უფასო ონლაინ-მეგზური ნეაპოლში


იტალიური და ნეაპოლური კერძები

იტალიური სამზარეულო მთელ მსოფლიოშია ცნობილი. ამაში მთავარი როლი თვითონ იტალიელებმა ითამაშეს. ისინი უდიდეს ყურადღებას აქცევენ იმას, თუ რას მიირთმევენ. იტალიური სამზარეულოს ყველა კერძი მხოლოდ ახალი პროდუქტებისგან კეთდება. თვითონ ჭამის პროცესი კი იტალიელებისთვის ნამდვილი დღესასწაულია, რომელსაც აჩქარება არ უყვარს. ისინი დიდხანს ტკბებიან ყოველი ლუკმით. იტალიური სამზარეულოს კერძები არა მხოლოდ გემრიელი, არამედ სასარგებლოცაა. მათში საუცხოოდ ერწყმის ერთმანეთს მარცვლელული, ბოსტნეული, ყველი, მწვანილი, ზღვის პროდუქტები და, რა თქმა უნდა, ზეითუნის ზეთი. აღსანიშნავია, რომ კულინარიული შედევრების უმრავლესობის მომზადებისას აუცილებელი არაა რეცეპტის მკაცრად დაცვა. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გულსართავის ინგრედიენტები თავისი გემოვნებით გამოიყენოს. შემოგთავაზებთ იტალიური სამზარეულოს ყველაზე პოპულარულ კერძებს მოკლე აღწერითა და ფოტოსურათებით.


პიცა (Pizza) - იტალიის ნაციონალური კერძი. ის მრავალნაირია. ინგრედიენტებია: ფქვილი, პომიდორი, ტომატის პასტა, ყველი (სასურველია მოცარელა), კვერცხი, მაიონეზი, ძეხვი:



განათავსე შენი რეკლამა აქ!





პასტა (Pasta) - იტალიელები მას თითქმის ყოველდღე მიირთმევენ. ინგრედიენტებია: მაკარონი (უმეტესწილად - სპაგეტი), სოუსი, ქათმის ხორცი, სოკო, ზღვის პროდუქტები, ბოსტნეული, ყველი:



რიზოტო (Risotto) - ბულიონზე მომზადებული ბრინჯის კერძი. მის დასამზადებლად გამოიყენება: ბრინჯი (სასურველია მრგვალი), ზეითუნის ზეთი, ხახვი, ყველი, თეთრი ღვინო, ნიორი, ქათმის ხორცი/ბეკონი:



ტორტელინი (Tortellini) - იტალიური პელმენი ხორცით, ყველით ან ბოსტნეულით. ინგრედიენტებია: ფქვილი, მორტადელა (მოხარშული ძეხვი ბოლონიიდან), პარმეზანი, კვერცხი, მუსკატის კაკალი:



ლაზანია (Lasagna) - ერთგვარი ფენოვანი ღვეზელი. არ აგერიოთ გერმანულ ლაზანიაში. მის მოსამზადებლად იყენებენ პარმეზანს, ლორს, მოცარელას, რიკოტს, საქონლის ხორცს:



მინესტრონე (Minestrone) - იტალიური სუპი. ინგრედიენტებია: სტაფილო, ხახვი, კიტრი, მაკარონი, პომიდორი, წიწაკა, მწვანილი, ყველი პარმეზანი, ბეკონი, ნიორი:



სალიამი და პროშუტო (Affettati misti) - პარმული ლორი. მოაქვთ სუფრაზე, როგორც საუზმეული ან ხორცის ასორტის შემადგენლობაში სადილის ან ვახშმის წინ. იტალიელებს უყვართ მისი დადება პურის ნატეხებზე ან გრისინიზე (პურის ღერებზე):



ტირამისუ (Tiramisu) - მთელ მსოფლიოში ცნობილი ეს მრავალფენიანი დესერტი 1971 წელს გამოიგონა კონდიტერმა რობერტო ლინგიანოტომ იტალიის ქალაქ ტრევიზოში. მისი ინგრედიენტებია: ყველი მასკარპონე, ყავა (როგორც წესი, ესპრესო), ქათმის კვერცხი, შაქარი და ნამცხვარი სავოიარდი:



წიწილა პარმინიანი (Chicken Parmigiana) - ინგრედიენტებია: ქათმის ფილე, ზეითუნის ზეთი, როზმარინი, იტალიური ოხრახუში, ტომატის სოუსი, გახეხილი მოცარელა, გახეხილი პარმეზანი, უმარილო ნაღების კარაქი:



ჯელატო (Gelato) - ნაყინის მსგავსი დესერტი. ინგრედიენტები: რძე, ნაღები, შაქარი, თხილი, ხილი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, ცუკატი, თაფლი, კარამელი, ლიქიორი. გაითვალისწინეთ, რომ სწრაფად დნება და აჯობებს, ჭიქით აიღოთ:




რავიოლი (ravioli) - გარეგნულად პელმენს ჰგავს, მზადდება სხვადასხვა შიგთავსისგან. იტალიურ ლიტერატურაში პირველად XIII საუკუნეში მოიხსენიება. ინგრედიენტებია: ფქვილი, კვერცხი, ზეითუნის ზეთი, ქათმის ფარში (შეიძლება იხვის ხორცი, გოგრა, ხაჭო, ყველი და სოკო, მოცარელა და ა.შ.), ხახვი, ნიორი, ქინძი, მარილი, წიწაკა:



ჩამოვთვლით კიდევ რამდენიმე კერძს.


პანინი (panini) - დახურული ბუტერბროდი ან სენდვიჩი:



ბრუსკეტა (bruschetta) - ერთგვარი ბუტერბროდი შებრაწულ პურზე :



პანნა კოტა (panna cotta) - იტალიური დესერტი ნაღებისგან, შაქრისა და ვანილისგან:



აი, არასრული სია იტალიური კერძებისა, რომლებიც შეგიძლიათ ნეაპოლში ყოფნისას გასინჯოთ.


ახლა კი ნეაპოლურ კერძებზე გადავიდეთ:


პიცა ნეაპოლურად - პიცა "მარგარიტა" (Pizza alla Napoletana) - მის დასამზადებლად გამოიყენება: ფქვილი, ტომატის სოუსი, ყველი მოცარელა. გამოირჩევა ჩვეულებრივზე ფუმფულა ცომით, ხრაშუნა კიდეებითა და რბილი შუაგულით:



აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ნეაპოლი პიცის სამშობლოდ ითვლება. პირველი პიცა აქ 1522 წელს გაჩნდა. რაც შეეხება "მარგარიტას", ის ასე გავრცელდა: 1889 წელს მეფე უმბერტო I და მისი მეუღლე მარგარიტა სავოიელი დასასვენებლად გაემგზავრნენ ნეაპოლში, თავიანთ ზაფხულის რეზიდენციაში. დედოფალმა მოისურვა გაესინჯა ის, რასაც უბრალო ხალხი ჭამდა. ცხადია, მას უკვე სმენოდა პიცაზე და თავის მზარეულს მისი მომზადება სთხოვა. მზარეულმა პიცის გაკეთება არ იცოდა, ამიტომ სასწრაფოდ მიმართა ადგილობრივ მცხობელს, კერძოდ, რაფაელ ესპოზიტოს. ერთობლივი ძალისხმევით სამი სახის პიცა მოამზადეს: ნაზი - ლორით, ყველითა და არომატული სანელებლებით, პიკანტური - პომიდორით, კარაქითა და ნივრით, და უბრალო - პომიდორით, ბაზილიკითა და ყველი "მოცარელათი". სწორედ მესამე პიცა მოეწონა დედოფალს - მან იტალიის დროშა გაახსენა. მწვანე, წითელი და თეთრი ფერები სიმბოლოა პატრიოტიზმის, სამშობლოსადმი სიყვარულისა და უბრალო ხალხის სულის. ბუნებრივია, გემოც მოეწონა - არა მხოლოდ მას, არამედ მთელ სამეფო ოჯახსაც. დედოფალმა საკუთარი ხელით მისწერა მადლობის წერილი რაფაელ ესპოზიტოს, რომელსაც გული აუჩუყდა და თავის ქმნილებას "მარგარიტა" უწოდა დედოფლის პატივსაცემად, მისი წერილი კი ჩარჩოში ჩასვა და თავისი კაფეს შესასვლელის თავზე ჩამოკიდა. ასე მოიპოვა პოპულარობა "მარგარიტამ".


პატარა პიცას პიცეტა ჰქვია, მზარეულს, რომელიც პიცას ამზადებს - პიცაიოლო.


იმასაც დავამატებთ, რომ ნეაპოლში ყოველწლიურად იმართება პიცის ფესტივალი.


ნიოკი სორენტულად (Gnochi alla Sorrentina) - სორენტო პოპულარული საზღვაო კურორტია ნეაპოლის მახლობლად. ამ კერძის დასამზადებლად გამოიყენება: მოხარშული კარტოფილის ომის ნაჭრები, ტომატის სოუსი, გამდნარი ყველი. შეიძლება ნაღების სოუსისა და გახეხილი პარმეზანის გამოყენებაც:



რომიანი დედაკაცი (Baba al Rhum) - ინგრედიენტებია: ხორბლის ფქვილი, რძე, კვერცხი, შაქარი, კარაქი, რომი, ლიქიორ ლიმონჩელოსგან დამზადებული სიროფი:



სფოლიატელლე (Sfogliatelle) - მის დასამზადებლად გამოიყენება: ფენოვანი ცომი, რიკოტის კრემი და შაქრის პუდრი:



პოლპეტე (Polpette) - ინგრედიენტებია: სპეციალური რეცეპტით დამზადებული გუფთა, ფქვილი, ყველი, პაპრიკა, კვერცხი, ზეთი, შავი პილპილი, ოხრახუში:



ბადრიჯანი პარმეზანით (Parmigiana di melanzane) - მის დასამზადებლად გამოიყენება: ბადრიჯანი, ტომატი, ყველი მოცარელა, ბაზილიკა, ზეითუნის ზეთი:



ზღვის პროდუქტების სალათი (Insalata di mare) - ინგრედიენტებია: პატარა რვაფეხები, კალმარი, მიდია, სანელებლები, სოუსი, ღვინო:



სპაგეტი მოლუსკებით (Spaghetti alle vongole) - მის დასამზადებლად გამოიყენება: სპაგეტი, მოლუსკი, ზეითუნის ზეთი, ნიორი, მწვანილი:



სპუმონი (Spumoni) - სამი სახის ნაყინი ერთად. მის დასამზადებლად გამოიყენება: მარწყვი, ფსტა, შოკოლადი, რძე, ნაღები, შაქარი, სიმინდის სახამებელი:



შეგერგოთ!!!











© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!