იტალიის ნებისმიერი ქალაქის მსგავსად, ტურისტების მისაზიდად ვენეციის ქუჩებიც აჭრელებულია მაღაზიების აბრებით. გავრცელებულია აზრი, რომ ვენეცია არცთუ ხელსაყრელი ადგილია შოპინგისთვის, რომ ამ მიზნისთვის სხვა ქალაქები უფრო გამოდგება. ვფიქრობ, ასე ისინი ლაპარაკობენ, ვისაც შოპინგისის დრო ენანება - ვენეციაში ხომ ძალზე ბევრი ღირსშესანიშნაობაა, რათა მათ მაღაზიები ანაცვალოთ. მაგრამ რადგან ვენეციაში აღმოჩნდით, ისეთ ადგილებს შემოგთავაზებთ, რომლებიც აუცილებლად გამოგადგებათ.
ჩამოგითვლით ვენეციის საუკეთესო რაიონებს შოპინგისთვის.
ქუჩები ვენეციის ცენტრში, აგრეთვე მთელი რაიონი მერჩერი (Mercerie), რომელიც სან-მარკოს მოედნიდან რიალტოს ხიდამდეა გადაჭიმული. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ისეთი ცნობილი ფირმების ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები და საიუველირო ნაკეთობები, როგორიცაა Valentino, Chanel, Versace, Prada, Max Mara Fendi, Ferre, Gucci, Salvatore Ferragamo და სხვ.
მაგრამ აქ სიძვირეა. უფრო დემოკრატიული ფასებია Strada Nova-ს ქუჩაზე, რომელიც პოპულარობით სარგებლობს ტურისტებს შორის. იქ სუვენირების ყიდვაც შეგიძლიათ. ერიდეთ ხელზე მოვაჭრეებს, ვინაიდან ცნობილი ბრენდების გაყალბებული ნაწარმის შეძენისას ჯარიმდება როგორც გამყიდველი, ისე მყიდველი.
მაღაზია Fratelli Rossetti:
აქ იყიდება მაღალი ხარისხის ფეხსაცმელი, ჩანთები, ტყავისა და ბეწვეულის სამოსი. მისამართი: San Marco 1477.
მაღაზია Segalin:
სეგალინების ოჯახი საუცხოო ფეხსაცმელს ამზადებს. ის მესტრეში, ვენეციის სახმელეთო ნაწილში მდებარეობს. მისამართი: Via S. Pio X, 30. მისასვლელად ისარგებლეთ ავტობუსით 4L - გაჩერება Mestre Centro B1, ან 6E - გაჩერება Mestre Centro B4.
მაღაზია Bottega Venetta:
ამ ფირმის ფეხსაცმელი და ჩანთები მთელ მსოფლიოშია ცნობილი. მისამართი: Salizada S. Moisè, 1473, სან-მარკოს მოედანთან ახლოს.
მაღაზია Max Mara:
აქ მისაღები ფასები და საუცხოო ასორტიმენტია, კერძოდ, Max Mara, SportMax, Max Mara Weekend. მისამართი: San Marco, 5033.
ვენეციის ცენტრში, საუცხოო არხების გასწვრივ სეირნობისას შეხვდებით ისეთ ცნობილ მაღაზიებს, როგორიცაა Zara, Benetton, Intimissimi და სხვ.
სავაჭრო ცენტრებიდან გამოვყოფთ შემდეგს:
T Fondaco Dei Tedeschi:
ეს სავაჭრო ცენტრი რიალტოს ხიდის გვერდით მდებარეობს. მასში განთავსებულია ლუქსის მარკის მაღაზიები. შენობა 1228 წელსაა აშენებული, თუმცა ბოლო რეკონსტრუქცია მას 2016 წელს ჩაუტარდა. თუ არაფერს იყიდით, დათვალიერებით მაინც ისიამოვნებთ. მისამართი: Calle del Fontego dei Tedeschi, Rialto Bridge.
Coin Mestre:
ეს ცენტრი ვენეციის სახმელეთო ნაწილში მდებარეობს. მასში მრავალფეროვანი ასორტიმენტი და გაცილებით დემოკრატიული ფასებია. აქ იყიდება ქალის, მამაკაცის, ბავშვის ტანსაცმელი, თეთრეული, ჩანთები, ჭურჭელი, საოჯახო ტექსტილი, პარფიუმერია, კოსმეტიკა. მისამართი: Piazza XXVII Ottobre Ang. C.C.Le Barche, Via Antonio Lazzari, 4.
მისასვლელად ისარგებლეთ ავტობუსით 4L - გაჩერება Mestre Centro B1, ან 7E - გაჩერება Pascoli, ან 7 - გაჩერება Sarpi.
ანტიკვარიატის ბაზრობა Mercantino dell’Antiquariato:
მუშაობს მხოლოდ შემდეგ თვეებში (პარასკევს, შაბათსა და კვირას): მარტი, ივნისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, დეკემბერი. აქ იხილვთ ნახატებს, ქანდაკებებს, მურანოს მინის ნაკეთობებს და სხვა ნივთებს.
მისამართი: Campo San Maurizio.
Mercato Santa Maria dei Miracoli:
ეს არის 1000 წვრილმანის ბაზრობა. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც სუვენირები, ისე სახვა ძველებური ნივთები. ეწვიეთ - არ ინანებთ.
მისამართი: Cannaregio, Campo Santa Maria Nova, 30121.
წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!!!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია