უფასო ონლაინ-მეგზური გერმანიასა და ბერლინში


ბერლინის ზოოპარკი

ბერლინის ზოოპარკი 150 წელზე მეტი ხნისაა. ის დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს შორის - ზოოპარკში 1500-ზე მეტი სახეობის 20 ათასამდე ცხოველია. იქ სეირნობისას მთელი არსებით შეიგრძნობთ, რა არის ველური ბუნება. ბერლინის უძველესი ზოოპარკი ის ადგილია, სადაც ტყვეობაში მყოფ ცხოველებს ცოტა შურის თვალითაც კი შეხედავთ - უზარმაზარი მწვანე მდელოები, კომფორტული ვოლიერები, აუზები, რომლებშიც წყალი გრაფიკით იცვლება, დაბალანსებული რაციონი, თანაც ყველა არსებას სიყვარულითა და ტრადიციული გერმანული პედანტურობით უვლიან.


ბერლინის ზოოპარკის შესასვლელი უჩვეულოდაა გაფორმებული: მთავარ ჭიშკარს 27-ტონიანი ქვის სპილოები ამშვენებენ. XIX საუკუნის ამ არქიტექტურულ კომპოზიციას "ელეფანტერონი" ჰქვია.



ბერლინის ზოოპარკს ყოველწლიურად 2,5 მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს. ის თემატურ ზონებადაა დაყოფილი. მასში უკეთ გასარკვევად შემოგთავაზებთ ზოოპარკის გეგმას:



ზოოპარკში ბინადრობენ როგორც იშვიათი, ისე გადაშენების პირას მისული ცხოველები და ფრინველები.


ბერლინის ზოოპარკში მოწყობილია უზარმაზარი პანორამული აკვარიუმი, სადაც საკუთარი თვალით იხილავთ, როგორ ცხოვრობენ ზღვებისა და ოკეანეების ცხოველები.




ბერლინის ზოოპარკი ერთ-ერთი იშვიათი ადგილია ჩვენს პლანეტაზე, სადაც ცხოველები არა მხოლოდ ბედნიერად ცხოვრობენ, არამედ კიდეც მრავლდებიან.


ბერლინის ზოოპარკი აბსოლუტური ჩემპიონია - მსოფლიოს ვერცერთ ქვეყანაში ვერ ნახავთ ფაუნის ამდენ წარმომადგენელს.


აღსანიშნავია, რომ ზოოპარკში ბავშვებისთვის სპეციალური ზონებია მოწყობილი, სადაც პატარებს შეუძლიათ გაერთონ, უწყინარი სახეობების ცხოველებს ახლოდან დააკვირდნენ და საჭმელიც მიაწოდონ.


ზოოპარკზე შთაბეჭდილების შესაქმნელად შემოგთავაზებთ რამდენიმე სურათს:









ბილეთების ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის - ზოოპარკი - 17,50 ევრო, ზოოპარკი და აკვარიუმი - 23,50 ევრო;

- 4-15 წლის ბავშვებისთვის - ზოოპარკი - 9 ევრო, ზოოპარკი და აკვარიუმი - 12 ევრო.

- სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის - ზოოპარკი - 12 ევრო, ზოოპარკი და აკვარიუმი - 17 ევრო.


ბერლინის ზოოპარკი ღიაა დილის 9 საათიდან.


ბერლინის ზოოპარკის მისამართია: Hardenbergplatz 8.


ბერლინის ზოოპარკამდე მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს U2, U9, U12 ხაზით - გაჩერება Zoologischer Garten, U1, U9 ხაზით - გაჩერება Kurfürstendamm;

- S-Bahn-ით: S3, S5, S7, S9 - გაჩერება Zoologischer Garten.


დეტალების დასაზუსტებლად, ბილეთების შესაძენად და დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: www.zoo-berlin.de/en.










© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!