ნეაპოლის საერთაშორისო აეროპორტი მდებარეობს გარეუბან კაპოდიჩინოში, ქალაქის ცენტრიდან 7 კილომეტრში. იქვეა განთავსებული იტალიის სამხედრო-საჰაერო ბაზა. კაპოდიჩინო იტალიის პატარა საერთაშორისო აეროპორტების კატეგორიას მიეკუთვნება. მის ტერიტორიაზე მოწყობილია სადგომი 29 თვითმფრინავისთვის და 2628 მეტრი სიგრძის ერთი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი. კაპოდიჩინო ოფიციალურად 1925 წელს გაიხსნა, თუმცა პირველი და მეორე მსოფლიო ომის დროს ის სამხდრო ბაზის ფუნქციას ასრულებდა. ამჟამად მას ბრიტანული კორპორაცია მართავს.
აეროპორტში ორი ტერმინალია. 1-ლი ტერმინალი ემსახურება რეგულარულ რეისებს და მუშაობს 24 საათის განმავლობაში. მეორე ტერმინალი კი, რომელიც ასაფრენი მინდვრიდან მოშორებით მდებარეობს, მხოლოდ ჩარტერულ რეისებს მსახურება და 23:00-დან 06:00-მდე დაკეტილია. მცირე ზომების მიუხედავად, ნეაპოლის აეროპორტ "კაპოდიჩინოს" ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურა აქვს, რათა კომფორტულად დაელოდოთ რეისს.
ნეაპოლის აეროპორტს კავშირი აქვს 25-ზ მეტ ავიაკომპანიასთან. მათ შორისაა Brussels Airlines, British Airways, Lufthansa, Ukraine International Airlines, Wizz Air, EasyJet და სხვ. რეგისტრაცია საერთაშორისო რეისებზე იწყება 2,5-3 საათით ადრე, შიგა რეისებზე - 2-2,5 საათით ადრე.
ნეაპოლის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე მისვლა ყველაზე მოსახერხებელია მგზავრობა ავტობუსით Alibus. ის დაგაკავშირებთ გარიბალდისა და მუნიციპალიტეტის მოედნებამდე. ბოლო გაჩერება ნავსადგურია. პირველი ავტობუსი გადის 06:30-ზე, ბოლო - 23:30-ზე. აეროპორტიდან ცენტრალურ რკინიგზის სადგურამდე 15 წუთში ჩახვალთ, ნავსადგურამდე - 35 წუთში. მგზავრობის ღირებულება 5 ევროა. დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ საიტს: https://www.anm.it/.
ეკონომიის მოყვარულ ტურისტებს შეუძლიათ მივიდნენ ქუჩამდე Comandante Umberto Maddalena, სადაც ჩერდება საქალაქო ავტობუსი №182, და უფრო იაფად იმგზავრონ. ავტობუსი გადის 2 საათში ერთხელ. ბოლო გაჩერება დანტეს მოედანია.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.