ნეაპოლში უნიკალური არქიტექტორული ძეგლები, მუზეუმები და ისტორიული შენობებია. გამონაკლისი არც სამეფო სასახლეა ("პალაცო რეალე" - Palazzo Reale), რომელიც ქალაქის ცენტრალურ, პლებისციტის მოედანზე (Piazza del Plebiscito)) მდებარეობს და თავისი დიდებულებით გამოირჩევა. ის სიცილიის ორივე სამეფოს ბურბონების დინასტიის მონარქების მთავარი რეზიდენცია იყო. მისი სიგრძე თითქმის 170 მეტრია. შენობის გაყოლებაზე, ორ იარუსზე, ფანჯრებია ჩაყენებული, პირველი იარუსის ცენტრში კი მეფეთა გერბებს იხილავთ.
სამეფო სასახლე ააგო არქიტექტორმა დომენიკო ფონტანამ XVII საუკუნის შუა წლებში, როგორც ესპანეთის მეფე ფილიპ III-ის რეზიდენცია, თუმცა მონარქი ასემც არ ჩავიდა ნეაპოლში.
სასახლეს არაერთხელ ჩაიტარდა რეკონსტრუქცია. 1768 წელს მასში სამეფო კარის თეატრი ააგეს, 1888 წელს კი პირველი სართულის ნიშებში ნეაპოლის მეფეთა ქანდაკებები დადგეს.
"პალაცო რეალეში" მუდმივად ცხოვრობდნენ ესპანეთისა და ავსტრიის სამეფო ოჯახების წევრები და მათი დიდგვაროვნები, მეფე ფერდინანდ I, ბურბონები, სავოიის დინასტიის წარმომადგენლები, აგრეთვე, ნაპოლეონის მარშალი მიურატი მეუღლითურთ, იმპერატორის და კაროლინა ბონაპარტი და სხვ.
1837 წელს სასახლეს მთელი ფრთა მიაშენეს, რომელშიც ნაციონალური ბიბლიოთეკა განათავსეს. უამრავ წიგნთან ერთად იქ ინახება იტალიის უძველეს ქალაქ ჰერკულანუმში აღმოჩენილი პაპირუსები.
სასახლეს მდიდრული ინტერიერი აქვს: დიდებული დარბაზები, მოხატული ჭერი და კედლები, გობელენები, ჭაღები - ხელოვნების ნამდვილი ნიმუშებია. გამოვყოფ ცენტრალურ დარბაზს, ჰერაკლეს დარბაზს, სატახტო დარბაზს.
ეს დარბაზები შეადგენს სასახლის ისტორიული აპარტამენტების მუზეუმს. მათში განთავსებულია ფერწერული ტილოების კოლექცია, რომელშიც ყველაზე პოპულარულია გვერჩინოს, ტიციან ვეჩელიოს, ანდრეა ვაკაროს, სპანიელეტოს, მატია პრეტის, ლუკა ჯორდანოს და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრები.
შენობის შიგნით მდებარეობს "ღირსების ეზო" და ეზო ეტლებისთვის.
სასახლეში მოწყობილია დროის გალერეა, რომელიც მოგითხრობთ ნეაპოლის 2500-წლიან ისტორიას. შენობის გარეთ იხილავთ სამნაირ ბაღს. ესენია:"რომანტიკული ბაღი", "ბაღი იტალია" და "ბაღი სახურავზე".
ნეაპოლის სამეფო სასახლის მისამართია: Piazza Plebiscito 1.
მისასვლელად ისარგებლეთ:
- მეტროს ყვითელი L4 ხაზით, გაჩერება Municipio; იქიდან ფეხით გაუყევით სან-კარლოს ქუჩას პლებისციტის მოედნამდე;
- ავტობუსით №Е6, გაჩერება Trieste E Trento; №N1, N3, R2, გაჩერება San Carlo-Trieste E Trento; №151, 154, გაჩერება Acton.
მუშაობს ყოველდღე, გარდა ორშაბათისა: 09:00-20:00. დასვენების დღეებია 1-ლი იანვარი და 25 დეკემბერი.
ბილეთის ღირებულებაა:
- სრული ბილეთი (აპარტამენტები+დროის გალერეა+დროებითი გამოფენები) - 10 ევრო;
- ევროკავშირის 18-25 წლის მოქალაქეებისთვის - 2 ევრო;
- Campania Artecard ბარათის მფლობელებისთვის - 5 ევრო;
- 18 წლამდე - უფასოდ.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://palazzorealedinapoli.org.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.