პარიზს ოთხი აეროპორტი აქვს - ორლი, შარლ დე გოლი, ბოვე და ლე ბურჟე. ისინი დედაქალაქთან ახლოს მდებარეობენ. ზოგიერთი ავიაკომპანია, მაგალითად, Ryanair და Wizzair, ბოვეს აეროპორტს იყენებს, რომელიც პარიზიდან საკმაოდ შორს - დაახლოებით 70-80 კილომეტრითაა დაშორებული. მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას, თუ როგორ მოვხვდეთ ამ სამი აეროპორტიდან პარიზში და პირიქით. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს (ავტობუსი, ელექტრომატარებელი, მიკროავტობუსი, ტაქსი), არჩევანი კი თვითონ უნდა გააკეთოთ.
ორლის აეროპორტი ილ-დე-ფრანსში მდებარეობს. მასა და პარიზს შორის 15 კილომეტრია. მუშაობის საათებია 6:00-23:30. აქედან დედაქალაქში მოხვედრა რამდენიმე გზით არის შესაძლებელი. გაგაცნობთ თითოეულ მათგანს.
გადაადგილდება აეროპორტსა და Place Denfert-Rochereau-ს შორის ყოველ 8-15 წუთში. მგზავრობის ხანგრძლივობა 25 წუთი (პარიზის ცენტრამდე). აეროპორტისკენ გამგზავრების დრო - 05:35-00:00, ქალაქისკენ - 06:00-00:30. ბილეთის შეძენა შეიძლება სადგურებზე განთავსებულ ავტომატებში, მეტროში, სალაროებში, RER-ის სადგურებში ან ავტობუსის სალონში მძღოლთან. ბილეთის ღირებულება - 11,50 ევრო.
მგზავრობის ხანგრძლივობა:
-Châtelet-Les-Halles-დან - 25 წუთი;
-Gare de Lyon-დან - 23 წუთი;
-Saint-Denis Pleyel-დან - 40 წუთი.
მგზავრობის საფასური:
ერთი ელექტრონული ბილეთის სრული ტარიფი - 10,30 ევრო. ბილეთი შეიძლება ჩაიტვირთოს მხოლოდ Easy pass-ზე ან სმარტფონზე. მიიღება Forfait Navigo-ც.
გადაადგილდება აეროპორტსა და Villejuif-Louis Aragon-ს (მეტროს მე-7 ხაზი) შორის ყოველ 8-15 წუთში. მგზავრობის ხანგრძლივობა - 30 წუთი. მუშაობის გრაფიკი: 05:30-00:30. ბილეთის შეძენა შეგიძლიათ სადგურებზე განთავსებულ ავტომატებში. ბილეთის ღირებულება 2,50 ევრო.
აკავშირებს ორლის აეროპორტსა და Gare d'Antony-ის (RER B-ის სადგური).
მუშაობის გრაფიკი: 06:00-23:35. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ მეტროსა და RER-ის სადგურებში განთავსებულ ავტომატებში. დადის ყოველ 4-7 წუთში. მგზავრობის ხანგრძლივობა - 35 წუთი. ბილეთის ღირებულება - 14,50 ევრო.
ორლის აეროპორტს კიდევ რამდენიმე ავტობუსი და შატლი ემსახურება და მას RER B, RER C ხაზებთან და T9 ტრამვაისთან აკავშირებს:
- RER C + shuttle Bus 183 - ამ ორი ტრანსპორტის საშუალებით თქვენ მიხვალთ მეტროს მე-14 ხაზის სადგურ Thiais–Orly-მდე.
მგზავრობის ხანგრძლივობა - დაახლოებით 50 წუთი. ბილეთის ღირებულება - 7,50 ევრო (5 ევრო მატარებლის ბილეთის და 2,50 ევრო - ავტობუსის).
- ტრამვაი T9 + shuttle Bus 183 - ამ ორი ტრანსპორტის საშუალებით თქვენ მიხვალთ მეტროს მე-14 ხაზის სადგურ Thiais–Orly-მდე.
მგზავრობის ხანგრძლივობა - დაახლოებით 60 წუთი. ბილეთის ღირებულება - 4,65 ევრო.
- Bus EXPRESS 91-10 - ეს ექსპრეს-ავტობუსი აკავშირებს ორლის აეროპორტს რკინიგზის სადგურ Saint-Quentin-en-Yvelines-თან.
მგზავრობის ხანგრძლივობა - დაახლოებით 30 წუთი. ბილეთის ღირებულება - 2,50 ევრო.
თუ ორლის აეროპორტში ღამით ჩაფრინდით, ღამის ავტობუსი №31 პარიზში ლიონის სადგურამდე მიგიყვანთ, ღამის ავტობუსი №22 კი - Chatelet-მდე. ბილეთის ღირებულება - 2, 15 ევრო, მძღოლთან 2,50 ევრო.
პარიზის საერთაშორისო აეროპორტი შარლ დე გოლი, იგივე რუასი - შარლ დე გოლი (შემოკლებით CDG), პარიზიდან 25 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს ილ-დე-ფრანსის რეგიონში და საფრანგეთის უდიდესი აეროპორტია. ეს სახელი მეხუთე რესპუბლიკის პირველი პრზეიდენტის, სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწის, შარლ დე გოლის პატივსაცემად ეწოდა.
შარლ დე გოლის აეროპორტიდან პარიზამდე მისვლა შემდეგი საშუალებებით შეგიძლიათ.
გადაადგილდება აეროპორტსა და Opéra (11, rue Scribe)-ს შორის ყოველ 15-20 წუთში ერთხელ. მგზავრობის ხანგრძლივობა - 60-75 წუთი. აეროპორტისკენ გასვლის დრო: 05:15-00:30, აეროპორტიდან: 06:00-00:30.
ბილეთს შეიძენთ სადგურებში განთავსებულ ავტომატებში ან ავტობუსის სალონში, მძღოლთან. ბილეთის ღირებულება - 16,60 ევრო.
მოძრაობს შარლ დე გოლის აეროპორტსა და Porte de la Chapelle-ს შორის ყოველ 15-30 წუთში ერთხელ. მგზავრობის ხანგრძლივობა - 70 წუთი. აეროპორტისკენ გასვლის დრო: 05:33-21:30, აეროპორტიდან: 06:05-22:30. ბილეთის შეძენა შეგიძლიათ მეტროს, RER-ისა და სხვა სადგურებში განთავსებულ ავტომატებში. ბილეთის ღირებულება - 2,15 ევრო, მძღოლთან - 2,50 ევრო.
აკავშირებს შარლ დე გოლის აეროპორტსა და სადგურ Nation-ს (მეტროს ხაზი 1, 2, 6, 9) და გადის ყოველ 15-30 წუთში ერთხელ. მგზავრობის ხანგრძლივობა - 80 წუთი. აეროპორტისკენ გასვლის დრო: 05:35-20:20, აეროპორტიდან: 07:00-09:37. ბილეთის შეძენა შეგიძლიათ მეტროს, RER-ისა და სხვა სადგურებში განთავსებულ ავტომატებში. ბილეთის ღირებულება - 2,15 ევრო, მძღოლთან - 2,50 ევრო.
მოძრაობს შარლ დე გოლის აეროპორტსა და RER B-ს სადგურს შორის ყოველ 10-20 წუთში ერთხელ. მგზავრობის ხანგრძლივობა - 25-30 წუთი. აეროპორტისკენ გასვლის დრო: 04:53-12:15 (Gare du Nord-დან), 05:26-12:11 (Chatêlet les Halles-დან), 05:18-12:03 (Denfert-Rochereau-დან); აეროპორტიდან: 04:50-23:50. ბილეთის შეძენა შეგიძლიათ მეტროს, RER-ისა და სხვა სადგურებში განთავსებულ ავტომატებში. ბილეთის ღირებულება - 11,80 ევრო.
თუ შარლ დე გოლის აეროპორტში ღამით ჩაფრინდით, ღამის ავტობუსი №140 სადგურ Gare de l'Est-მდე მიგიყვანთ. ბილეთის შეძენა მძღოლთან შეგიძლიათ. აეროპორტიდან ავტობუსის გასვლის დროა 01:00-04:00, აეროპორტისკენ - 01:00-03:40. მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 100 წუთია. ბილეთის ღირებულება - 4,30 ევრო.
ამავე მარშრუტით წაგიყვანთ ღამის ავტობუსი №143. ის უფრო ცოტა გაჩერებას აკეთებს და მგზავრობის ხანგრძლივობა დაახლოებით 55 წუთია. აეროპორტიდან ავტობუსის გასვლის დროა 00:32-04:32, აეროპორტისკენ - 00:50-05:08. ბილეთის ღირებულება - 4,30 ევრო.
ეს აეროპორტი პარიზიდან დაახლოებით 70 კილომეტრითაა დაშორებული. მას ხშირად იყენებენ ჩარტერული და დაბალბიუჯეტიანი რეისებისთვის. იგი მუშაობს დილის 6:00-დან საღამოს 23:30-მდე.
როგორ მოვხვდეთ ბოვეს აეროპორტიდან პარიზში? შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს.
- მატარებლით - ჯერ აეროპორტიდან 4 კილომეტრით დაშორებულ რკინიგზის სადგურამდე უნდა მიხვიდეთ. ავტობუსით ეს 4 ევრო დაგიჯდებათ. აქ მატარებელ TER (Train Express Régional)-ზე გადაჯდებით, რომელიც პარიზის ჩრდილოეთ სადგურამდე მიგიყვანთ(გაჩერება Gare du Nord მეტროში და სადგური Magenta ელექტრომატარებელ RER-თვის. მატარებლის ბილეთი 10 ევრო ღირს. მატარებელი ნახევარ საათში ერთხელ გადის 06:00-დან 20:00-მდე და მარშრუტის გავლას 1 საათსა და 20 წუთს ანდომებს.
- ავტობუსით - თუ ავტობუსით მგზავრობა გადაწყვიტეთ, კომპანია Navette-ის ან Supershattle-ის მომსახურებით უნდა ისარგებლოთ.
აერობუსი აეროპორტიდან ყოველ 20-25 წუთში ერთხელ გადის და პარიზში ჩასვლას 1 საათსა და 15 წუთს ანდომებს. დედაქალაქში ის მეტროს 1-ლი ხაზის სადგურ Porte Maillot-თან ჩერდება. აქვეა ელექტრომატარებელ RER-ის გაჩერება. ბილეთი, რომლის შეძენაც აეროპორტის სალაროებში ან ავტომატებში შეგიძლიათ, 16,90 ევრო დაგიჯდებათ.
თუ მიკროავტობუს Supershattle-ს აირჩევთ, იმავე დროსა და მარშრუტზე 19,20 ევროს გადახდა მოგიწევთ (გაჩერებამდე Saint-Denis Université.
- ტაქსი - სამუშაო დღეებში ეს სიამოვნება 100-120 ევრო დაგიჯდებათ, შაბათ-კვირას, დღესასწაულებზე და ღამის საათებში კიდევ 15-20 ევროს დამატება მოგიწევთ.
აეროპორტი ლე-ბურჟე მდებარეობს პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთით, დედაქალაქიდან 12 კილომეტრის მანძილზე. ამჟამად ეს სამოქალაქო აეროპორტია, რომელიც იღებს ბიზნეს-ავიაციის თვითმფრინავებს. იქ, აგრეთვე, იმართება ცნობილი საავიაციო შოუ (საერთაშორისო ავიასალონი). მუშაობს მხოლოდ 06:00 - 23:30 პერიოდში. აეროპორტის გვერდით არის ავიაციისა და კოსმონავტიკის მუზეუმი.
ეს აეროპორტი ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა.
პარიზსა და მის აეროპორტებს შორის მიმოსვლასთან დაკავშირებით სრულ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ოფიციალურ საიტებზე: https://www.parisaeroport.fr ან https://www.ratp.fr.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია