უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 ბუდაპეშტის ყველაზე უჩვეულო ტრამვაი

ბუდაპეშტის კბილა ტრამვაი უნგრეთის დედაქალაქის ყველა სხვა ტრამვაისგან გამოირჩევა. მას 60 ნომერი აწერია. განსაკუთრებულობა ისაა, რომ ორ ჩვეულებრივ გლუვ რელსს შორის მესამეა მოთავსებული - დაკბილული. სწორედ ამით აიხსნება მისი სახელწოდება. ალბათ, ხვდებით, რისთვისაა საჭირო შუა რელსი - აღმართის დასაძლევად და დაღმართში შემადგენლობის შესაკავებლად. ტრამვაის კბილა ბორბალი აქვს, რომლის კბილიც რელსის კბილში ჯდება და დამატებითი საყრდენი იქმნება.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





დაკბილულ რკინიგზის ლიანდაგებს მთაგორიან ადგილებში აგებენ. მსოფლიოში ყველაზე ციცაბო დაკბილული რკინიგზა შვეიცარიაშია, ქალაქ ლუცერნის მახლობლად. ის 1889 წლიდან ფუნქციონირებს. მისი მაქსიმალური დახრა 48 გრადუსია.


ბუდაპეშტში კბილა ტრამვაი საზოგადოებრივი ტრანსპორტის როლს ასრულებს. მოდი, ახლოდან ვნახოთ მისი მოქმედების პრინციპი.



კბილა ტრამვაი ჩვეულებრივზე უფრო განიერია. ვაგონები მაუწყებლობის თანამედროვე სისტემებითაა აღჭურვილი. ცენტრში კომპოსტერია ბილეთების გასააქტიურებლად. მარშრუტი გრძელი არ არის - ერთ მხარეს მგზავრობას 25 წუთი სჭირდება.



ჩაჯექით კბილა ტრამვაიში და ისიამოვნეთ მგზავრობით, ლამაზი ხედებით. მარშრუტი ვაროშმაიორიდან სეჩენის ბორცვამდე მიდის. მას თავისი განრიგი აქვს, რომელიც ყოველ სადგურზეა გამოკრული.



კბილა ტრამვაის მუშაობის საათებია 5:00 - 23:00.


მგზავრობის ღირებულება: ტრამვაი ბუდაპეშტის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას ეკუთვნის. ამიტომ მგზავრობის ღირებულება 350 ფორინტია. ბილეთის შეძენა გაჩერებაზე შეგიძლიათ.


ვაროშმაიორამდე მისასვლელად ისარგებლეთ:

- მეტროთი: წითელი M2 ხაზი, გაჩერება Széll Kálmán tér.

- ავტობუსით: №22, 22A, 39, 91, 116, 128, 129, 149, 155, 156, 222.

- ტრამვაით: №4, 6, გაჩერება Széll Kálmán tér. ეს მათი ბოლო გაჩერებაა.








© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!