უფასო ონლაინ-მეგზური ნეაპოლში


ნეაპოლის საექსკურსიო ტრანსპორტი

ნეაპოლი ულამაზესი ქალაქია მრავალი ღირსშესანიშნაობით, ამიტომ ქალაქის გაცნობის სწრაფი საექსკურსიო მეთოდი იდეალურია მცირე ხნით ჩამოსული ტურისტებისთვის. ასევე ღირსეულად დააფასებენ ნეაპოლში ექსკურსიას ორსართულიანი თავახდილი ავტობუსებით ოჯახები მცირეწლოვანი შვილებით. ისინი არა მხოლოდ მაღლიდან დაინახავენ ქალაქის ქუჩებს, არამედ დიდ სიამოვნებასაც მიიღებენ. შეგახსენებთ, რომ hop on/hop off სისტემა იმითაა მოსახერხებელი, რომ ღირსშესანიშნაობის უფრო დეტალური შესწავლის მიზნით, შეგიძლიათ ნებისმიერ გაჩერებაზე ჩამოხვიდეთ, შემდეგ კი ამავე მარშრუტის მომდევნო ავტობუსში ჩაჯდეთ. ნეაპოლში ავტობუსით საექსკურსიო მომსახურებას ახორციელებს მთელ მსოფლიოში ცნობილი კომპანია. მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას მისი პირობების, მარშრუტებისა და მგზავრობის ღირებულების შესახებ.


  ავტობუსი CitySightseeing Napoli:

ეს სახურავახდილი ავტობუსები ორი საექსკურსიო მარშრუტით მოძრაობს მთელი წლის განმავლობაში. მოძრაობის ინტერვალია 45-90 წუთი.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





ტურისტებს შეუძლიათ ნებისმიერ გაჩერებაზე ჩავიდნენ ან ამოვიდნენ, ანუ ეს ჩვეულებრივი HOP ON HOP OFF ავტობუსია (მას უკვე შევხვდით ევროპის სხვა ქალაქებში). ავტობუსში არის აუდიოგიდი ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ, რუსულ და სხვა (სულ 8) ენებზე. არის, აგრეთვე, უფასო Wi-fi.


არსებობს A და B მარშრუტი. ტურის დაწყება ნებისმიერი გაჩერებიდან შეგიძლიათ. ორივე მარშრუტის პირველი გაჩერების მისამართია: Piazza Municipio.


A მარშრუტის გაჩერებებია (მგზავრობის ხანგრძლივობა - 45 წთ.):


1. Largo Castello (Piazza Municipio).

2. Chiesa Del Gesu Nuovo.

3. Piazza Dante.

4. Museo Archeologivo Nazionale - Galleria Principe Di Napoli

5. Porta San Gennaro.

6. Palazzo Caracciolo.

7. Stazione Garibaldi.

8. Corso Umberto Shopping.

9. Piazza Bovio/Universita.


B მარშრუტის გაჩერებებია (მგზავრობის ხანგრძლივობა - 70 წთ.):


1. Largo Castello (Piazza Municipio).

2. Piazza Vittoria - Villa Comunale.

3. Viale Dohrn.

4. Mergellina - Piazza del Leone - Tomba di Virgilio.

5. Capo Posillipo - Veduta Panoramica.

6. Posillipo.

7. Parco Vigiliano.

8. Via Petrara - Veduta Panoramica.

9. Piazza Vittoria - Via Arcoleo.

10. Chiatamone - Castel dell'Ovo - Borgo Marinan.

11. Via Aton/Porto - Stazione Marittima.


24-საათიანი ავტობუსის ტურის ბილეთის ღირებულებაა: მოზრდილისთვის - 24 ევრო, 5-15 წლის ბავშვისთვის - 12 ევრო, 5 წლამდე ბავშვებისთვის მგზავრობა უფასოა.


დეტალურ ინფორმაციას გაეცანით CitySightseeing-ის ოფიციალურ საიტზე: https://www.city-sightseeing.it/hop-on-hop-off-city-naples/.


გთავაზობთ ნეაპოლის ღირსშესანიშნაობების რუკას:














© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!