უფასო ონლაინ-მეგზური ნეაპოლში


ნეაპოლის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი

ნეაპოლის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმი ეს არის სამხრეთ იტალიაში არქეოლოგიური ექსპონატების უდიდესი კოლექცია, დაწყებული ისტორიამდელი პერიოდიდან. ის ერთ-ერთი უძვირფასესია მსოფლიოში. შენობა, რომელშიც ის არის განთავსებული, სასახლეს მოგაგონებთ და 1615 წელს აიგო. 1777 წლამდე იქ უნივერსიტეტი ფუნქციონირებდა. 1734 წლიდან, ტახტზე კარლ III-ის ასვლის შემდეგ, მასშტაბური კულტურული პოლიტიკის გატარება დაიწყო, შენობას რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და მასში მუზეუმი გაიხსნა. თავდაპირველად ის სამხატვრო გალერეასაც მოიცავდა, რომელიც მას 1957 წელს გამოეყო და კაპოდიმონტეში გადაინაცვლა.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





მუზეუმში გამოყოფენ სამ ძირითად განყოფილებას. ესენია: ეგვიპტური, ფარნეზე და პომპეი. ეგვიპტური განყოფილება სარდაფში მდებარეობს და 2500-ზე მეტი არტეფაქტისგან შედგება, რომლებიც თარიღდება ძვ. წელთაღრიცხვის 2686 წლიდან ახ. წელთაღრიცხვის 395 წლამდე. ბევრი მათგანი ნაპოვნია პომპეიში, ჰერკულანუმსა და პოცუოლიში. ეპიგრაფიულ სექციაში იხილავთ ძველებურ წარწერებს მყარ მასალაზე. ძვ. წელთაღრიცხვით IV საუკუნის ორფიული ფირფიტა შესრულებულია ოქროთი ბერძნულ ენაზე და მასში აღწერილია, როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი მიწისქვეშა სამყაროში. ახ. წელთაღრიცხვით 81 წლის ბრინჯაოს ფირფიტა სატურნის ტაძრიდანაა. ველეტრის ტაბულა ვოლსკის ენაზე შეეხება იურიდიულ პასუხისმგებლობას.


ნულოვან სართულზე ფარნეზეს სექციაა. ეს გახლავთ კოლექცია ალექსანდრე ფარნეზესი, რომელიც გახდა რომის პაპი პავლე III. სწორედ ამ კოლექციით დაიწყო მუზეუმის შექმნა. მასში შედის სკულპტურული კომპოზიციები და სამკაულები ძვირფასი ქვებისგან. მთავარი ადგილი უკავიათ ქანდაკებებს კარაკალის თერმული აბანოებიდან.




2000 წლიდან ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია მეზონინზე განთავსებული ე.წ. "საიდუმლო კაბინეტი" - რომის ეპოქის ეროტიკული და პორნოგრაფიული ხასიათის ნივთების კოლექცია, რომლებიც, ძირითადად, პომპეიში აღმოაჩინეს. მაგალითად, მარმარილოს ჯგუფი "პანი და თხა", ნაყოფიერების ინდური ღვთაების ლაქშმის ქანდაკება, "ვენერა ბიკინით" და სხვ.



"საიდუმლო კაბინეტში" იხილავთ, აგრეთვე, პიკანტური შინაარსის ფრესკებს, ქანდაკებებს და საყოფაცხოვრებო ნივთებს. ექსპონატების უმრავლესობა ამოღებულია ფერფლქვეშ დამარხული ქალაქების კერძო სახლებიდან.




ცალკე აღნიშვნის ღირსია ანტიკური საბერძნეთისა და რომის, შუა საუკუნებისა და აღორძინების ეპოქის მონეტებისა და მედლების უდიდესი კოლექცია. სახელმწიფოს ისიც ფარნეზების ოჯახმა გადასცა.


არქეოლოგიური მუზეუმი ცნობილია ფრესკების უნიკალური კოლექციით, აგრეთვე მოზაიკებით იატაკსა და კედლებზე. განსაკუთრებულ შთაბეჭდილებას ახდენს მოზაიკა "ალექსანდრე მაკედონელის ბრძოლა დარიუსთან":



არ გამოგვრჩეს მზის საათის დარბაზი, რომლის იატაკზეც სპილენძის ზოლია ზოდიაქოსნიშნებიანი 12 მედალიონით. მზის შუქი სპეციალური ხვრელიდან შემოდის, სხივი კი გვიჩვენებს, რომელი წელი და თვეა მოცემულ მომენტში. ცენტრში ატლასის ქანდაკებაა.



ნეაპოლის ნაციონალური არქეოლოგიური მუზეუმის მისამართია: Piazza Museo Nazionale, 19.


მისასვლელად ისარგებლეთ:


- მეტროს 1-ლი ხაზით, გაჩერება Museo;

- ავტობუსით №139, 147, 168, 178, 460, 604, С63, N8, გაჩერება Museo Nazionale.


მუშაობს ყოველდღე, გარდა სამშაბათისა: 09:00-19:30. დასვენების დღეებია 1-ლი იანვარი და 25 დეკემბერი.


ბილეთის ღირებულებაა:


- სრული ბილეთი - 18 ევრო;

- ევროკავშირის 18-25 წლის მოქალაქეებისთვის - 2 ევრო;

- Campania Artecard ბარათის მფლობელებისთვის - 9 ევრო;

- 18 წლამდე - უფასოდ.


დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://mann-napoli.it/.










© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!