უფასო ონლაინ-მეგზური პრაღაში


 ნოვე მესტო - ახალი ძველი ქალაქი

ნოვე მესტო პრაღაში - ჩეხეთის დედაქალაქის ისტორიული რაიონია, რომელიც შუა საუკუნეებში გაშენდა. ის ტურისტებს სილამაზითა და მასშტაბურობით აკვირვებს. თავისი ასაკის მიუხედავად, თავდაპირველად ის ცალკე ქალაქი იყო. თუმცა მისი მშენებლობა საბოლოოდ მხოლოდ მე-19 საუკუნეში დასრულდა. შეცდომაში არ შეგიყვანოთ სახელწოდებამ "ნოვე მესტო", ანუ "ახალი ქალაქი". მის გაგონებაზე შეიძლება იფიქროთ, რომ ეს თანამედროვე განვითარებული რაიონია, მაგრამ გეტყვით, რომ ამ ადგილს ეს სახელი ჯერ კიდევ 1348 წელს მიენიჭა, როდესაც კარლ IV-მ ძველი დასახლების ადგილას ახალ ქალაქს ჩაუყარა საფუძველი.


ნოვე მესტო სტარე მესტოს (ძველ ქალაქს) და ვიშეგრადს ესაზღვრება. ლეგენდის თანახმად, კარლ IV-მ ასტროლოგებისგან მოსალოდნელი საფრთხის შესახებ შეიტყო - რომ მალა სტრანასა და სტარე მესტოს დასახლებებს ცეცხლითა და წყლით განადგურება ელოდა. ბედისწერის შესაცვლელად და კატასტროფის თავიდან ასაცილებლად კარლ IV-მ ბრძანა ნოვე მესტო აეშენებინათ, რომელიც სტარე მესტოსა და ვიშეგრადს გააერთიანებდა და პრაღის პრესტიჟსაც გაზრდიდა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ჩვენს დროში ნოვე მესტოს დაახლოებით 3,5 კვადრატული კილომეტრი ფართობი უჭირავს. აქ პრაღის მრავალი ტურისტული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს. ერთ-ერთია ვაცლავის მოედანი (ვაცლავაკი) - რაიონის ცენტრი, სადაც ხშირად იმართება ფესტივალები და გამოფენები, აგრეთვე დემონსტაციები და მიტინგები. ერთი სიტყვით, ეს ქალაქის ცხოვრების ცენტრია და აქ ხშირად ატარებენ დროს არ მხოლოდ ტურისტები, არამედ პრაღელებიც.



ვაცლავის მოედანზე გამოვყოფთ ნეორენესანსის სტილის ნაციონალურ მუზეუმს.



1818 წელს დაარსებული მუზეუმის კედლებში ფერწერასთან, ეთნოგრაფიასთან, არქიტექტურასთან, მუსიკასთან, არქეოლოგიასა და ისტორიასთან დაკავშირებული უამრავი ექსპონატი ინახება. მუზეუმი შიგნიდან სასახლე გეგონებათ.




მუზეუმში იხილავთ ძვირფას ქვებს - ოქროს, ალმასს, აგატს, ოპალსა და სხვას.



ვაცლავის მოედნის მეორე უმნიშვნელოვანესი ღირსშესანიშნაობაა ცხენზე ამხედრებული წმინდა ვაცლავის ქანდაკება.



ქანდაკება 1912 წელს დადგეს. ამ კომპოზიციაში ჩეხეთის სხვა მფარველებიც არიან გამოსახულნი.


თითქმის ყოველი სახლის ფასადი, რომელიც მოედანს გადაჰყურებს, არქიტექტურული ძეგლია.


ნოვე მესტოს რაიონს ეკუთვნის, აგრეთვე, კარლოვის მოედანი, რომელზეც ნოვომესტსკის რატუშაა აღმართული:



კოშკის თავზე, 70 მეტრ სიმაღლეზე, მოთავსებულია გადმოსახედი მოედანი. რატუშის შენობაში იმართება გამოფენები, კონცერტები, კონფერენციები და ქორწინების პროცედურებიც კი. შესვლა ფასიანია.


კარლოვის მოედანზე მდებარეობს, აგრეთვე, ჩეხეთის ტექნიკური უნივერსიტეტი და ფაუსტის სახლი.



ფაუსტის სახლმა სახელი იმით გაითქვა, რომ, ლეგენდის თანახმად, აქ ცხოვრობდა მეცნიერი და ჯადოქარი იოჰან ფაუსტი, რომელმაც მეფისტოფელთან გააფორმა ხელშეკრულება. სხვა ლეგენდები გვამცნობენ, რომ აქ ალქიმიკოსები და ვარსკვლავთმრიცხველები ცხოვრობდნენ, აგრეთვე, მღვდელი, რომელსაც კუბოში ეძინა.


ამავე მოედანზე დგას წმინდა იგნატი ლოიოლას ეკლესია.



აუცილებლად გაისეირნეთ ქუჩაზე "ნა პრშიკოპე" (Na příkopĕ),



მოინახულეთ პრაღის ეროვნული თეატრი



და სახელგანთქმული "მოცეკვავე" სახლი რაშინოვოს სანაპიროზე. შორიდან გეგონებათ, რომ შენობა მოძრაობს.



1994-1996 წლებში დეკონსტრუქტივიზმის სტილში აგებული ამ სახლის აშენების იდეა მოცეკვავე წყვილის გამოსახვა იყო: ამაყად მდგომი მამაკაცისა და მასზე მიყრდნობილი ქალის. ამ ნაგებობას "ჯინჯერსა და ფრედს" უწოდებენ, ჰოლივუდის ცნობილი მსახიობებისა და მოცეკვავეების ჯინჯერ როჯერსისა და ფრედ ასტერის პატივსაცემად. სახლის სახურავზე სწორედ ამ სახელწოდების რესტორანია გახსნილი გადმოსახედი ტერასით.


"მოცეკვავე" სახლთან მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს B ყვითელი ხაზით, გაჩერებამდე Karlovo náměstí (ჩამოსვლის შემდეგ სანაპიროს გასწვრივ ფეხით 300 მეტრის გავლა მოგიწევთ), ან ავტობუსით №176, 904, 910 და ტრამვაით №1, 11, 13, 17, 25 გაჩერებამდე Jiráskovo náměstí.


ნოვე მესტოს რაიონის სხვადასხვა ნაწილში მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს A მწვანე ხაზით, გაჩერებამდე Muzeum ან Mustek(უახლოესი გაჩერებები ვაცლავის მოედნამდე), მეტროს B ყვითელი ხაზით, გაჩერებამდე Florenc, Namestti republiky, Mustek, Narodni trida, Karlovo namesti, მეტროს C წითელი ხაზით, გაჩერებამდე Florenc, Hlavni nadrazi, Muzeum, I. P. Pavlovaან ავტობუსით №176, 904, 910 და ტრამვაით №1, 11, 13, 17, 25 გაჩერებამდე Jiráskovo náměstí.













© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!