უფასო ონლაინ-მეგზური პარიზში


 სად ვჭამოთ იაფად პარიზში

თუ ევროპის ყველაზე ელეგანტურ დედაქალაქში აპირებთ გამგზავრებას, მზად იყავით, რომ სიამოვნებისთვის ჯიბის შეთხელება მოგიწევთ. პარიზი ძვირი ქალაქია და ყველა ტურისტს როდი შეუძლია, თავს უფლება მისცეს, რომ ყოველდღე რესტორნებში ისაუზმოს, ისადილოს და ივახშმოს. ცენტრიდან დაშორებულ ადგილებშიც კი სიძვირეს, ცენტრალურ ქუჩებზე რომ არაფერი ვთქვათ. და მაინც, პარიზში შეგიძლიათ შედარებით იაფად ჭამოთ ისე, რომ ტურისტების გათელილი ბილიკებიდან არც კი გადაუხვიოთ. ამისთვის რამდენიმე ვარიანტს შემოგთავაზებთ, დანარჩენი კი თქვენი გადასაწყვეტია - გააჩნია, რამდენს გაიმეტებთ ჭამისთვის.



განათავსე შენი რეკლამა აქ!





თუ ეკონომიის გაწევა გსურთ, გირჩევთ მზა საჭმელი ისეთ სუპერმარკეტში იყიდოთ, როგორიცაა Lidl ან Leader Price. აქ ხშირად არის ფასდაკლებები. ოდნავ ძვირია პროდუქტები Auchan-ში, Carrefour-ში, Casino-ში, Franprix-ში, Monoprix-ში, Champion-ში, М-S-ში.


შეგიძლიათ სუპერმარკეტში შეიძინოთ, ვთქვათ, 1 ცალი ხრაშუნა ბაგეტი, 250 გრ. ყველი კამამბერი, ნახევარი კილო პომიდორი, 2ლ ახალგაწურული წვენი, გაყინული ხბოს ხორცის პაკეტი (შიგ ორი ულუფაა, რომელსაც მაღაზიაშივე გაგიცხელებენ მიკროტალღურ ღუმელში). გამოვა სადილი ორისთვის: 1+1,5+1+2+5,5=11 ევრო. პიკნიკს მარსის მოედანზე მოაწყობთ. ნუ იდარდებთ: უსახლკარო არავის ეგონებით. ასე ბევრი იქცევა:



ახლა მოგაწვდით ზოგიერთი პროდუქტის მიახლოებით ფასებს პარიზის მაღაზიებში:


- ბოსტნეულის სუპი-პიურე, 1ლ. - 1-2 ევრო;

- ფრანგული ბაგეტი - 0,8-1,8 ევრო;

- კრუასანი - 0,5 ევროდან;

- ყველი ბრი ან კამამბერი, 250 გრ. - 1-1,5 ევრო;

- ფლანი ან იოგურტი, 4 ცალი - 1-1,5 ევრო;

- რძე, 1 ლ. - 0,8 ევროდან;

- მზა ქათამი, 1კგ. - 3-4 ევრო;

- ბეკონი, 150გრ. - 2,8 ევრო;

- მანდარინი, 1კგ. - 2,5-4 ევრო;

- ბანანი, 1კგ. - 1 ევროდან;

- ვაშლი, 1კგ. - 2,1-3,4 ევრო;

- სასმელი წყალი, 1,5ლ. - 0,9 ევრო;

- ეკლერი - 1,8 ევროდან;

- ტარტალეტი, 4ც. - 4,5 ევრო;


პარიზში არის სწრაფი კვების ობიექტები: McDonald's, KFC, Quick, სადაც 7-8 ევროდ დანაყრდებით.


ტურისტებს ძალიან მოსწონთ სენდვიჩი-ბაგეტები - შუაზე გაჭრილი ბაგეტი, რომელშიც დებენ ლორს, ყველს, პომიდორსა და სალათის მწვანე ფოთლებს. ის საშუალოდ 3-5 ევრო ღირს. ყოველი დამატებითი ინგრედიენტი ფასს 1,5 ევროთი ზრდის. ყველაზე ძვირი სენდვიჩი-ბაგეტი ფუა-გრათი 13 ევრო ღირს. სენდვიჩი მოძრავ დახლებზეც იყიდება.



შეგიძლიათ მიირთვათ, აგრეთვე ფალაფელი - პარკოსნებისგან დამზადებული ბურთულები იოგურტის სოუსით ან ქუნჯუტის პასტით. მარეს კვარტალში მას ძველებური აღმოსავლური რეცეპტების მიხედვით ამზადებენ.



მიიჩნევა, რომ ყველაზე კარგად მას L'As du Fallafel-ში ამზადებენ. ამ კაფეში სადილობას 7-9 ევროდ შეძლებთ.



მისამართია: 34, rue des Rosiers, 75004 Paris. მუშაობს 12.00-დან.


პარიზში 80-ზე მეტი ბაზარია. იქ შეიძენთ ახალ ბოსტნეულს, ხილს, ხორცს, ყველს, ღვინოს და სხვა პროდუქტებს. მოვიყვანთ რამდენიმე მათგანს.


Le marché d’Aligre - მისამართი: Place d’Aligre, 75011. უახლოესი მეტროს სადგურებია: Faidherbe Chaligny (M8), Ledru-Rollin (M8). მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა.


Le marché des Batignolles - მისამართი: 34, Boulevard des Batignolles, 75017. უახლოესი მეტროს სადგურია: Place de Clichy (M2, M13). მუშაობს ყოველდღე, ორშაბათის გარდა.


Le marché de Barbès - მისამართი: Boulevard de la Chapelle, 75018. უახლოესი მეტროს სადგურია: Barbès — Rochechouart (M2, M4). მუშაობს ოთხშაბათს და შაბათს, 07.00-15.00.


ახლა რამდენიმე შედარებით იაფფასიან კაფე-რესტორანს შემოგთავაზებთ.


ძალზე მიმზიდველად გამოიყურება Flunch. ესენია რესტორნები Caulaincourt, 1-3 და Beaubourg, 21 ქუჩებზე, რომლებიც "შვედური მაგიდის" პრინციპით მუშაობენ.



თეფშის ზომის მიხედვით 3-5 ევროს იხდით და მას ნებისმიერი სალათითა და გარნირით ავსებთ. ცალკე მოგიწევთ გადახდა ხორცისთვის, ტკბილეულისა და სასმელისთვის. 7-9 ევროდ გვარიანად დანაყრდებით. პიცა 7 ევრო ღირს.


ასეთივე პრინციპით მუშაობს რესტორანი Monte Carlo (ტრიუმფალური თაღიდან შარ დე გოლის მოედნისკენ გაემართეთ და ვაგრამის პროსპექტის 9 ნომრამდე მიდით). თეფშის ზომის მიხედვით 12-16,5 ევროს გადახდა მოგიწევთ.


ბასტილიის მოედნის სიახლოვეს მდებარეობს საცხობი Le Grenier à Pain. აქ კრუასანები 1 ევრო ღირს, სენდვიჩები კი - 3,20 ევრო.


ახლა შემოგთავაზებთ რამდენიმე გამორჩეულ რესტორანს.


Le train bleu - ის ლიონის სადგურის შენობაში მდებარეობს და 1920-იან წლებში გაგგზავნით:



La Tour d’Argent - ის 1582 წლიდან არსებობს. ფანჯრიდან ნოტრდამი მოჩანს. აქ უყვარდათ სადილობა ჩარლი ჩაპლინსა და ბელმონდოს, აგრეთვე, როგორც ამბობენ, კარდინალ რიშელიეს.



Le Procope - ამ კაფეს ისტორია 1686 წლიდან იწყება. მას სტუმრობდნენ დენი დიდრო, ბენჯამინ ფრანკლინი, ჟან-ჟაკ რუსო, ვიქტორ ჰიუგო და სხვა ცნობილი ადამიანები. ის 1582 წლიდან არსებობს. კაფეში ინახება ნაპოლეონ ბონაპარტეს სამკუთხა ქუდი, რომელიც აქ მან თვითონ დატოვა, როდესაც სადილის ფული ვერ გადაიხადა. თქვენ ასე ვერ გამოძვრებით.



Le Grand Vefour - ეს რესტორანი სტუმრებს 1784 წლიდან მასპინძლობს. აქ უყვარდათ შევლა დანტონს, მარატს, რობესპიერს, ბალზაკს.



მოკლედ, არჩევანი თქვენზეა.












© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია



განათავსე შენი რეკლამა აქ!








დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!