მრავალი ტურისტის აზრით, ნეაპოლის მეტროპოლიტენი ყველაზე ლამაზია მთელ მსოფლიოში. მართალია, ის ძალზე ახალგაზრდაა და მხოლოდ 1993 წელს გაიხსნა, მისი პირველი ხაზის სადგურები წლების განმავლობაში ხვდება მსოფლიოს საუკეთესო მეტროს სადგურების სიაში. ნეაპოლის მეტრო არა მხოლოდ ადგილობრივებს უყვართ, არამედ ქალაქის მრავალრიცხოვან სტუმრებსაც. ის ნეაპოლის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობაა. ნეაპოლის მეტროპოლიტენი ჩქაროსნული ტრანსპორტის ხაზების სისტემაა. მასში, როგორც წესი, მოიაზრებენ როგორ მეტროპოლიტენის ხაზებს, ისე საგარეუბნო რკინიგზის ხაზების მონაკვეთებს, აგრეთვე ოთხ ფუნიკულიორს.
XIX საუკუნის მეორე და XX საუკუნის პირველ ნახევარში ნეაპოლში გაიყვანეს საქალაქო და საგარეუბნო რკინიგზის ხაზები, რომლებიც სუსტად იყვნენ დაკავშირებული ერთმანეთთან, თუმცა ჰქონდათ რამდენიმე მიწისქვეშა მონაკვეთი. ერთიანი ქსელის მშენებლობა მხოლოდ 1976 წელს დაიწყო, მაგრამ მიწისქვეშა ხაზის პირველი მონაკვეთი მხოლოდ 1993 წელს გაიხსნა. მოგვიანებით მეტროს ახალი ხაზებიც შეიქმნა, არსებული სარკინიგზო მონაკვეთები და ფუნიკულიორები კი ერთიან ქსელში მოაქციეს.
ამჟამად ნეაპოლის მეტროპოლიტენი შეიცავს ორ ხაზს. პირველი ხაზი (ყვითელი) - Piscinola — Garibaldi - 18 სადგურისგან შედგება. ხაზის სიგრძე 18 კილომეტრია. ის რკინიგზის მთავარ სადგურსა და ისტორიულ ცენტრს ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილთან აკავშირებს. იგეგმება მისი გაგრძელება და წრის შეკვრა.
ეს ხაზი ხელოვნების ნიმუშია. მის ინტერიერზე ნიჭიერი ოსტატები მუშაობდნენ. სადგურ Garibaldi-ის შემქნელია ფრანგი არქიტექტორი დომინიკო პერო. მას ამშვენებს მიქელანჯელო პისტოლეტოს (2003 წელს ვენეციის ბიენალეს "ოქროს ლომის" მფლობელის) ნამუშევრები.
ასე გამოიყურება სადგური Universita:
სადგური Municipio:
სადგური Toledo:
სადგური Dante:
სადგური Museo:
სადგური Salvator Rosa:
მეტროს მეექვსე ხაზი (ცისფერი) - Mostra — Mergelina - მხოლოდ 4 სადგურისგან შედგება. მისი სიგრძე 2,3 კილომეტრია. ის 2006 წელს ამოქმედდა. სრულდება კიდევ სამი სადგურის მშენებლობა, რის შემდეგაც სიგრძე 5,5 კილომეტრი გახდება.
პირველ და მეექვსე ხაზს მართავს კომპანია ANM. არსებობს კიდევ ერთი ხაზი - მეორე. ის 12 სადგურისგან შედგება და მისი სიგრძე 16 კილომეტრია. მას მართავს კომპანია Trenitalia. ეს ხაზი მუშაობს ქალაქის რკინიგზის ხაზზე, რომელიც ნეაპოლს დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ კვეთს.
თითოეულ ხაზს საკუთარი მუშაობის გრაფიკი აქვს. მაგალითად, პირველი ხაზი მუშაობს 06:00-23:15 შუალედში.
გთავაზობთ ნეაპოლის მეტროს სქემას:
დამატებითი ინფორმაციას გაეცანით საიტზე: https://www.anm.it/.
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.