უფასო ონლაინ-მეგზური პარიზში


 ლუვრის მუზეუმი - ლუვრის სასახლე

გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ლუვრს პოპულარობით მსოფლიოს ვერცერთი მუზეუმი ვერ შეედრება. ის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ცნობილია და ისეთივე სიმბოლოა საფრანგეთის დედაქალაქისა, როგორიც ეიფელის კოშკი ან ნოტრდამი. მას ყოველწლიურად დაახლოებით 10 მილიონი ადამიანი სტუმრობს. ლუვრის კოლექციები 400 ათასამდე ექსპონატს შეიცავს, თუმცა დარბაზებში მხოლოდ მათი ათი პროცენტია გამოფენილი. დანარჩენი ან საცავებშია მოთავსებული და თავის დროს ელოდება ან მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებში დროებით ექსპოზიციებში მონაწილეობის მისაღებად მოგზაურობს.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მნახველები, პირველ ყოვლისა, მიილტვიან საკუთარი თვალით იხილონ იდუმალებით მოცული "ჯოკონდა", იგივე "მონა ლიზა". ნახატი, ზომით 77x53, სქელი ტყვიაგაუმტარი მინითაა დაფარული, მის გვერდით მუდმივად დგას ორი მცველი და უამრავი თაყვანისმცემელი.



სანამ ლუვრის კოლექციების შესახებ გიამბობთ, მოკლედ გაგაცნობთ ამ შენობის წარმოშობის ისტორიას.


XII საუკუნეში მეფე ფილიპ II-მ ციხესიმაგრე ააგო ვიკინგების თავდასხმებისგან თავდასაცავად. სხვათა შორის, სიტყვა "ლუვრის" წარმოშობა დღემდე ბუნდოვანებითაა მოცული. ერთ-ერთი ვერსიით, ფრანკების ენაზე ის "საგუშაგო" კოშკს ნიშნავდა. თუმცა "ლუვრი" ფრანგულად მგლების ტყეს ნიშნავს და ის ყოფილი სამონადირეო სავარგულების ადგილზეა აგებული. 1541 წელს ფრანცისკ I-მა ციხესიმაგრის ადგილას სასახლის მშენებლობა დაიწყო. შენობა არაერთხელ გადაკეთდა და თანამედროვე არქიტექტურული სხე მხოლოდ 1857 წელს მიიღო, მაგრამ ის უცვლელად იყო ფრანგი მონარქების მთავარი რეზიდენცია. 1674 წელს ლუდოვიკო XIV-მ სამეფო კარი ვერსალში გადაიტანა. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ნაციონალურმა ასამბლეამ დეკრეტი გამოსცა, რომლის მიხედვითაც ლუვრი მუზეუმად გამოაცხადადა 1793 წლის 10 აგვისტოდან ის ფართო საზოგადოებისთვის გაიხსნა.


დღესდღეობით ლუვრში ხელოვნების უამრავი ნიმუშია თავმოყრილი, დაწყებული ჩვ. წელთაღრიცხვამდე მე-7 საუკუნით და დამთავრებული 1850-იანი წლებით. კოლექციები ხუთ დონეზეა განლაგებული ურთიერთდაკავშირებულ სამ ფრთაში, რომლებიც ცნობილი ფრანგი მოღვაწეების სახელებს ატარებენ. ესენია: რიშელიე (1585-1642 წწ.), ლუდოვიკო III-ის მინისტრი, სიული (1559-1641 წწ.), ჰენრიხ IV-ის მინისტრი, და დენონი (1747-1825 წწ.), ლუვრის პირველი დირექტორი.


ლუვრის სქემას უფასოდ მიიღებთ სალაროებში და ყოველ შესასვლელთან.


ლუვრის ყველაზე ცნობილი შესასვლელი შუშის პირამიდაა - ხეოპსის პირამიდის პროტოტიპი. ის მუზეუმის მოდერნიზაციის, რიშელიის ფრთის გასაფართოებლად, ტურისტული ნაკადის გასაზრდელად და მნახველთა რიგების შესამცირებლად შეიქმნა. პირამიდა მინის 673 ფირფიტისგან შედგება. მისი სიმაღლე 22 მეტრია, წონა კი 180 ტონა.



ლუვრში მრავალ კოლექციას იხილავთ, როგორიცაა ძველი აღმოსავლეთი, ძველი საბერძნეთი, ძველი რომი, ისლამის ხელოვნება, ქანდაკებები, ფერწერული ტილოები, ხელოვნების ნივთები და სხვა.


ლუვრის მუზეუმში ბევრი დარბაზი და გალერეაა. ავღნიშნავთ ზოგიერთ მათგანს.


ერთ-ერთია აპოლონის გალერეა:



აქ ინახება იდუმალებ მოცული ბრილიანტი სანსი (55 კარატი, 11 გრამი). ის ინდოეთში აღმოაჩინეს XI საუკუნეში, ლუვრში კი 1978 წლიდანაა ლორდ ასტორის წყალობით, რომელმაც ეს ქვა 1 მილიონ დოლარად გამოისყიდა.



მეფე ჰამურაბის კანონების დარბაზი. აქ არის ამოკვეთილი ცნობილი ფრაზა - "თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ":



ძველი ეგვიპტის დარბაზი. მისი ერთ-ერთი ექსპონატია სფინქსის აკლდამა:



ძველი საბერძნეთი, რომი და ეტრუსკები. აქ არის ეტრუსკული ცივილიზაციის სარკოფაგები, ვაზები და სხვა ნივთები, რომაული ქანდაკებები, ოქროს და ვერცხლის საგნები, ვულკანისგან განადგურებული ძველი ქალაქის, პომპეის, უნიკლური მოზაიკები და ფრესკები.



ნაპოლეონ III-ის აპარტამენტები:



256 მეტრი სიგრძის დიდი გალერეა:



ქანდაკებებიდან აღსანიშნავია ალექსანდროს ანტიოქიელის ვენერა მილოსელი (ძვ. წ. 130-100 წწ.),



გამარჯვების ქალღმერთი ნიკე (ძვ. წ. მე-2 საუკუნე, უცნობი ავტორი),



ანტონიო კანოვას "ამური და ფსიქეა",



მიქელანჯელოს "მონები",



გიიომ კუსტოს "მარლის ცხენი" და სხვ.



ლუვრის სიამაყე ფერწერული ტილოების კოლექციაა. ის 6 ათასზე მეტ ნახატს შეიცავს, რომლებიც ევროპელი მხატვრების მიერაა შექმნილი XIII საუკუნის ბოლოდან 1848 წლამდე (უფრო გვიანდელი ნამუშევრები დ'ორსეს მუზეუმშია თავმოყრილი). ფრანგი და ჩრდილოევროპელი მხატვრების ნახატები რიშელიეს ფრთასა და კვადრატულ დარბაზშია თავმოყრილი, ესპანელი და იტალიელი ოსტატებისა კი - პირველ სართულზე გალერეა დენონში. რომელი ერთი ჩამოვთვალოთ. ზემოთ უკვე ვახსენეთ ლეონარდო და ვინჩის "ჯოკონდა", ანუ "მონა ლიზა". მაგალითისთვის ავღნიშნოთ ტეოდორ ჟერიკო და მისი "მედუზას" ტივი",



ჟაკ ლუი დავიდის "ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა",



ეჟენ დელაკრუას "თავისუფლება ბარიკადებზე".



დატკბით ლეონარდო და ვინჩის, იან ვერმეერის, ტიციანის, რაფაელის, რუბენსის, ბოტიჩელის, ელ გრეკოს, კარავაჯოს, ბოსხის, დიურერისა და სხვების შედევრებით.


ლუვრის შესასვლელებია: პირამიდიდან (მთავარი შესასვლელი), კარუზელის თაღის გვერდიდან, ლომების ჭიშკრიდან (მუზეუმის მარჯვენა ფრთაში), რივოლის ქუჩის მხრიდან - 93 rue de Rivoli (მუზეუმის მარცხენა ფრთაში), სავაჭრო ცენტრის Carrousel du Louvre მიწისქვეშა შესასვლელიდან, 99 rue de Rivoli, მეტროს სადგურიდან Palais Royal Musee du Louvre.


ლუვრის მუზეუმამდე მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროთი: ყვითელი 1-ლი ან ვარდისფერი მე-7 ხაზი (სადგური Palais Royal Musee du Louvre), ან 1-ლი ხაზი (სადგური Louvre Rivoli).

- ავტობუსით, №21, 24, 27, 39, 48, 68, 69, 72, 81,95. ყველა მათგანი მთავარ შესასვლელთან ჩერდება.


მუზეუმი მუშაობს ყოველდღე, გარდა სამშაბათისა, 9.00-18.00, ოთხშაბათს და პარასკევს - 9.00-21.45. გამოსასვლელი დღეებია 1-ლი იანვარი, 1-ლი მაისი და 25 დეკემბერი.


ბილეთების ღირებულებაა 17 ევრო, 18 წლამდე - უფასოდ.


ბილეთების ონლაინ რეჟიმში შესაძენად ან სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.louvre.fr/en.












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!