პარიზის საექსკურსიო ტრანსპორტში შედის რამდენიმე სახის ავტობუსი და საწყალოსნო ტრანსპორტი. ისინი ძალზე მოსახერხებელია ტურისტებისთვის. მოგაწვდით დეტალურ ინფორმაციას მათი დანიშნულების, მარშრუტებისა და მგზავრობის ღირებულების შესახებ. საექსკურსიო ავტობუსებია TooTBus (Open Tour), Big Bus Paris და Bustronome. პირველი ორი, როგორც წესი, 2-სართულიანია, წითელი ან ყვითელი. შესაძლებელია, აგრეთვე, ექსკურსიები (კრუიზები) გემითა და მატარებლით Promotrain. მერწმუნეთ, ეს დიდ სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და მნიშვნელოვან დროსაც მოგაგებინებთ.
ეს ორსართულიანი სახურავახდილი ავტობუსები სამი საექსკურსიო მარშრუტით მოძრაობს: აპრილ-ნოემბერში 10-20 წუთის, დანარჩენ თვეებში კი 30 წუთის ინტერვალით, დილის 9:30-დან საღამოს 18:30-მდე.
ტურისტებს შეუძლიათ ნებისმიერ გაჩერებაზე ჩავიდნენ ან ამოვიდნენ, ანუ ეს ჩვეულებრივი HOP ON HOP OFF ავტობუსია (მას უკვე შევხვდით ბუდაპეშტსა და ვენაში). ავტობუსში არის აუდიოგიდი ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, იტალიურ და ესპანურ ენებზე. არის, აგრეთვე, უფასო Wi-fi. ასვლისას გაძლევენ უფასო ყურსასმენს, რუკასა და შეღავათების ბუკლეტს, რომლებიც თქვენთან რჩება.
არსებობს 3 ტური: Paris Discovery, Must See Paris და Paris by Night.
Paris Discovery - ე.წ. "ლურჯი მარშრუტი". შედგება 11 გაჩერებისგან. გაივლის ძირითად ღირსშესანიშნაობებს. ბილეთის მფლობელი მონაწილეობას მიიღებს სამ თემატურ ექსკურსიაში ფეხით.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ L'Open Tour-ის ცენტრალურ ოფისში (მისამართი: 13, rue Auber 75009 Paris), ავტობუსის მძღოლთან, პარიზის ტურიზმის ბიუროს სააგენტოებში, L'Open Tour-ის საიტზე ონლაინ რეჟიმში. იქვე გაეცნობით უახლეს დეტალურ ინფორმაციას.
ბილეთების ღირებულება:
- 1-დღიანი, მოზრდილისთვის (13+)- 45 ევრო, 4-12 წლის ბავშვებისთვის - 25 ევრო, ოჯახისთვის (2+2) - 115 ევრო;
- 2-დღიანი, მოზრდილისთვის - 53 ევრო, 4-12 წლის ბავშვებისთვის - 31 ევრო, ოჯახისთვის - 137 ევრო;
- 3-დღიანი, მოზრდილისთვის - 58 ევრო, 4-12 წლის ბავშვებისთვის - 34 ევრო, ოჯახისთვის - 150 ევრო;
- 4 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.
Must See Paris - შედგება 11 გაჩერებისგან. გაივლის ძირითად ღირსშესანიშნაობებს. ბილეთის მფლობელი მონაწილეობას მიიღებს კრუიზში მდინარე სენაზე.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ L'Open Tour-ის ცენტრალურ ოფისში (მისამართი: 13, rue Auber 75009 Paris), ავტობუსის მძღოლთან, პარიზის ტურიზმის ბიუროს სააგენტოებში, L'Open Tour-ის საიტზე ონლაინ რეჟიმში. იქვე გაეცნობით უახლეს დეტალურ ინფორმაციას.
ბილეთების ღირებულება:
- 1-დღიანი, მოზრდილისთვის (13+) - 59 ევრო, 4-12 წლის ბავშვებისთვის - 34 ევრო; ოჯახისთვის (2+2) - 152 ევრო;
- 2-დღიანი, მოზრდილისთვის - 67 ევრო, 4-12 წლის ბავშვებისთვის - 40 ევრო; ოჯახისთვის (2+2) - 174 ევრო;
- 3-დღიანი, მოზრდილისთვის - 72 ევრო, 4-12 წლის ბავშვებისთვის - 43 ევრო; ოჯახისთვის (2+2) - 187 ევრო;
- 4 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.
Paris by Night - ღამის მარშრუტი. შედგება 2 გაჩერებისგან. გაივლის ძირითად ღირსშესანიშნაობებს.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ L'Open Tour-ის ცენტრალურ ოფისში (მისამართი: 13, rue Auber 75009 Paris), ავტობუსის მძღოლთან, პარიზის ტურიზმის ბიუროს სააგენტოებში, L'Open Tour-ის საიტზე ონლაინ რეჟიმში (ამ ბოლო შემთხვევაში 20%-იან ფასდაკლებას მიიღებთ). იქვე გაეცნობით უახლეს დეტალურ ინფორმაციას.
ბილეთების ღირებულება:
- მოზრდილისთვის (13+) - 38 ევრო, 4-12 წლის ბავშვებისთვის - 28 ევრო, ოჯახისთვის(2+2) - 104 ევრო.
უწინ ამ ავტობუსს Les Cars Rouges (წითელი მანქანები) ერქვა.
ეს ავტობუსები "წითელი მარშრუტით" დადიან, რომელიც შეიცავს 10 გაჩერებას პარიზის ყველაზე მნიშვნელოვან ღირსშესანიშნაობებთან (ეიფელის კოშკი, მარსის მინდორი, ოპერა "გარნიე", ლუვრი, ნოტრდამი, დ'ორსეს მუზეუმი, ელისეს მინდვრები, "გრანდ პალე", ტროკადერო). აუდიოგიდი 11 ენაზე მოგემსახურებათ. ყურსასმენებს უფასოდ გადმოგცემენ. მგზავრობა 2 საათსა და 15 წუთს გრძელდება. პირველი ავტობუსი ეიფელის კოშკიდან 9:45-ზე გადის, ბოლო - 17:30-ზე.
ბილეთები შეგიძლიათ შეიძინოთ ავტობუსში, Big Bus Paris-ის საიტზე ონლაინ რეჟიმში ან Big Bus Paris-ის მობილური აპლიკაციის მეშვეობით.
ბილეთების ღირებულება:
- 1-დღიანი - - Classic Ticket - მოზრდილი/ბავშვი ---- 47/26 ევრო;
- 2-დღიანი - - Essential Ticket - მოზრდილი/ბავშვი ---- 78/43 ევრო;
- 2-დღიანი+კრუიზი მდინარეზე - Explore Ticket - მოზრდილი/ბავშვი ---- 72/39 ევრო;
დეტალურ ინფორმაციას გაეცანით Big Bus Paris-ის საიტზე.
კომპანია Promotrainპარიზის ზოგიერთი ღირსშესანიშნაობის დასათვალიერებლად გამორჩეულ და მიმზიდველ ექსკურსიებს გთავაზობთ მინი-მატარებლებით, რაც განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ, თუმცა არც მოზრდილები ამბობენ მასზე უარს. მარშრუტი მონმარტრზე გადის. სულ ორი მარშრუტი არსებობს: მოკლე 15 წუთი გრძელდება და Place du Tetre-დან იწყება, გრძელი კი 25 წუთი გრძელდება და ჩასხდომა Place Blanche-ზე შეგიძლიათ.
საექსკურსიო მატარებლის განრიგი:
- იანვარი: ოთხშაბათი-პარასკევი - 10:00-18:00 (საათში ერთხელ), შაბათ-კვირა - 10:00-17:00 (ნახევარ საათში ერთხელ);
- თებერვალი და მარტი: ყოველდღე - 10:00-18:00;
- აპრილი-სექტემბერი: ყოველდღე - 10:00-19:00 (ნახევარ საათში ერთხელ) და 23:00-მდე მოთხოვნით;
- ოქტომბერი-დეკემბერი: ყოველდღე - 10:00-17:00 (საათში ერთხელ).
ბილეთების ღირებულება:
- ერთი მიმართულებით: მოზრდილი - 6 ევრო, ბავშვი (12 წლამდე) - 4 ევრო;
- იქით-აქეთ: მოზრდილი - 10 ევრო, ბავშვი (12 წლამდე) - 5 ევრო.
შეგიძლიათ ბილეთი ადგილზე შეიძინოთ ნაღდი ფულით ან ბარათით, ან ონლაინ რეჟიმში შეუკვეთოთ კომპანიის ოფიციალურ საიტზე (https://promotrain.fr/paris-montmartre/).
ეს საკმაოდ ძვირი დაგიჯდებათ. კომპანია აწყობს ექსკურსიებს პარიზის ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად შუშისსახურავიანი ორსართულიანი ავტობუს-რესტორნით.
კერძებს ოფიციანტები მოგართმევენ. მენიუ სეზონის მიხედვით იცვლება. აქ გაიცნობთ როგორც ქალაქს, ისე ფრანგულ საჭმელ-სასმელს.
მარშრუტებსა და სხვა დეტალურ ინფორმაციას გაეცანით კომპანიის ოფიციალურ საიტზე (www.bustronome.com).
ტურისტებს პარიზში მდინარე სენაზე გასეირნებას ბევრი კომპანია სთავაზობს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს.
ეს კომპანია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა. ის გთავაზობთ როგორც ჩვეულებრივ გასეირნებას, ისე გასეირნებას სადილთან ან ვახშამთან ერთად გემის რესტორანში.
ჩვეულებრივი გასეირნება 1-ლი აპრილიდან 30 სექტემბრამდე ხორციელდება 10:00-დან 22:30-მდე ყოველ 30 წუთში ერთხელ; 1-ლი ოქტომბრიდან 31 მარტამდე - 11:00-დან 21:20-მდე (დამატებითი რეისი შაბათ-კვირას 10:15-ზე) ყოველ 40 წუთში ერთხელ. ექსკურსიას თან ახლავს აუდიოგიდი ინგლისურ, ფრანგულ, იტალიურ და იაპონურ ენებზე. ექსკურსიის ხანგრძლივობა - 1 საათი და 10 წუთი.
ბილეთების ღირებულება:
- მოზრდილები - 17 ევრო;
- ბავშვები (4-დან 12 წლამდე) ---- 8 ევრო;
- ბავშვები 4 წლამდე ---- უფასოდ.
კრუიზი გემზე ვახშამთან ერთად შესაძლებელია ყოველ საღამოს (დრო კრუიზზეა დამოკიდებული), ხანგრძლივობა დაახლოებით ორი საათია. სტუმრებს შეუძლიათ აირჩიონ ერთ-ერთი მენიუ ოთხიდან (90 ევროდან 340 ევრომდე), რომელშიც შედის ბოთლი ღვინო ორ პერსონაზე, მინელარული წყალი და წვენები. ვახშამს თან ახლავს მუსიკოსების გამოსვლა.
გემზე სადილობისა და სენის სანაპიროს ხედებით ტკბობის მსურველებს ამის გაკეთება მხოლოდ შაბათ-კვირასა და დღესასწაულებზე შეუძლიათ 13:00-ზე. ხანგრძლივობა 1საათი და 45 წუთია. მოზრდილებისთვის კრუიზი-სადილი 85 ევრო ჯდება, ბავშვებისთვის - 39 ევრო. მას თან ახლავს აკორდეონისტის გამოსვლა.
Bateaux Mouche-ის გემები დგანან მდინარე სენის მარჯვენა სანაპიროზე, Pont de l'Alma-ს ხიდთან. ბილეთების დაჯავშნა და დამატებითი ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ კომპანიის ოფიციალურ საიტზე - https://www.bateaux-mouches.fr/.
კომპანია Bateaux Parisiens 1956 წელს დაფუძნდა და ძალზე პოპულარულია მდინარე სენაზე კრუიზების მომწყობთა შორის. სტუმრებს მრავალფეროვან პროგრამებს სთავაზობენ: კრუიზი სენაზე ეიფელის კოშკიდან ნოტრდამის ტაძრამდე, კრუიზი სენაზე სადილთან ერთად სანაპიროზე მდებარე კაფეში, საიდანაც ეიფელის კოშკი მოჩანს, კრუიზი სენაზე სადილით ან ვახშმით, გასეირნება აპერატივით. ყველა ექსკურსიას თან ახლავს აუდიოგიდი 14 ენაზე. ბილეთების ღირებულება მოზრდილებისთვის 18 (ონლაინრეჟიმში - 16) ევროდან, 4-11 წლის ბავშვებისთვის - 9 (ონლაინრეჟიმში - 7,50) ევროდან იწყება (პროგრამის მიხედვით).
გემზე მგზავრების ჩასხდომა-გადმოსხმა ეიფელის კოშკის სიახლოვეს ხდება, სენის მარჯვენა ნაპირზე, Port de la Bourdonnais-ის ნავმისადგომზე, ან ნოტრდამის საკათედრო ტაძართან. დამატებით ინფორმაციას გაეცანით კომპანიის ოფიციალურ საიტზე - https://www.bateauxparisiens.com.
Batobus-ის გემებს კომპანია Bateaux Parisiens მართავს და ტურისტებს მდინარე სენის გასწვრივ მდებარე პარიზის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას სთავაზობს. გემები ყოველ 25 წუთში ერთხელ გადიან. მარშრუტი 9 გაჩერებისგან შედგება ეიფელის კოშკსა და ბოტანიკურ ბაღს შორის. რეისები სრულდება ყოველდღე დილის 10 საათიდან. მგზავრებს შეუძლიათ ბილეთი ერთხელ შეიძინონ და თავისუფლად ავიდნენ ან ჩამოვიდნენ ნებისმიერ გაჩერებაზე.
ბილეთების ღირებულება ონლაინრეჟიმში/ადგილზე:
- 1-დღიანი - 23 ევრო (მოზრდილებისთვის), 13 ევრო (3-15 წლის ბავშვებისთვის), 3 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ;
- 2-დღიანი - 27 ევრო (მოზრდილებისთვის), 17 ევრო (3-15 წლის ბავშვებისთვის), 3 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ.
ბილეთების შეძენა შეიძლება Batobus-ის ნებისმიერ გაჩერებაზე, პარიზის აეროპორტებსა და ტურისტულ ოფისებში. დეტალურ ინფორმაციას გაეცანით კომპანიის ოფიციალურ საიტზე - https://www.batobus.com/en/passes.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია