უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 ვენის ფილარმონია

ფილარმონია ავსტრიის დედაქალაქის მუსიკალური ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრია. აქ გამოდის ვენის ფილარმონიის მსოფლიოში სახელგანთქმული ორკესტრი, ჩამოდიან მოწვეული კოლექტივები. ფილარმონია პოპულარულია ვენის სტუმრებისთვისაც, ვინაიდან მუსიკოსები საკმაოდ ხშირად გამოდიან მოცარტის ეპოქის კოსტიუმებში და XVII საუკუნის ატმოსფეროს ქმნიან. ამ შენობაში, რომლის პროექტის ავტორიც თეოფილ ჰანსენია, პირველი კონცერტი 1870 წლის 6 იანვარს შედგა ფრანც იოზეფ I-ის მმართველობის პერიოდში.



"მსოფლიოს უპირველესი დარბაზი" - ასე უწოდებენ ვენის ფილარმონიის ოქროს დარბაზს. ის საოცრად სუფთა აკუსტიკით გამოირჩევა. მაყურებელთა დარბაზში 1744 დასაჯდომი და 300 დასადგომი ადგილია.



ცენტრალური ელემენტი აქ არის Rieger-Orgelbau-ს შექმნილი ორგანი. ის მეოთხე ორგანია, რომელიც აქ გახსნის შემდეგ დაიდგა, კერძოდ, 2011 წელს.


საუკუნეზე მეტია, ვენის ფილარმონიის სიმფონიური ორკესტრი აქ რეგულარულად მართავს კონცერტებს, ყოველწლიურად კი, 1-ელ იანვარს, საახალწლო კონცერტი ტელეეთერით მთელ მსოფლიოში გადაიცემა.



"ოქროს დარბაზის" გარდა, არის ბრამსის დარბაზიც. მასში 600 ადამიანი ეტევა.



2004 წლიდან კი 4 ახალი დარბაზი გაჩნდა: შუშის (380-ადგილიანი, ხშირად გამოიყენება ორკესტრის რეპეტიციებისთვის), ლითონის (70-ადგილიანი, ალტერნატიული საკონცერტო ღონისძიებებისთვის), ქვის (60-ადგილიანი, კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და საზეიმო ღონისძიებებისთვის) და ხის, 50-ადგილიანი, რომელიც შუშის დარბაზის ფოიესგან გასაწევი კედლითაა გამოყოფილი.


2016 წლიდან ფილარმონიაში შუქდიოდები დააყენეს, რამაც მნიშვნელოვნად შეამცირა ელექტროენერგიის მოხმარება.


ავსტრიის იმპერიის დედაქალაქში პირველი პროფესიული ორკესტრის შექმნის თარიღად მიიჩნევა 1842 წელი. პირველი კონცერტი შედგა 28 მარტს. ფილარმონიის მოწვეულ დირიჟორებს შორის გამოვყოფთ კარლ ბიომს, კარლო მარია ჯულინის, ვილჰელმ ფურტვენგლერს, ჰერბერტ ფონ კარაიანს, გეორგ შოლტის.


შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ 45-წუთიან ექსკურსიებში, რაც მოზრდილებისთვის 10 ევრო ღირს, 12-18 წლის ახალგაზრდებისთვის - 6 ევრო, 12 წლამდე ბავშვებისთვის ქსკურსია უფასოა.


ვენის ფილარმონიაში გამართულ კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 8-დან 80 ევრომდეა ადგილის მიხედვით.


ვენის ფილარმონიის ოფიციალური საიტია: https://www.musikverein.at/en.


ვენის ფილარმონიის მისამართია - Musikvereinplatz 1.


მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U1 და U2 ხაზით - გაჩერება Karlsplatz.









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!