უფასო ონლაინ-მეგზური გერმანიასა და ბერლინში


 ბერლინის დათვალიერება 3 დღეში

ბერლინი ისე მდიდარია არქიტექტურული ძეგლებითა და ღირსშესანიშნაობებით, რომ მისი ერთ დღეში დათვალიერება, პრაქტიკულად შეუძლებელია. თუ ამისთვის ორი დღე გაქვთ, ამ ამოცანის დაძლევას ასე თუ ისე მოახერხებთ. მაგრამ თუ გერმანიის დედაქალაქს სამი დღით ესტუმრეთ, შეგიძლიათ შვებით ამოისუნთქოთ და არ ინერვიულოთ. ყურადღებით გადაავლეთ თვალი ბერლინის გაცნობის მარშრუტებს - ბერლინი 1 დღეში და ბერლინი 2 დღეში, დაფიქრდით, ყველაფერი აწონ-დაწონეთ. შეგიძლიათ რომელიმე ღირსშესანიშნაობას მეტი დრო დაუთმოთ, ზოგი ამოაგდოთ, სასეირნოდ პარკებს ეწვიოთ, გაისეირნოთ, მაღაზიებში შეიაროთ. მე ბერლინის 3 დღეში დათვალიერების ერთ-ერთ ვარიანტს შემოგთავაზებთ.


სტატიის შინაარსი


1. ბერლინი - დღე პირველი

2. ბერლინი - დღე მეორე

3. ბერლინი - დღე მესამე


1. ბერლინი - დღე პირველი


მაშ, ასე, პირველ დღეს გავდივართ შემდეგ მარშრუტს: ალექსანდერპლაცი - მუზეუმების კუნძული - ბერლინის საკათედრო ტაძარი - ჟანდარმენმარკტი - "ჩეკპოინტი ჩარლი" - ბრანდენბურგის კარიბჭე - რაიხსტაგი - დიდი ტირგარტენის პარკი - ბერლინის ზოოპარკი - სავაჭრო ცენტრი KaDeWe - კაიზერ ვილჰელმის ეკლესია - კუდამის ბულვარი.


დეტალურად, რას მოიცავს მარშრუტი ბერლინი 1 დღეში.



2. ბერლინი - დღე მეორე


ბერლინში მეორე დღის მარშრუტად ავირჩიეთ: უნტერ-დენ-ლინდენის ქუჩა - ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი - ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალი - ობერბაუმბრიკეს ხიდი - წმინდა ნიკოლოზის ეკლესია - შარლოტენბურგის სასახლე.



დეტალურად, რას მოიცავს მარშრუტი ბერლინი 2 დღეში.


3. ბერლინი - დღე მესამე


გთავაზობთ, მესამე დღეს "მსოფლიოს ბაღები" დავათვალიეროთ მარცანის პარკში. "მსოფლიოს ბაღები" ბერლინის ძალზე ლამაზი და უჩვეულო პარკია, რომელსაც ტურისტები დაუმსახურებლად ტოვებენ უყურადღებოდ, ვინაიდან ის გერმანიის დედაქალაქის ისტორიული ცენტრიდან მოშორებით მდებარეობს. მაგრამ თუ "ქვის ჯუნგლებისგან" დასვენება და თვალწარმტაც ადგილას გასეირნება გსურთ, სწორედ "მსოფლიოს ბაღებს" უნდა მიაკითხოთ.


"მსოფლიოს ბაღები" (Gärten der Welt) ბერლინის მარცან-ჰელერსდორფის რაიონში მდებარეობს. იქ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის პარკებსა და ბაღებს იხილავთ.ერთ-ერთი პირველია დიდი ჩინური ბაღი. მასში სამი ტრადიციული ჩინური ფერი სჭარბობს - თეთრი, ნაცრისფერი და წითელი.




შემდეგია იაპონური ბაღი. ის სამი ნაწილისგან შედგება, რაც წარსულს, აწმყოსა და მომავალს განასახიერებს.




"მსოფლიოს ბაღებში" შედის, აგრეთვე, კორეული ბაღი: აღმოსავლური, ბალის (ინდონეზია), აღმოსავლური, კორეული, იტალიური, ქრისტიანული ბაღები და ლაბირინთები.



აღმოსავლური ბაღი:



ბალის (ინდონეზია) ბაღი:



იტალიური ბაღი:



ქრისტიანული ბაღი:



ლაბირინთები:



პარკში კიდევ ბევრი საინტერესო და ლამაზი ადგილია.


ბილეთების ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის - 7 ევრო, ფუნიკულიორთან ერთად - 10 ევრო;

- 5 წლამდე ბავშვებისთვის შესვლა უფასოა.


მარცანის პარკის მისამართია: Blumberger Damm 44, 12685 Berlin. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U5 ხაზით, გაჩერება Kienberg — Gärten der Welt, ან ელექტრომატარებლით S7, გაჩერებამდე Mehrower Allee, შემდეგ კი ავტობუსით X69, გაჩერებამდე Blumberger Damm/Gärten der Welt.


სილამაზით დატკბობის შემდეგ დაბრუნდით ქალაქის ისტორიულ ცენტრში და დარჩენილი დრო შოპინგს დაუთმეთ. დასახმარებლად იხილეთ შოპინგი ბერლინში.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!