უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 ვენის მეტროპოლიტენი და სქემა

მეტროპოლიტენი ავსტრიის დედაქალაქში გადაადგილების ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი და საიმედო საშუალებაა. იგი მცირე სიღრმეზე მდებარეობს, ხშირად კი მიწის ზემოთ მოძრაობს. სადგურებს შორის საკმაოდ მცირე მანძილია (სულ 109 სადგურია), არც ისეთი ხმაურია, როგორიც ჩვენთან. მეტროპოლიტენის გახსნის თარიღად 1976 წლის 8 მაისი მიიჩნევა, თუმცა ახლანდელი ქსელი ქალაქის რკინიგზის იმ მონაკვეთებსაც შეიცავს, რომლებიც 1898-1901 წლებშია დაგებული. ყველა ხაზის ჯამური სიგრძე 83 კილომეტრამდეა.



ვენის მეტროში ვერაფრით დაიკარგებით. ორიენტაცია ძალზე ადვილია. თუ არ იცით, სად მდებარეობს თქვენთვის საჭირო სადგური, შეხედეთ საინფორმაციო ტაბლოს, რომელიც ყველგანაა, შემდეგ კი ხაზის ფერითა და სახელწოდებით იხელმძღვანელეთ. ჭერსა და იატაკზე ფერადი მანათობელი ხაზები მეტროს შესაბამის ხაზთან მიგიყვანთ.



შეზღუდული პასუხიმგებლობის მქონე ადამიანებისთვის მეტროში სპეციალური ლიფტია. ამავე ლიფტით სარგებლობენ საბავშვო ეტლების, მძიმე ჩემოდნებისა და ველოსიპედების გადასატანად.


ვენის მეტროში ტურნიკეტები არაა. ბილეთი მეტროში შესვლისას უნდა დააკომპოსტიროთ.


ყველა სადგურში უფასო ტუალეტია. საკვანძო სადგურებზე არის გასასვლელი ტრამვაის ხაზთან, რაც ძალზე მოსახერხებელია. ზოგან მეტროს ამოსასვლელი პირდაპირ ქუჩაში გაგიყვანთ:



ვენის მეტროპოლიტენი აღინიშნება ასე - U (U-Bahn) და მას 5 ხაზი აქვს:


- U1 - წითელი;

- U2 - იასამნისფერი;

- U3 - ყვითელი;

- U4 - მწვანე;

- U6 - ყავისფერი;

- U5 - მშენებარე.


მუშაობის საათები: 05:00-00:00. შაბათ-კვირას და დღესასწაულებზე ღამითაც მუშაობს 15-წუთიანი ინტერვალით.


ყურადღება!!! მეტროს ზოგიერთი ხაზის მოდერნიზაციასთან დაკავშირებით სხვადასხვა სადგურებს შორის შესაძლოა განსაზღვრული დროით შეწყდეს მატარებლების მოძრაობა. მეტროპოლიტენის უწყება გთავაზობთ ამ პერიოდში ისარგებლოთ სხვა ხაზებით ან სპეციალურად დანიშნული ტრამვაითა და ავტობუსით. საჭირო ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: www.wienerlinien.at.


ბილეთის ღირებულებაა 2,40 ევრო. ვინაიდან ვენის ცენტრალურ ზონაში მოქმედებს ერთიანი ბილეთი ყველა სახის ტრანსპორტზე, მეტროში, ტრამვაისა და ავტობუსში ერთნაირი ბილეთებია. ოღონდ ის პერონზე გასვლამდე დააკომპოსტირეთ, თორემ ჯარიმის სახით 100 ევროს გადახდა მოგიწევთ. ბილეთების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად იხილეთ ვენის საზოგადოებრივი ტრანსპორტი).



აი, ვენის მეტროპოლიტენის სქემა:



U1 წითელი ხაზის სადგურებიდან გამოვყოთ: Stephansplatz (აქ წმინდა შტეფანის ტაძარი მდებარეობს), Karlsplatz (ვენის ოპერა), Praterstern (პრატერის პარკი და "ეშმაკის ბორბალი"), Haupbahnhop (ცენტრალური რკ./სადგური);


U2 იასამნისფერი ხაზის სადგურებიდან გამოვყოთ: Rauthaus (ვენის რატუშა), Karlsplatz (ვენის ოპერა), Museumsquartier (მუზეუმების კვარტალი და მარია ტერეზიას მოედანი);


U3 ყვითელი ხაზის სადგურებიდან გამოვყოთ: Stephansplatz (წმინდა შტეფანის ტაძარი), Herrengasse (ჰოფბურგის სასახლე), Erdberg (ვენის ცენტრალური ავტოსადგური);


U4 მწვანე ხაზის სადგურებიდან გამოვყოთ: Kettenbruckengasse (ბაზარი ჰაშმარკტი), Landstraße (აქ მოდიან S7 და CAT მატარებლები ვენის შვეხატის აეროპორტიდან. აქედან ფეხით 10 წუთის სავალზეა ჰუნდერტვასერის სახლი;


U6 ყავისფერი ხაზი ყველაზე გრძელია და ქალაქის ისტორიულ ცენტრს არ გაივლის. ის აერთებს ქალაქის ჩრდილოეთსა და სამხრეთს, დუნაის ორ ნაპირს.









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!