უფასო ონლაინ-მეგზური ავსტრიასა და ვენაში


 ავსტრიის ვალუტა

1892-1918 წლებში ავსტრიის ფულადი ერთეული იყო ავსტრიულ-უნგრული კრონა, 1919-1925 წლებში - ავსტრიული კრონა, 1925-1938 და 1945-2001 წლებში - ავსტრიული შილინგი, 2002 წლიდან დღემდე კი - ევროა. შეგახსენებთ, რომ ევრო ევროკაშირის ქვეყნების ფულადი ერთეულია. ავსტრია ევროკავშირის წევრია 1995 წლიდან და იგი ერთ-ერთი პირველია იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც ევრო თავის ფულად ერთეულად აღიარეს. თუმცა ევროკავშირში ისეთი ქვეყნებიცაა, მაგალითად, უნგრეთი, რომლებმაც, ევროს პარალელურად, თავიანთი ეროვნული ვალუტაც შეინარჩუნეს.


1 ევრო შედგება 100 ევროცენტისგან.


მიმოქცევაშია 1, 2, 5, 10, 20, 50 ევროცენტისა და 1 და 2 ევროს ღირებულების მონეტები, აგრეთვე, 5, 10, 20, 50, 100, 200 და 500 ევროს ღირებულების ბანკნოტები.


ევროკავშირის ყველა ქვეყანაში ევროს ბანკნოტები ერთნაირია. აი, როგორ გამოიყურება ისინი:



მონეტებს კი თითოეული ქვეყანა თვითონ ჭრის. მონეტების წინა მხარე (ავერსი) ყველგან ერთნაირია, უკანა მხარე (რევერსი) კი - განსხვავებული. მაგალითად, ავსტრიაში მოჭრილ 1-ევროიან მონეტაზე მოცარტია გამოსახული. ასე რომ, ავსტრიაში შესაძლოა არაავსტრიული წარმოშობის მონეტები შეგხვდეთ, მაგრამ არ ინერვიულოთ - ისინი სრულიად კანონიერია.


გაგაცნობთ, რა არის გამოსახული ავსტრიაში მოჭრილ ევრომონეტებზე:



2 ევრო - ბერტა ფონ ზუტნერი, ცნობილი ავსტრიელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი;

1 ევრო - სახელგანთქმული კომპოზიტორი ვოფგანგ ამადეუს მოცარტი;

50 ევროცენტი - ვენის სეცესიონი (უფრო დაწვრილებით იხილეთ ვენა 3 დღეში);

20 ევროცენტი - ბელვედერის სასახლე;

10 ევროცენტი - წმინდა შტეფანის ტაძარი;

1, 2, 5 ევროცენტი - სხვადასხვა ალპური ყვავილები.










© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია




დაჯავშნე სასტუმრო იაფად!




იმგზავრე იაფად!