღეებშია, ისიც განსაზღვრულ საათებში, ჩვეულებრივ, 12:00-14:00 პერიოდში. სხვადასხვა რესტორანს სხვადასხვა "დღის მენიუ" აქვს. პირველ და მეორე კერძს 10 ევროდ შეიძენთ.
ლაციოსა და რომში აკრძალულია სუფრის გაწყობისა და მომსახურების საფასურის (coperto, servizio e coperto) დამატებით გადახდა. მომსახურების საფასური მენიუში უნდა შედიოდეს.
თუ საჭმელს სახლში მოიმზადებთ, დღეში კაცზე 10-12 ევრო იანგარიშეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში - მინიმუმ 20-25 ევრო.
აი, რამდენიმე ბიუჯეტური კაფე:
Pane e Salame:
მისამართი: Via Santa Maria in Via, 19. მუშაობის საათები - 12:00-22:00.
Sfiziarte — The Art of Food:
მისამართი: Via Leone IV 101. მუშაობის საათები - 08:30-20:00, პარასკევსა და შაბათს - 00:00-მდე, დასვენების დღე - კვირა.
Fuorinorma:
მისამართი: Via Dei Serpenti, 178. მუშაობს ყოველდღე: 11:30-23:30.
Bread-in:
მისამართი: Piazza di Tor Sanguigna, 9. მუშაობის საათებია 10:00-23:00, პარასკევსა და შაბათს - 02:00-მდე.
Gelateria Giolitti:
მისამართი: Via Uffici del Vicario, 40. მუშაობის საათებია 07:00-02:00.
Baguetteria del Fico:
მისამართი: Via della Fossa, 12 . მუშაობის საათებია: ორშაბათი-ხუთშაბათი - 11:00-17:00, პარასკევი-კვირა - 11:00-00:00.
Pastasciutta:
მისამართი: Via delle Grazie, 5; Piazzale Flaminio, 10. მუშაობის საათებია: 10:30-18:30/11:00-22:00.
Taverna del Seminario:
მისამართი: Via del Seminario, 105. მუშაობის საათებია: 12:00-23:15.
Alle Carrette:
მისამართი: Via della Madonna dei Monti, 95. მუშაობის საათებია: 11:30-16:00 da 19:00-00:00.
Da Tonino:
მისამართი: Via del Governo Vecchio, 18 -19. მუშაობის საათებია: 12:00-15:00 და 19:00-00:00.
სასიამოვნო დროსტარებას გისურვებთ!!!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია