უფასო ონლაინ-მეგზური პარიზში


 თანხმობის მოედანი პარიზში

თანხმობის მოედანს (Plce de la Concorde) პარიზის გულს უწოდებენ. ის დედაქალაქის ულამაზეს ადგილას, სხვა ღირსშესანიშნაობების გვერდით მდებარეობს. აქედან საუცხოო ხედი იშლება ეგვიპტურ ობელისკზე, ეიფელის კოშკზე, მდინარე სენაზე, ნაციონალურ ასამბლეაზე, მადლენის ეკლესიაზე, ელისეს მინდვრებზე, სამიმოხილვო ბორბალზე, ტიუილრის ბაღზე. ეს არის სუფთა და მშვენივრად მოვლილი მოედანი, საიდანაც ბევრი იწყებს ექსკურსიას პარიზში. თანხმობის მოედანი პარიზის ცენტრალური მოედანია, კლასიციზმის ეპოქის დიდებული ნიმუში. მასზე დიდი მხოლოდ კინკონსის მოედანია ბორდოში.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





პარიზის ცენტრალური მოედანი 1755 წელს შეიქმნა მეფის ბრძანებით და მის პატივსაცემად ლუდოვიკო XV-ის სახელი უწოდეს. ტერიტორია თხრილის თავზე რვაკუთხა ამაღლება იყო. თითოეულ კუთხეში ალეგორიული ქანდაკებები იდგა საფრანგეთის მთავარი ქალაქების სიმბოლოების სახით. ცენტრში ცხენზე ამხედრებული ლუდოვიკო XV-ის ფიგურა მდებარეობდა.


საფრანგეთის რევოლუციის პერიოდში მოედანი სამწუხარო ადგილად გადაიქცა - მეფის ქანდაკების ნაცვლად უშველებელი გილიოტინა მოათავსეს. აქ დასაჯეს სიკვდილით დედოფალი მარია-ანტუანეტა, მეფე ლუდოვიკო XVI, რევოლუციის წინამძღოლები - რობესპიერი და დანტონი - და კიდევ დაახლოებით 1300 ადამიანი. იმ დროს ამ ადგილს "რევოლუციის მოედანი" ეწოდებოდა. შფოთიანი დროის დასრულების შემდეგ შორიახლოს, მდინარე სენაზე, "თანხმობის ხიდი" გადეს. მას პირდაპირ ნაციონალური კრების შენობისკენ მივყავართ.


1831 წელს საფრანგეთის ხელისუფლებამ ეგვიპტის მმართველ მეჰმეთ ალისგან ფარაონ რამზეს II-ის ლუქსორის ობელისკი მიიღო საჩუქრად. 23 მეტრი სიმაღლისა და 250 ტონა წონის ძეგლი გემით ჩამოიტანეს, რომელსაც "ლუქსორი" ერქვა. მოედანზე ის მხოლოდ 1836 წელს დაიდგა.



მოედანზე იხილავთ, აგრეთვე, ცხრა მეტრი სიმაღლის ორ შადრევანს. მათ კოლონები და მითოლოგიური პერსონაჟები ამშვენებს. მრავლადაა ფარნებიც.



გზაჯვარედინზე, ელისეს მინდვრებთან, მარლის ცხენების ორი ქანდაკებაა, ტიუილრის ბაღის შესასვლელთან - კოისევოკსის ორი ცხენის ქანდაკება.



საღამოობით, როცა ყველაფერი განათებულია, აქაურობა კიდევ უფრო ლამაზად მოჩანს.



თანხმობის მოედნამდე მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროთი: 1-ლი, მე-12 და მე-13 ხაზი (სადგური Concorde).

- ავტობუსით, №42, 73 - გაჩერება Concorde — Cours la Reine; №24, 72 - გაჩერება Concorde — Quai des Tuileries.












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!