თუკი გსურთ, ბუდაპეშტის ძირითად ღირსშესანიშნაობებს გაეცნოთ და ამაზე ძალზე ცოტა დრო დახარჯოთ, ჯიბეში კი ფული გიჩხრიალებთ (ბევრი არ დაგჭირდებათ), შეგიძლიათ, ექსკურსიაზე ავტობუსით გაემართოთ. ეს ვარიანტი მაშინ არის ოპტიმალური, როცა თავისუფალი დრო ცოტა გაქვთ, არადა, გინდათ, ქალაქზე წარმოდგენა შეგექმნათ. ეს მაშინაც გაწყობთ, თუ ბავშვებთან ერთად ხართ - ისინი არ დაიღლებიან, რადგან ფეხით დიდხანს სიარული არ მოუწევთ. ამისთვის ისარგებლეთ ტურისტული ავტობუსით HOP ON HOP OFF.
გაგაცნობთ ორი კომპანიის ავტობუსებს, რომლებიც Hop On Hop Off სისტემით მუშაობენ. შეგახსენებთ, რომ შეგიძლიათ ნებისმიერ გაჩერებაზე ჩაჯდეთ ასეთ ავტობუსში, ნებისმიერ გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ და მომდევნო მსგავსი ავტობუსით განაგრძოთ მგზავრობა. ექსკურსიები ეწყობა დიდი ორსართულიანი ავტობუსებით, რომელთა ზედა მოედანი ზაფხულობით ღიაა. უსახურავო ავტობუსით ბუდაპეშტში გასეირნება არაჩვეულებრივი სიამოვნებაა როგორც ბავშვებისთვის, ისე უფროსებისთვის. ეს ექსკურსიები კარგი იმითაც არის, რომ დროსაც დაზოგავთ და არც თავს აიტკივებთ იმაზე ფიქრით, თუ რომელ საზოგადოებრივ ტრანსპორტში ჩაჯდეთ. ავტობუსები მასაც გამოადგება, ვისაც ეზარება ქალაქის ღირსშესანიშნაობების მოძებნა და მარშრუტის დაგეგმვა.
წითელ ტურში 20 გაჩერებაა: წმინდა შტეფანის ბაზილიკა, ჯაჭვის ხიდი, იოზეფ ატილას ქუჩა (დეაკ ფერენცის მოედანი), სინაგოგა, ასტორია, ანდრაშის პროსპექტი, ოპერა, ოქტოგონი, გმირთა მოედანი, კელეტის რკინიგზის სადგური, კაფე "ნიუ-იორკი", ასტორია, ვაცის ქუჩა, გელერტის საბანაო, ციხეკოშკის ბაღი, ციხეკოშკი/ფუნიკულიორი, ბეთანიის მოედანი, მარგარეტის ხიდი, პარლამენტი.
ბილეთების ფასში შედის ყველა ძირითადი ღირსშესანიშნაობის ნახვა, აუდიოგიდი 16 ენაზე, კრუიზი მდინარე დუნაიზე, ექსკურსია ფეხით გიდის თანხლებით.
არსებობს 3 სახის ბილეთი:
- Iconic - 24-საათიანი ბილეთი. მოზრდილებისთვის(19+) - 33 ევრო, 6-18 წლის ბავშვებისა და სტუდენტებისთვის - 29,70 ევრო, 6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა;
- Essential - 48-საათიანი ბილეთი. მოზრდილებისთვის(19+) - 38 ევრო, 6-18 წლის ბავშვებისა და სტუდენტებისთვის - 34,20 ევრო, 6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა;
- Value - 72-საათიანი ბილეთი. მოზრდილებისთვის - 43 ევრო, 6-18 წლის ბავშვებისა და სტუდენტებისთვის - 38,70 ევრო, 6 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.
ავტობუსების მუშაობის განრიგი: 09:00-17:00. ინტერვალი - 15-20 წთ. ტურის ხანგრძლივობა - 90 წთ.
დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://city-sightseeing.com/en/48/budapest.
წითელ ტურში 20 გაჩერებაა: წმინდა შტეფანის ბაზილიკა, ჯაჭვის ხიდი, იოზეფ ატილას ქუჩა (დეაკ ფერენცის მოედანი), სინაგოგა, ასტორია, ანდრაშის პროსპექტი, ოპერა, ოქტოგონი, გმირთა მოედანი, კელეტის რკინიგზის სადგური, კაფე "ნიუ-იორკი", ასტორია, ვაცის ქუჩა, გელერტის საბანაო, ციხეკოშკის ბაღი, ციხეკოშკი/ფუნიკულიორი, ბეთანიის მოედანი, მარგარეტის ხიდი, პარლამენტი.
ბილეთების ფასში შედის ყველა ძირითადი ღირსშესანიშნაობის ნახვა, აუდიოგიდი 16 ენაზე, კრუიზი მდინარე დუნაიზე, ექსკურსია ფეხით გიდის თანხლებით, უფასო Wi-Fi.
არსებობს 3 სახის ბილეთი:
- Classic Ticket - ერთდღიანი ბილეთი. მოზრდილებისთვის - 33 ევრო, 5-15 წლის ბავშვებისთვის - 29,70 ევრო;
- Premium Ticket - ორდღიანი ბილეთი. მოზრდილებისთვის - 38 ევრო, 5-15 წლის ბავშვებისთვის - 34,20 ევრო;
- Deluxe Ticket - სამდღიანი ბილეთი. მოზრდილებისთვის - 43 ევრო, 5-15 წლის ბავშვებისთვის - 38,70 ევრო.
ავტობუსების მუშაობის განრიგი: 09:00-17:00. ინტერვალი - 20 წთ. ტურის ხანგრძლივობა - 90 წთ.
დეტალური ინფორმაციის გასაცნობად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.bigbustours.com/en/budapest/budapest-bus-tours.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია