უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 ვენის დიდებული რატუშა

ვენის რატუშა ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. მას "ახალსაც" უწოდებენ, რადგან 1883 წლამდე ქალაქის საბჭო სხვაგან, კერძოდ, ვიპლინგენშტრასეზე იყო განთავსებული, მაგრამ გარეუბნების შემოერთებამ დედაქალაქის მოსახლეობა გაზარდა და ძველი რატუშა საქმეს ვეღარ სწვდებოდა. ამიტომ 1873-1883 წლებში ახალი შენობა ააშენეს ადგილობრივი არქიტექტორის, ფრიდრიჰ შმიდტის პროექტის მიხედვით, რომელსაც მოგვიანებით ძეგლი დაუდგეს ეს ძეგლი რატუშის უკან, ეზოში მდებარეობს.



ვენის რატუშა ნეოგოტიკური სტილისაა და ბრიუსელის რატუშის მოდელის მიხედვითაა აგებული. მისი სიგრძე 152 მეტრია, სიგანე - 127 მეტრი. ცენტრალური კოშკის სიმაღლე 103,3 მეტრია. მის თავზე რკინის მცველი - "რატჰაუსმანია". აქ გადმოსახედი მოედანია, რომელზე ასასვლელადაც 256 საფეხურის დაძლევა მოგიწევთ.



რატუშაში 1575 ოთახი და 2035 ფანჯარაა. შენობაში განთავსებულია 2 ბიბლიოთეკა და 2 არქივი.


აი, როგორ გამოიყურება ერთ-ერთი ცენტრალური შიგა კიბე:



ერთ-ერთი ეზო:



საბანკეტო დარბაზი:



რატუშა ყოველწლიურად 800-მდე ღონისძიებას მართავს. მათ შორის აღსანიშნავია "ცხოვრების მეჯლისი", "ყვავილების მეჯლისი", საცხენოსნო სპორტის ფესტივალი, ჯაზის ფესტივალი, ვენის ფილარმონიის საახალწლო კონცერტი.


სრული პროგრამა იხილეთ საიტზე: http://www.wiener-rathausplatz.at.


ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს 13:00-ზე იმართება უფასო ექსკურსია შენობის დასათვალიერებლად.


აი, როგორ გამოიყურება რატჰაუსპლაცი წელიწადის თბილ დროს:



აქ იმართება სხვადასხვაგვარი ფესტივალები, მოისმენთ ნაირგვარ მუსიკას, უყურებთ ფილმებს - სრულიად უფასოდ.


ზამთარში რატუშის წინ უზარმაზარი საციგურაო მოედანი ჩნდება:



დეკემბერში შეგიძლიათ საშობაო ბაზრობას ეწვიოთ.



დახლები სავსეა სუვენირებით, სათამაშოებით, ტკბილეულით. იხილავთ ატრაქციონებს, კარუსელებს, მატარებლებს, ჯუჯა ცხენებს, სპექტაკლებს, სასაცილო კონკურსებს.


ვენის რატუშის მისამართია - Rathauseplatz 1.


დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ ოფიციალური საიტი: https://www.wien.gv.at/english/cityhall.


მისასვლელად ისარგებლეთ მეტროს U2 ხაზით - გაჩერება Rathaus.









© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!