უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 ბუდაპეშტის არაჩვეულებრივი ციხეკოშკი

1896 წელს უნგრეთის ათასწლოვან იუბილესთან დაკავშირებით ხისგან, ფირფიცრებისა და პაპიემაშესგან მთელი ანსამბლი შეიქმნა, რომელიც 21 შენობას შეიცავდა. მასში ქვეყნის წარსული იყო ასახული. საზეიმო ღონისძიების დასრულების შემდეგ პავილიონი დაშალეს, მაგრამ ის ისე მოეწონათ დედაქალაქელებს, რომ 1904 წელს გადაწყდა, მსგავსი რამე ქვისგან აეგოთ იმავე ადგილას. პროექტის ავტორი იგნასიო ალპარა გახდა. მის პატივსაცემად ქანდაკება დგას კოშკის წინ. ვაიდაჰუნიადის ციხეკოშკი ვაროშლიგეტის პარკის ნამდვილი მშვენებაა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ჰუნიადების გვარმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უნგრეთის ისტორიაში. ამ დინასტიის წარმომადგენლები თავისი სამშობლოს ღირსეული შვილები იყვნენ.


შენობაში ერთმანეთს ჰარმონიულად ერწყმის გოტიკა, ბაროკო, რენესანსი, რომანული სტილი, რაც მნახველში მხოლოდ დადებით ემოციებს იწვევს.


ციხეკოშკი, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეთა მსგავსად, თხრილითაა გარშემორტყმული, და მასში მოსახვედრად ხიდზე გადასვლაა საჭირო.



ერთხელაც გავუსვათ ხაზი, რომ ვაიდაჰუნიადის ციხეკოშკი 1908 წელს ააგეს, არადა, რამდენიმე საუკუნის წინანდელი შენობა გეგონებათ. ამჟამად მასში სასოფლო-სამეურნეო მუზეუმია გახსნილი.





ციხეკოშკი მნიშვნელოვნად დააზიანა დაბომბვებმა მეორე მსოფლიო ომის დროს. სერიოზული ზიანი მიადგა მას 1956 წლის აჯანყების შედეგადაც. XX საუკუნის 90-იან წლებში ნაგებობებს სრული რესტავრაცია ჩაუტარდა.



ჭიშკრიდან ხელმარცხნივ სამლოცველოა, რომელიც ერთი ერთზე ჰგავს ავსტრიის საზღვარზე მდებარე ქალაქ იაკის XIII საუკუნის ეკლესიას. მას ხშირად სტუმრობენ ახალდაქორწინებულები. ასეთ დროს განსაკუთრებით მძაფრად შეიგრძნობთ მადიარების ეროვნულ კოლორიტს.



ეკლესიაზე იესო და 12 მოციქულია გამოსახული. სიმბოლურ ფასად, 100 ფორინტად, შიგნით შესვლას შეძლებთ. შესასვლელთან ორი ლომის ქანდაკებაა, რომლებიც იქაურობას თითქოს სიმბოლურად იცავენ.



კომპლექსის უმთავრესი ელემენტი სასახლეა, რომელიც გვიანდელი აღორძინების ხანაში პოპულარულ ბაროკოს სტილშია აგებული. როგორც უკვე ვთქვით, მასში სოფლის მეურნეობის მუზეუმია გახსნილი. შესასვლელი ბილეთის ფასი მოზრდილებისთვის 1600 ფორინტია, სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის - 800 ფორინტი.







ვაიდაჰუნიადის ციხეკოშკთან მისასვლელად ისარგებლეთ:

- მეტროთი: ყვითელი M1 ხაზი, გაჩერება Hõsök tere ან Széchenyi fürdő.

- ტროლეიბუსით: №72, გაჩერება Állatkert ან Széchenyi fürdő M; №74, გაჩერება Bethesda útca.

- ტრამვაით: №1, გაჩერება Bécsi út / Vörösvári út.







© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!