უფასო ონლაინ-მეგზური ბუდაპეშტში


 საინტერესო და უჩვეულო ქანდაკებები ბუდაპეშტში

თუ გულდასმით გაეცანით ჩვენს საიტს, უკვე შეხვდებოდით ბუდაპეშტში განთავსებული ქანდაკებების ნაწილს. ამჯერად შემოგთავაზებთ შედარებით ნაკლებად ცნობილ ძეგლებს, რომლებსაც იშვიათად თუ წააწყდებით უნგრეთის დედაქალაქისადმი მიძღვნილ საიტებსა და სარეკლამო ბუკლეტებზე. ბევრი ტურისტი ისე ტოვებს ბუდაპეშტს, რომ წარმოდგენა არა აქვს იმ საინტერესო და უჩვეულო ქანდაკებების შესახებ, რომლებიც ასე უხვადაა ამ ლამაზ ქალაქში. თავს არ შეგაწყენთ და თითოეულ მათგანს მხოლოდ რამდენიმესიტყვიან კომენტარს დავურთავთ.



ღიპიანი პოლიციელი.


განათავსე შენი რეკლამა აქ!






სახელგანთქმული უნგრელი კომპოზიტორის ფერენც ლისტის მემორიალური კომპლექტი.



პატარა პრინცესა.



ინსპექტორი კოლომბო ცნობილი ტელესერიალიდან.



აშშ-ის პრეზიდენტი რონალდ რეიგანი.



"თეატრი" - ცნობილი უნგრელი მსახიობი და იუმორისტი გეზა ჰოფი.



რკინის ფარდა (ანდრაშის პროსპექტი 23).



მეფე იშტვანის ქანდაკება.



ხე მაიკლ ჯექსონის სურათებით (პარკი ერჟებეტის მოედანზე).



ჟან კალვინი - ფრანგი ღვთისმეტყველი, ეკლესიის რეფორმატორი და კალვინიზმის დამაარსებელი.



გოგონა და ძაღლი.



ქალიშვილი მტრედით.



1) სტუდენტები ავტობუსს ელოდებიან. 2) უზნეო ფრანგი ქალები - Laktania utca, 2.



ჭრიჭინები თუ კოღოები.



უნგრელი მხატვარი იგნაშ როსტოვიცკი დუნაის სანაპიროზე.



ბიჭები პალას ქუჩიდან - ფერენც მოლინარის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით. (მეტრო Corvin-negyed)



როლერი თვითგორიაზე (ვაცის ქუჩის სიახლოვეს).



კომპოზიტორი იმრე კალმანი (ოპერეტის თეატრთან).



უნგრელი პოეტი იოჟეფ ატილა (პარლამენტიდან სანაპიროსკენ მიმავალ გზაზე).



შექსპირი (სანაპიროზე პეშტის მხრიდან).



კომპოზიტორი ფერენც ლისტი.



გაზეთების დამტარებელი ბიჭი.



შიშველი ბიჭი.



მსოფლიოში პირველი ქანდაკება, რომელიც დაუდგეს სტივენ ჯობსს - კომპიუტერული ინდუსტრიის წამყვან ფიგურას, Apple-ის თანადამფუძნებელს (ხელში აიფონი უჭირავს).



ორი ცხენი (ცენტრალური ბაზრის სიახლოვეს).



ქალი (იქვე).



რუბიკის კუბიკი.



წიგნი-შადრევანი.



მეფარნე, კიბე და ძაღლი.



უნგრეთის ყოფილი პრემიერმინისტრი იმრე ნადი, რომელიც 1956 წლის აჯანყების დროს ხალხის მხარეს გადავიდა.




© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!