უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 ვენის საერთაშორისო აეროპორტი

ვენა-შვეხატი, იგივე ვენის საერთაშორისო აეროპორტი, ავსტრიის ყველაზე დატვირთული აეროპორტია. ის ვენის გარეუბან შვეხატში მდებარეობს და დედაქალაქის ცენტრიდან 18 კილომეტრითაა დაშორებული. 2008 წელს ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტად აღიარეს. ვენა-შვეხატს შეუძლია ფართოფიუზელაჟიანი თვითმფრინავების მიღებაც. იგი 1954 წლიდან მოქმედებს. აქვს სამი ტერმინალი და ორი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი.



აეროპორტიდან ვენის ცენტრში მოსახვედრად და პირიქითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ მატარებლით, ავტობუსით და ტაქსით. მოგაწვდით ინფორმაციას თითოეული მათგანის შესახებ, არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ.


მატარებელი CAT (City Airport Train):


მიდის აეროპორტიდან მეტროს სადგურამდე Wien Mitte/Landstraße (U3,U4 ხაზი) გაუჩერებლად. ანდომებს 16 წუთს. დადის 30-წუთიანი ინტერვალით აეროპორტიდან 06:09-23:39 შუალედში, Wien Mitte/Landstraße-დან - 05:37-23:07 შუალედში.



მატარებლის მოსაძებნად მიჰყევით CAT-ის მწვანე მაჩვენებელს.


ბილეთები იყიდება ავტომატებში, აეროპორტის ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში, ბარგის ასაღებ დარბაზში.


ბილეთის ღირებულებაა:


მოზრდილებისთვის ერთ მხარეს - 12 ევრო, აქეთ-იქით - 21 ევრო (ძალაშია ყიდვიდან 6 თვის განმავლობაში), 15 წლამდე ბავშვებისთვის - უფასოდ. გათვალისწინებულია შეღავათი Vienna City Card-ის მფლობელებისთვის (ბარათის შესახებ იხილეთ ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი).


მატარებელი S7 ქალაქის რკინიგზის ხაზზე S-Bahn:


ეს ყველაზე ეკონომიური საშუალებაა აეროპორტიდან ფლორიდსდორფამდე (ვენის 21-ე რაიონი) მისასვლელად. ყურადღება მიაქციეთ ტაბლოსა და მატარებელს, რადგან ის ზოგჯერ მხოლოდ მეტროს სადგურ Wien Mitte/Landstraße (U3,U4 ხაზი)-მდე მიდის. ჩამოფრენისთანავე მოძებნეთ ლოგოტიპი S7. მატარებელი Wien Mitte/Landstraße (U3,U4 ხაზი)-მდე მისვლას ანდომებს 25 წუთს, ვინაიდან შიგადაშიგ ჩერდება. დადის 30-წუთიანი ინტერვალით აეროპორტიდან 05:18-00:18 შუალედში, Wien Mitte/Landstraße-დან - 04:19-23:49 შუალედში.



ბილეთის ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის - 4,20 ევრო, (1,80 ევრო - აეროპორტიდან ვენის საზღვრამდე + 2,40 ევრო ვენის შიგნით), 6-14 წლის ბავშვებისთვის - 2,10 ევრო (შესაბამისად, 0,90 ევრო + 1,20 ევრო). Vienna City Card-ის მფლობელებისთვის (ბარათის შესახებ იხილეთ ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი) - აეროპორტიდან ვენის საზღვრამდე - მხოლოდ 1,80 ევრო.


ჩქარი მატარებელი ÖBB Railjet:


მიდის აეროპორტიდან ვენის ცენტრალურ რკ./სადგურამდე და რკ./სადგურ ვენა-მეიდლინგამდე გაუჩერებლად. ცენტრალურ რკ./სადგურამდე მისვლას ანდომებს 15 წუთს, ვენა-მეიდლინგამდე - 30 წუთს. დადის 30-წუთიანი ინტერვალით აეროპორტიდან 06:33-23:03 შუალედში, ვენა-მეიდლინგიდან აეროპორტისკენ - 05:34-22:00 შუალედში, ცენტრალური რკ./სადგურიდან აეროპორტისკენ - 05:42-22:12 შუალედში.



ბილეთის ღირებულება იგივეა, რაც S7-ის შემთხვევაში.


ავტობუსი Vienna Airport Lines:


ავტობუსი კარგი ვარიანტია აეროპორტიდან ცენტრამდე მისასვლელად, თუ პიკის საათი არ არის. არსებობს სამი მარშრუტი.



მარშრუტი VAl1:

- აეროპორტი - ვენის ცენტრალური რკ./სადგური (მეტროს U1 ხაზი) - ვენის დასავლეთი სადგური (ევროპის მოედანი, მეტროს U3, U6 ხაზი) - 40 წუთში, 30-წუთიანი ინტერვალით 06:00-00:00 შუალედში.

- ვენის დასავლეთი სადგური (ევროპის მოედანი, მეტროს U3, U6 ხაზი) - ვენის ცენტრალური რკ./სადგური (მეტროს U1 ხაზი) - აეროპორტი - 40 წუთში, 04:30-ზე და 30-წუთიანი ინტერვალით 05:30-00:00 შუალედში.


მარშრუტი VAl2:

- აეროპორტი - მორცინპლაცი/შვედენპლაცი (მეტროს U1, U4 ხაზი) - 22 წუთში, 01:15,02:45,04:45-ზე და 30-წუთიანი ინტერვალით 04:45-01:15 შუალედში.

- მორცინპლაცი/შვედენპლაცი (მეტროს U1, U4 ხაზი) - აეროპორტი - 20 წუთში, 00:30, 02:00, 04:00-ზე და 30-წუთიანი ინტერვალით 04:00-23:00 შუალედში.


მარშრუტი VAl3:

- აეროპორტი - დონაუცენტრუმი (მეტროს U1 ხაზი) - 39 წუთში, 30-წუთიანი ინტერვალით 06:21:00 შუალედში.

- დონაუცენტრუმი (მეტროს U1 ხაზი) - აეროპორტი - 42 წუთში, 60-წუთიანი ინტერვალით 04:58-19:58 შუალედში.


ბილეთის ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის ერთ მხარეს - 8 ევრო, იქით-აქეთ - 13 ევრო; 6-14 წლის ბავშვებისთვის - შესაბამისად, 4 და 8 ევრო.


ავტობუსი Air-Liner:


- აეროპორტი (ავტობუსის ტემინალი 3, პლატფორმა 9) - VIB Erdberg (გაჩერება A, გადაჯდომა მეტროს U3 ხაზზე) - ცენტრალური რკ./სადგური (გაჩერება P1, გადაჯდომა მეტროს U1 ხაზზე) - ყოველდღე 05:20-დან 22:20-მდე.

- ცენტრალური რკ./სადგური (გაჩერება P1, გადაჯდომა მეტროს U1 ხაზზე) - VIB Erdberg (გაჩერება A, გადაჯდომა მეტროს U3 ხაზზე) - აეროპორტი - ყოველდღე 04:50-დან 21:50-მდე.


ბილეთის ღირებულებაა:


- მოზრდილებისთვის ერთ მხარეს - 5 ევრო, იქით-აქეთ - 9 ევრო; 6-12 წლის ბავშვებისთვის - შესაბამისად, 2,50 და 4,50 ევრო.


ტაქსი:


ტაქსით მგზავრობის ღირებულება მრიცხველის ჩვენების მიხედვით უნდა გადაიხადოთ (ჩასხდომა 2,50 ევრო ღირს). აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე ეს სიამოვნება 40 ევრომდე დაგიჯდებათ.



ინფორმაცია აღებულია ოფიციალური საიტიდან: www.wien-info.









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!