გაგაცნობთ, რა ღირს პროდუქტი ბუდაპეშტში. თუ გაინტერესებთ, რა ფასი აქვს იმავე პროდუქტს უნგრეთის საკურორტო ზონებში, ამ თანხას 10-50% დაუმატეთ. ღირებულება ფორინტებშია მოყვანილი, ვინაიდან უნგრეთში, ძირითადად, ფორინტებით ვაჭრობენ. კარგი იქნება, თუ წინამდებარე სტატიის წაკითხვამდე გაეცნობით უნგრეთის ვალუტას. არა მგონია, რომ ფორინტების ლარში გადაყვანა გაგიჭირდეთ. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთი პროდუქტის ფასი სეზონურად იცვლება.
პირველ ყოვლისა, უნდა გადაწყვიტოთ, რა გიჯობთ: საჭმლის შინ მომზადება (ცხადია, თუ ბინაში ამის შესაძლებლობა გაქვთ) თუ რესტორანში ან კაფეში წასვლა.
მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთში საკვებ პროდუქტებზე საფრანგეთსა და იტალიაზე დაბალი ფასებია, გირჩევნიათ, ვახშამი შინ მოამზადოთ, მაგრამ არც უნგრული სამზარეულო დაივიწყოთ. ერთი ვახშამი რესტორანში შესაძლოა 10000 ფორინტიც კი დაგიჯდეთ. თქვენი გადასაწყვეტია, შეიძენთ თუ არა პროდუქტს ბუდაპეშტის ცენტრალურ ბაზარში ან ისეთ სუპერმარკეტებში, როგორიცაა Spar, Tesko, Lidl, Penny, CBA, Aldi.
ახლა შემოგთავაზებთ პროდუქტების მიახლოებით ფასებს ბუდაპეშტში:
- სალიამი - 1კგ. - 2200 ფორინტი;
- ლორი (combsonka) - 1კგ. - 1990 ფორინტი;
- ლორი ინდაურის ხორცის - 1კგ. - 2000-2500 ფორინტი;
- ქათმის ფილე (შეფუთ.) - 500გრ. - 800-1000 ფორინტი;
- ინდაურის ფილე (შეფუთ.) - 450გრ. - 450-850 ფორინტი;
- ღორის ხორცი - 1კგ. - 1660 ფორინტი;
- რძე - 1ლ. - 199 ფორინტი;
- არაჟანი - 500 გრ. - 325 ფორინტი;
- ხაჭო - 450გრ. - 300 ფორინტი;
- კეფირი - 1ლ. - 179 ფორინტი;
- კარაქი (ნაღების) - 100გრ. - 240-300 ფორინტი;
- გახეხილი ყველი - 350გრ. - 489 ფორინტი;
- მაიონეზი - 600გრ. - 259 ფორინტი;
- კვერცხი - 10ც. - 399 ფორინტი;
- შაქარი - 1კგ. - 245 ფორინტი;
- კიტრი - 1კგ. - 500 ფორინტი;
- ხახვი - 1კგ. - 299 ფორინტი;
- წითელი წიწაკა (ტკბილი) - 1კგ. - 999 ფორინტი;
- ბანანი - 1კგ. - 430 ფორინტი;
- მარწყვი - 500გრ. - 499 ფორინტი;
- საზამთრო - 200-300 ფორინტი;
- პური - 300გრ. - 179 ფორინტი;
- პური (ჭვავის) - 400გრ. - 159 ფორინტი;
- ფრანგული ბაგეტი - 110გრ. - 119 ფორინტი;
- მინიკრუასანი - 70-120 ფორინტი;
- მინიპიცა ბეკონით - 116გრ. - 438 ფორინტი;
- შოკოლადის ნამცხვარი - 200გრ. - 249 ფორინტი;
- ლუდი (ადგილობრივი) - 1 ქილა - 180-250 ფორინტი;
- ღვინო (ადგილობრივი) - 1 ბოთლი - 300 ფორინტიდან.
გაითვალისწინეთ, რომ პატარ-პატარა მაღაზიები მეტროს შესასვლელებთანაცაა განთავსებული, სადაც ძალზე მისაღები ფასებია.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია