უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 რა ღირს პროდუქტი ვენაში

ავსტრია იაფი ქვეყანა არაა. იაფი კი არა, საკმაოდ ძვირია. ამიტომ ის, თუ რა ღირს პროდუქტი, კერძოდ, ვენაში, აქტუალურია მათთვის, ვინც იქ ჩასვლას გეგმავს და ფული თავზე არ გადასდის. ერთი კი აშკარაა: თუ სასტუმროში კი არა, აპარტამენტში იცხოვრებთ, სადაც სამზარეულოა, და საჭმლის მომზადება არ დაგეზარებათ, რამდენიმე ათეული ევროს ეკონომიას გააკეთებთ, საჭმლის ყიდვა კი სუპერმარკეტებში მოგიწევთ, როგორიცაა Lidl, Hofer (უნგრეთში მას Aldi ჰქვია), Billa, Penny Market, Spar, Zeilpunkt, Merkur).



პროდუქტის ყიდვა ბაზარშიც შეგიძლიათ. ვენაში ასეთი ოთხია. ნაშმარკტი (Naschmarkt, ქალაქის ცენტრში), კარმელიტმარკტი (Karmelitmarkt, ქალაქის ებრაულ ნაწილში), ბრუნენმარკტი (Brunenmarkt, აღმოსავლური ბაზარი თურქულ კვარტალში, ცენტრიდან მოშორებით) და როჰუსმარკტი (Rochusmarkt). ახლა მოგაწვდით პროდუქტების მიახლოებით ფასებს ვენაში.


- სალიამი (Alpenaufschnitt) - 180გრ. - 1,89 ევრო;

- ქათმის ფილე - 1კგ. - 87 ევრო;

- პაშტეტი (პატარა ქილა) - 1 ევრო;

- სოსისი (Party Wurstel) - 360გრ. - 1,79 ევრო;

- კიტრი (ჩვეულებრივი) - 1კგ. - 0,79 ევრო;

- ხახვი - 1კგ. - 0,65 ევრო;

- პაპრიკა - 500გრ. - 0,99 ევრო;

- კარტოფილი - 1კგ. - 1 ევრო;

- შაქარი - 1კგ. - 0,60 ევროდან;

- რძე - 1ლ. - 0,5 ევროდან;

- კარაქი ნაღების - 500 გრ. - 5,3 ევრო;

- ყველი (ჩედარი) 1კგ. - 6 ევრო;

- იოგურტი - 250გრ. - 0,5 ევრო;

- კვერცხი - 10ც. - 1,9 ევროდან (ზომების მიხედვით);

- სპაგეტი - 1კგ. - 0,78 ევრო;

- მაკარონი - 500გრ. - 0,40 ევროდან;

- პური (დაჭრილი) 500გრ. - 0,59 ევრო;

- ბანანი - 1კგ. - 1,40 ევრო;

- საზამთრო - 1კგ. - 0,59 ევრო;

- წყალი - 0,5ლ. - 0,15 ევროდან;

- Pepsi Cola - 2ლ. - 1,5 ევრო;

- ლუდი - 0,5ლ. - 1 ევროდან;

- წვენი - 1ლ. - 1 ევროდან;

- ღვინო Spring Valley, ვარდისფერი - 0,75ლ. - 2,50 ევრო;

- ღვინო Spring Valley, რისლინგი - 0,75ლ. - 5 ევრო;


გაითვალისწინეთ, რომ Spar და Billa უფრო ძვირია, Lidl, Hofer, Penny Market და Zielpunkt - უფრო იაფი, ბიოპროდუქტი კი ჩვეულებრივზე გაცილებით ძვირია;

















© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!