უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 ბუდაპეშტის საბანაო-პლაჟი "პალატინუსი"

ბუდაპეშტში მრავალი საბანაოა, მათ შორის კლასიკური, როგორიცაა სეჩენი, გელერტი, რუდაში, ლუკაჩი და სხვა. იმავდროულად, არის ეგრეთ წოდებული ღია საბანაოები, უფრო სწორად, ღია საცურაო კომპლექსები. პალატინუსიც ასეთია. მაგრამ მას ხშირად, უბრალოდ, პლაჟს უწოდებენ - პალატინუსის პლაჟს. როცა ცხელა, პალატინუსზე უკეთეს ადგილს ძნელად თუ მიაგნებს კაცი. კუნძულ მარგიტზე მდებარე ეს პლაჟი დიდი პოპულარობით სარგებლობს როგორც ადგილობრივებს, ისე ტურისტებს შორის.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





პალატინუსის საბანაო ბუდაპეშტში 1919 წელს გაიხსნა. მას რამდენჯერმე ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. ამჟამად მისი 11 აუზი დაახლოებით რვა ათას კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული. თერმული წყალი მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, ნატრიუმწყალბადის კარბონატით. მასში დაბალია მარილის კონცენტრაცია.


აუზებს შორის შედის: ხელოვნურტალღიანი, ორი თერმული, "მარგიტი", ორი საბავშვო, ორი საცურაო, გასართობი. აქ არის სპორტული მოედნები, ოთხი მხიარული დასაშვები მოწყობილობა, საუნა, მრავალი კაფე, ტუალეტი, საშხაპე, გასარუჯი ადგილი.




სხვადასხვა აუზში სხვადასხვა ტემპერატურაა.


მუშაობს ყოველდღე დილის 9 საათიდან. დაკეტვის დრო - სეზონების მიხედვით.


სეზონის დროს ბილეთის ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის - სამუშაო დღეებში - 2900 ფორინტი, შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე - 3400 ფორინტი;

- 3-14 წლის ბავშვებისთვის, სტუდენტებისა და პენსიონერებისთვის, შესაბამისად, 2100 და 2300 ფორინტი;


ბილეთის ღირებულება სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული. დეტალური და უახლესი ინფორმაციის მისაღებად გირჩევთ, ეწვიოთ ოფიციალურ საიტს: https://en.palatinusstrand.hu/ და ინფორმაციას დეტალურად გაეცნოთ.


მისამართი: Palatinus Strandfürdő, H-1138 Budapest, Margitsziget.


პალატინუსამდე მისასვლელად ისარგებლეთ:

- ავტობუსით: №26, 226, გაჩერება Palatinus fürdő.









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!