ვენეცია საკმაოდ ძვირი ქალაქია. თუ ვენეციაში ყოფნისას გსურთ, რომ ჭამა-სმაზე, შეძლებისდაგვარად, ცოტა დახარჯოთ და არც სიამოვნება მოიკლოთ, ყურადღებით გაეცანით ამ სტატიას. შემოგთავაზებთ რამდენიმე ვარიანტს, არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ. ისევე, როგორც ევროპის სხვა დიდ ქალაქებში, ვენეციაშიც შედარებით იაფად გამოხვალთ, თუ პროდუქტს იაფფასიან სუპერმარკეტებში შეიძენთ და საჭმელს სახლში მოიმზადებთ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ქუჩაშივე დანაყრდეთ. წყალში ჩამდგარი ქალაქი ამის შესაძლებლობას იძლევა. მოგაწვდით ინფორმაციას, თუ სად ისაუზმებთ, ისადილებთ და ივახშმებთ იაფად ვენეციაში.
გაითვალისწინეთ, რომ ცენტრში ფასები უფრო მაღალია. უპირატესობა მიანიჭეთ იმ კაფე-რესტორნებს, სადაც ადგილობრივები დადიან - ღირსშესანიშნაობებიდან და ხალხმრავალი ადგილებიდან მოშორებით. შედით დაწესებულებებში ადგილობრივი სახელწოდებებით: ტავერნებში, პიცერიებში, ტრატორიებში (ოჯახური სამზარეულო).
ვენეციაში ჭამა საკმაოდ ძვირი ღირს. თუ ეკონომიის გაწევა გსურთ, გირჩევთ, მზა საჭმელი ისეთ სუპერმარკეტში იყიდოთ, როგორიცაა Coop, Billa, DESPAR, Punto, Conad, Lidl, Prix, Crai. ყველა სუპერმარკეტში საუცხოო ხარისხის პროდუქციას შემოგთავაზებენ, თანაც, სუპერმარკეტებში ხშირად იმართება ფასდაკლების აქციები. შემოგთავაზებთ ზოგიერი მათგანის მისამართს:
- Coop - San Marco Riva del Carbon 4173/4177; Calle del mondo Novo 5811; Calle Stua Cannaregio 3662;
- Billa - Strada Nova-ს რაიონში;
- Punto - San Marco 3988;
- DESPAR - Riva del Carbon 4790-4791-4792; Cannaregio 1939-1952;
- Punto Simply - Ponte del Teatro.
- Conad City - Santa Croce 892; Strada Nova 3660.
ახლა მოგაწვდით ზოგიერთი პროდუქტის მიახლოებით ფასებს ვენეციის სუპერმარკეტებში:
- სალიამი (1კგ.) - 18 ევროდან;
- საქონლის ხორცი (1კგ.) - 10 ევროდან;
- ფარში (1კგ.) - 14 ევრო;
- ყველი (1კგ., ადგილობრივი) - 12 ევროდან;
- პომიდორი (1კგ.) - 2 ევრო;
- რძე (1ლ.) - 1,13 ევრო;
- კვერცხი (12 ცალი) - 3 ევრო;
- ქათმის ფილე (1კგ.) - 9,30 ევრო;
- პური (500გრ.)- 2 ევრო;
- მარწყვი - 2-3 ევრო;
- ფინიკი - 2 ევრო;
- ვაშლი (1კგ.) - 1,5 ევროდან;
- ფორთოხალი (1კგ.) - 3 ევრო;
- წყალი (1,5ლ.) - 0,5 ევრო;
- ღვინო (1 ბოთლი) - 5 ევროდან;
- სიგარეტი (1 კოლ.) - 6 ევრო.
მაშ, ასე: თუ ეკონომიურად გინდათ გამოხვიდეთ, საჭმელი სუპერმარკეტებში შეიძინეთ.
თუკი გარეთ აპირებთ ჭამას, გირჩევთ ეწვიოთ ოსტერიას ან ბაკაროს. მეორეში ფეხზე დგომა მოგიწევთ, ოსტერიაში კი მაგიდა და სკამებია. ამ დაწესებულებებში შეგიძლიათ შეუკვეთოთ პოპულარული ადგილობრივი კოქტეილი Aperol Spritz და ჩიკეტი (cichetti):
ახლა კი რამდენიმე ბიუჯეტურ კაფეს შემოგთავაზებთ:
პიცერია All Anfora:
მისამართი: Calle Larga dei Bari, 1223 (ფეხით 10 წუთის სავალზე რკინიგზის სადგურიდან ან რომის მოედნიდან). მუშაობის საათები - 12:00-15:00/17:00-22:30.
პიცერია Antico Forno:
მისამართი: Ruga Rialto, 973 (რიალტოს ხიდთან). მუშაობის საათები - 11:30/21:30.
Bigoi Venezia:
მისამართი: Calle Crosera, 3829. მუშაობის საათები: 11:30-22:00.
Cocaeta:
მისამართი: Fondamenta S.Giobbe, 549. მუშაობის საათები: 12:30- 15:30/18:00-21:00.
Pizzeria L'Angelo:
მისამართი: Calle de la Mandola, 3711 (სან მარკოს მოედანთან). მუშაობის საათებია 11:30-22:00, ორშაბათს - 12:30-16:00.
We Love Italy:
მისამართი: Calle de L'Orso, 5529. მუშაობის საათებია 12:00-20:00.
Brek bar ristorante:
მისამართი: Sestriere Cannaregio, 124.
ვენეციაში შეხვდებით, აგრეთვე, Mcdonald's, Burger King-ს და სწრაფი კვების სხვა მსგავს ობიექტებს.
სასიამოვნო დროსტარებას გისურვებთ!!!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია