უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 პრატერის პარკი - უამრავი გასართობი

პრატერი ვენის გასართობი პარკია. მასში ყველაზე ძველი და ცნობილი "ეშმაკის ბორბალია". სულ პრატერის პარკი 250-ზე მეტ ატრაქციონს გთავაზობთ. პრატერი ვენის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა, რომელიც მდინარე დუნაისა და დუნაის არხს შორის მდებარეობს. მის მონახულებაზე ბევრი ტურისტი ოცნებობს. პარკის მთავარი "საფეხმავლო არტერია" 4,5კმ სიგრძის ცენტრალური ხეივანია, რომლის გასწვრივაც 2500 ხეა დარგული. ხეივანი პრატერშტერნის მოედანთან იწყება და რესტორან "ლუსტჰაუსთან" მთავრდება.



ატრაქციონებზე ქვემოთ მოგახსენებთ, მანამდე კი გეტყვით, რომ პრატერის პარკი სიმწვანეში ჩაფლული მშვენიერი სასეირნო ადგილიცაა. ბავშვებისთვის აქ მატარებელიც დადის რკინიგზის ხაზზე, რომელსაც "ლილიპუტბანი" ჰქვია, ბაიკერებისა და სკეიტბორდისტებისთვის კი სპეციალური ტრასებია გაყვანილი.



პრატერის გასართობი პარკი ერთ-ერთი უძველესია ევროპაში. აქ ჯერ კიდევ XVII საუკუნეში გაჩნდა პირველი ატრაქციონები. პარკში იხილავთ მადამ ტიუსოს მუზეუმს, სადაც ცნობილი პიროვნებების ცვილის ფიგურებია გამოფენილი. აქვეა მსოფლიოში ყველაზე დიდი ჯაჭვური კარუსელი, რომლის სიმაღლეც 117 მეტრია, სისწრაფე კი - 60კმ/სთ.




"ეშმაკის ბორბალი" 10 წუთის განმავლობაში დაგატკბობთ და თითქმის 65 მეტრ სიმაღლეზე აგიყვანთ.



პრატერის პარკში მრავალი ექსტრემალური ატრაქციონია.





აქვეა ნამდვილი ტელესკოპით აღჭურვილი პლანეტარიუმი.



პარკის ტერიტორიაზე მრავალი ბუფეტი, ლუდხანა და რესტორანია,სადაც გემრიელ კერძებსა და სასმელს შემოგთავაზებენ.



პრატერის პარკში ხუთშაბათს, პარასკევსა და შაბათს ახალგაზრდებისთვის ავსტრიის დედაქალაქში ყველაზე დიდი დისკოთეკა იმართება (18+).


პარკში შესვლა უფასოა, სხვადასხვა ატრაქციონზე კი განსხვავებული ფასებია (1,50-დან 5 ევრომდე). შეგიძლიათ სპეციალური ბარათი შეიძინოთ და ატრაქციონებზე 10%-იანი ფასდაკლება მიიღოთ.


პრატერის პარკამდე მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U1 ხაზით, გაჩერება Praterstern ან Vorgartenstraße, ან U2 ხაზით, გაჩერება Messe-Prater.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური საიტი: http://www.prateraktiv.at.


სასიამოვნო გართობას გისურვებთ!








© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!