ნეაპოლი არა მხოლოდ ძალიან ლამაზი ქალაქია, არამედ იტალიის ერთ-ერთი შოპინგცენტრიც. შოპინგი ნეაპოლში წლის ნებისმიერ დროსაა ხელსაყრელი. აქ ყოველთვის იპოვით თქვენი ბიუჯეტის შესაფერის რამეს. ყოველ ფეხის ნაბიჯზეა როგორც იაფი, ისე შედარებით ძვირი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, ტყავის გალანტერეის, საიუველირო ნაკეთობების თუ ბიჟუტერიის მაღაზიები, ახალგაზრდული სამოსი, კლასიკური კოსტიუმები, "საღამოს" კაბები, ნაირგვარი სუვენირები. შემოგთავაზებთ გრძელ ჩამონათვალს, არჩევანი კი თვითონ გააკეთეთ.
საყიდლებზე გასული ტურისტები, პირველ ყოვლისა, როგორც წესი, მიდიან უმბერტო I-ის გალერეაში, რომელიც მდებარეობს სან კარლოს ქუჩაზე.
ამ დიდ სავაჭრო ზონაში მრავალმა მოდურმა ბუტიკმა და სუვენირების მაღაზიამ მოიყარა თავი. აქ შეიძენთ ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს, სამკაულებს, კოსმეტიკას, წიგნებს, სუვენირებს, წაიხემსებთ კაფეში, გასინჯავთ საუხოო იტალიურ ნაყინს, მიირთმევთ ფინჯან ყავას.
დეტალურად უმბერტო პირველის გალერეის შესახებ =>>
სავაჭრო ცენტრებიდან გამოვყოფთ UPIM-ს (ცნობილი, შედარებით იაფი უნივერმაღების ქსელი; მისამართი: Via Nisco) და MAXI HO-ს (მისამართი: Via Nisco 20/Riviera di hiaia/Piazza dei Martini/Via dei Mille 32/Via Cimaroza 85).
ნეაპოლის სავაჭრო ქუჩებიდან აღსანიშნავია:
Via Chiaia,
Via Calabritto,
Via Toledo,
Via Dei Mille,
Via Croce.
Via San Gregorio Armeno-ზე მდებარეობს ტრადიციული იტალიური "ათასი წვრილმანის" ბაზარი, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ხელოსანთა ნაკეთობები, სუვენირები და საჩუქრები.
წარმატებულ შოპინგს გისურვებთ!!!
© 2019-2024 ყველა უფლება დაცულია.