უფასო ონლაინ-მეგზური გერმანიასა და ბერლინში


 შოპინგი ბერლინში

უკვე დიდი ხანია, რაც ბერლინი მილანისა და პარიზის ღირსეული ალტერნატივაა შოპინგის კუთხით. ტურისტებს აქ იზიდავს ბრენდების სიმრავლე, დაწყებული ბიუჯეტურიდან, დამთავრებული ლუქსის კლასით, აგრეთვე შედარებით დაბალი ფასები, განსაკუთრებით ფასდაკლებების პერიოდში. ბერლინის მთავარი მახასიათებელი, რის გამოც ეს ქალაქი მთელი მსოფლიოს მოდის მოყვარულებს უყვართ, დიზაინია. ბერლინში ბევრია პატარ-პატარა დიზაინერული მაღაზიები, სადაც ორიგინალური საქონლის შეძენა შეიძლება. მათ ხშირად ერთადერთი ეგზემპლარის სახით ამზადებენ. ბერლინში ყველაფერი ხარისხიანია, იქნება ეს მამაკაცის ფეხსაცმელი, ავტომობილი თუ შოკოლადი.


ახლა ჩამოგითვლით სავაჭრო ცენტრებსა და მაღაზიებს, რომლებსაც აუცილებლად უნდა ეწვიოთ, თუ შოპინგი გიყვართ.


სავაჭრო ცენტრი KaDaWe:



ექვსსართულიან შენობაში უამრავი მაღაზიაა, მათ შორის ცნობილი ბრენდები, როგორიცაა Louis Vuitton, Prada, Chanel, Lauren, Versace, Burberry, L’Oreal, Maybelline, Max Factor, Chanel და სხვ. ცენტრში არის დიდი გასტრონომიული განყოფილებაც, აგრეთვე კაფე-რესტორნები და სწრაფი კვების ობიექტები.


KaDaWe-ს მისამართია: Tauentzienstr. 21-24. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U1, U2, U3 ხაზებით, გაჩერება Wittenbergplatz.


სავაჭრო ცენტრი Postdamer Platz Arkaden:



სამ სართულზე 133 მაღაზიაა განთავსებული, მათ შორის Deichmann, Tom Tailor, Philipp Plein, Hugo Boss, Karl Lagerfeld, Benetton, Giorgio Armani, New Yorker, New Balance, Modern Line და სხვ.


Postdamer Platz Arkaden-ის მისამართია: Alte Potsdamer Strasse 7. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U2 ხაზით, გაჩერება Potsdamer Platz ან Mendelssohn-Bartholdy-Park.


სავაჭრო ცენტრი Galeries Lafayette:



ამ ფრანგულ სავაჭრო ცენტრში იმდენი მაღაზიაა, რომ მათი დასახელება შორს წაგვიყვანდა. თუმცა გეტყვით, რომ სიიაფეს არ ელოდოთ.


Galeries Lafayette-ის მისამართია: Friedrichstraße 76-78. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U6 ხაზით, გაჩერება Französische Straße ან U2 ხაზით, გაჩერება Stadtmitte.


სავაჭრო ცენტრი Departmentstore Quartier 206:



შენობის პროექტის ავტორია მინგ პეი, სწორედ ის, ვინც ლუვრის შუშის პირამიდები შექმნა. ცენტრში მრავალი ვარსკვლავური ბრენდია, როგორიცაა Victoria Beckham, Dolce & Gabbana, Tom Ford, Calvin Klein, Prada, Miu Miu, Oscar de la Renta, Manolo Bahnik, Marc Jacobs და სხვ.


სავაჭრო ცენტრის მისამართია: Friedrichstraße 71, 10117 Berlin. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U6 ხაზით, გაჩერება U Mohrenstr.


სავაჭრო ცენტრი Mall of Berlin:



ეს ახალი ცენტრია. ის 2014 წლიდან ფუნქციონირებს. მასში ყველაფერია სრულყოფილი და სასიამოვნო შოპინგისთვის: ცნობილი ბრენდები მაღალი ხარისხის ქალის, მამაკაცისა და ბავშვის ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით, პარფიუმერიით, კოსმეტიკითა და ა.შ.


სავაჭრო ცენტრის მისამართია: Leipziger Platz, 12. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U2 ხაზით, გაჩერება Postdamer Platz.


სავაჭრო ცენტრი Designer Outlet Berlin Wustermark:



ეს ბერლინის ყველაზე ცნობილი აუთლეტია. მასში დიდი ფასდაკლებით შეგიძლიათ შეიძინოთ წინა წლების კოლექციების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და სხვ. ისეთი ფირმებისგან, როგორიცაა Eskada, Diesel, Bogner, Hugo Boss, Calvin Klein Jeans, Bruno Banani, Lacoste, Replay, Tom Tailor, Fossil, Salamander, Geox, Hogl, Samsonite.


სავაჭრო ცენტრის მისამართია: Wustermark, 14641, Alter Spandauer Weg 1. პარასკევს და შაბათს მისასვლელად ისარგებლეთ "შატლის" უფასო ავტობუსით, რომელიც ბერლინის ცენტრიდან, გაჩერებიდან Kurfürstendamm (Hard Rock Café-თან) 09:00-სა და 13:00-ზე გადის და უკან 14:00-სა და 19:00-ზე ბრუნდება. ადგილი წინასწარ უნდა დაჯავშნოთ ოფიციალურ საიტზე bvb.net/en/designer-outlet-shuttle-berlin/. არსებობს მეორე გზაც - ჩაჯდეთ რეგიონალურ მატარებელში RE4 ბერლინის ერთ-ერთ სადგურში: Südkreuz, Potsdamer Platz, Hauptbahnhof, Jungfernheide, Spandau მიმართულებით Rathenow, ჩახვიდეთ ქალაქ ელსტალის სადგურში Bahnhof Elstal და გადაჯდეთ ავტობუსში №662 ან №668 გაჩერებამდე Designer Outlet. ეკონომიისთვის გირჩევთ შეიძინოთ 2-საათიანი სამგზავრო ბილეთი Berlin ABC. ის ორივე ტრანსპორტში გამოგადგებათ.


სავაჭრო ცენტრი TK Maxx Outlet:



ბერლინში ამ ფირმის 14 მაღაზიაა. მათში შეხვდებით ისეთ ბრენდებს, როგორიცაა Dior, Lacoste, Jil Sander, Stefanel, Puma, Levi’s, Mexx, Pull&Bear, Marks&Spencer, Zara. ზოგჯერ ფასდაკლება 80 პროცენტს აღწევს.


ერთ-ერთი მთავარი ფილიალი ალექსანდერპლაცზე მდებარეობს. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U2, U5, U8 ხაზით, გაჩერება U Alexanderplatz.


სავაჭრო ცენტრი "ალექსა" (Alexa):



ეს ბერლინის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სავაჭრო ცენტრია. მას ყოველწლიურად მილიონზე მეტი ადამიანი სტუმრობს.


სავაჭრო ცენტრის მისამართია: Grunerstraße 20. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U2, U5, U8 ხაზით, გაჩერება U Alexanderplatz.


სავაჭრო ცენტრი "გალერეა კაუფჰოფი" (Galeria Kaufhof):



სავაჭრო ცენტრის მისამართია: Alexanderplatz 9. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U2, U5, U8 ხაზით, გაჩერება U Alexanderplatz.


სავაჭრო ცენტრი "დი მიტტე" (De Mitte):



ამ 6-სართულიან სავაჭრო ცენტრში ისეთი ცნობილი ბრენდებია განთავსებული, როგორიცაა New Yorker, dm, Esprit, edc by Esprit, Steilmann, Promod, E-Plus და სხვ.


სავაჭრო ცენტრის მისამართია: Alexanderplatz 3, 10178, Berlin. მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U2, U5, U8 ხაზით, გაჩერება U Alexanderplatz.


ვფიქრობ, საკმაოდ ბევრ მაღაზიაზე მოგაწოდეთ ინფორმაცია.


წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!!!











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!